მოუ: "ამ ბიჭებთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება მინდა"

სამეფო კლუბის დამრიგებელმა, თამაშის დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.


"ვფიქრობ, ზედიზედ ორი წელი ჩემპიონთა ლიგის ნახევარ ფინალში გასვლა, ნებისმიერ გუნდს გაუჭირდება.ამასთანავე ეს ჩემთვისაც არარის იოლი, გამომდინარე იქედან, რომ 8 წლის განმავლობაში მეექვსედ ვიასპარეზე ტურნირის ამ სტადიაზე.2 შეხვედრის ჯამში, მადრიდელები იმსახურებდნენ ფინალში გასვლას.ძალიან რთულია, როდესაც ორ ფრონტზე გიწევს ბრძოლა.რამდენიმე წლის წინ, ანალოგიური მოუვიდა "ჩელსისაც."ლონდონელებმა 1/2 ფინალში იწვნიეს მარცხი "ლივერპულთან."დაპირისპირებამდე, "მერსესაიდელები" "ფულემს" შეხვდნენ და თითქმის ძირითადის ყველა ფეხბურთელი დაასვენეს, ჩვენ კი, მთელი ძალებით ვიბრძოლეთ, რათა ინგლისის პირველობა არავისთვის დაგვეთმო."

"მოგეხსენებათ, პრიმერაში დაძაბული ბრძოლა მიმდინარეობდა ტიტულისთვის.ამის ფონზე შემადგენლობის როტაცია წარმოუდგენელი იყო.ჩემ შეგირდებზე ძალიან დიდი ზეწოლა მოდიოდა პირველი შეხვედრის შემდეგ.თერთმეტმეტრიანების სერიის დროს, ფიზიკურად განადგურებულნი იყვნენ ისინი.ფეხბურთელებს, რომლებმაც გააცუდეს პენალტი, ხასათი აქვთ, ისინი ეგოისტები არანიან.ვამაყობ მადრიდელი მოთამაშეებით."

"შეცდომა ნებისმიერ ადამიანს მოსდის.როდესაც მოთამაშეები ვერ იტანენ, მყისვე მათი გაკრიტიკება იწყება, რაც არასწორია.მადრიდისტები მოედანზე ცხოველებივით დარბოდნენ და იბრძოდნენ.მათ ყველაფერი გააკეთეს, თუმცა თავს ზემოთ ძალა არარის.აქ თავის გასამართლებლად არ მოვსულვარ."რეალი" წარმატებული გუნდია.სეზონის 2-3 ტიტულის მოპოვება და ამასთანავე ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ნახევარფინალში ზედიზედ ორჯერ თამაში, ადვილი მისაღწევი როდია."

"ფინალი გათამაშდება გუნდებს შორის, რომლებიც საკუთარ ჩემპიონატებში მე-6 და მე-2 პოზიციებზე იმყოფებიან."ჩელსიცა" და "ბაიერნიც" ევროპულ სარბიელამდე, მოთამაშეებს ასვენებდნენ.რაც შეეხება "რეალსა" და "ბარსა," ერთმანეთის პირისპირ მოუწიათ შერკინება და ყველამ კარგად დაინახა, რომ ორივე გუნდი მაქსიმალურად დაიხარჯა მოედანზე.იტალიაში მოღვაწეობის დროს აღვნიშნე, რომ შიდა პირველობის კალენდარი, მაქსიმალურად მორგებული უნდა იყოს კლუბებზე, რომლებიც ჩემპიონთა ლიგაზე პაექრობენ.საბედნიეროდ, მათ ეს გაითვალისწინეს.სხვაგვარი სიტუაციაა ესპანეთში, სადაც ფეხბურთის ბოსები ყურადღებას და პატივისცემას არ იჩენენ მსგავსი იდეების მიმართ.სამეფო კლუბს სეზონის ბოლოს ძალიან რთული კალენდარი მოუწია.ფაქტიურად კვირაში 2 დაპირისპირების გამართვა გვიწევდა, რამაც საბოლოოდ გადამწყვეტი როლი ითამაშა."ბაიერნის" მხარეს გახლდათ ფორტუნა."

"გუნდი ნამდვილად ამაყობს საკუთარი თავით.ფეხბურთელებს ვურჩიე, ოჯახებში წასულიყვნენ და ყურები არ ჩამოეყარათ.მათ არაფერი აქვთ სამარხცვინო.დარწმუნებით მინდა გითხრათ, რომ სამეფო კლუბთან და ამ ბიჭებთან ერთად, კიდევ შევეცდები ჩემპიონთა ლიგის მოგებას.გასულ სეზონში კლუბის წარმომადგენლებისთვის და ქომაგებისთვის, ნიშანდობლივი იყო სამეფო თასის აღება.წლეულს, ორი მოგება გვაშორებს ტიტულამდე.ვგონებ, ამ ფორმაციის "ბლანკოსში" საკმაოდ დიდი პოტენციალი დევს.თუ ხელმძღვანელები ფიქრობენ, რომ მე და ჩემს შეგირდებს შეგვწევს ძალა მომავალ სეზონში გამარჯვებისა, აუცილებლად დავრჩები მადრიდში."

"პრიმერა დივიზიონის მოგების შემთხვევაში, სეზონი წარმატებულად ჩაითვლება.წინ 4 თამაში გველოდება, სადაც 6 ქულა უეჭველად უნდა ავიღოთ.მადრიდისტებმა სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლეს.ჩვენ გაისად დავბრუნდებით ჩემპიონთა ლიგაზე, რათა მოვიგოთ ის."

"გათამაშების ბოლო თამაში ძალზედ საინტერესო იქნება."ბაიერნს" დიდ პატივს ვცემ, თუმცა ფსონს "ჩელსიზე" ჩამოვალ, რომელმაც გმირული გამარჯვება წამოიღო კატალონიიდან.ზოგიერთი ფეხბურთის "მეფე" აკრიტიკებს "არისტოკრატების" მიღწევას "ნოუ კამპზე," მაგრამ მათ ისევე დაიმსახურეს ფინალში გასვლა, როგორც "ინტერმა" 2 წლის წინ." dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (234)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)