კასილიასი & რამოსი: "ყურების ჩამოყრის დრო არარის"

მადრიდის "რეალის" კაპიტნებმა, შეხვედრის დასრულების შემდეგ, კომენტარები გააკეთეს.


იკერ კასილიასი: "შესანიშნავად ვითამაშეთ და არა ერთი მომენტი შევქმენით მოწინააღმდეგის კართან."ბაიერნი" კარგი გუნდია.გულწრფელად ვულოცავ გერმანელების ფინალში გასვლას და წარმატებებს ვუსურვებ.თერთმეტ მეტრიანების სერია, საფეხბურთი ლატარეაა.სამწუხაროდ არ გაგვიმართლა."

"მადლობა ყველას, ვინც "ბერნაბეუზე" მოვიდა და მხარი დაგვიჭირა.რასაკვირველია, დიდი დარტყმა მივიღეთ, რის შემდეგაც ფეხზე წამოდგომა ძალიან რთულია, თუმცა ყურების ჩამოყრის უფლება არ გვაქვს.დარჩენილ თამაშებზე უნდა მოვახდინოთ კონცენტრაცია."

სერხიო რამოსი: "დიდი სურვილი გვქონდა ფინალში გასვლისა.მიუხედავად იმისა, რომ გათამაშებას გამოვეთიშეთ, ეს ჩრდილში ვერ დააყნებს ჩვენს ბრწყინვალე სეზონს.მემაყება ჩემი თანაგუნდელების."

"უღრმესი მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც მთელი მატჩის განმავლობაში მხურვალედ გვქომაგობდნენ."

"საჭიროა გზის გაგრძელება.წინ კიდევ გველოდება თამაშები.რა თქმა უნდა, ცუდი გრძნობა დაგვიტოვა თერთმეტმეტრიანების წაგებამ, მაგრამ თავის ჩახრის უფლება არ გვაქვს.ვწუხვარ, რომ არ გამიმართლა და ვერ შევაგდე პენალტი.ბურთთან საკმაოდ თავდაჯერებული მივედი, მაგრამ...სიმართლე გითხრათ, არ ვნანობ რომ დარტყმის გადაწყვეტილება მივიღე.ხვალ რომ პენალტების სესია გველოდებოდეს წინ, კიდევ დავარტყამდი." dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)