ჰეინკესის ინტერვიუ

ხვალინდელი თამაშის წინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა იუპ ჰეინკესმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.


"ხვალინდელი შეხვედრა უფრო რთული იქნება, ვიდრე პირველი რაუნდის დაპირისპირება, მაგრამ "მიუნხენის ბაიერნი" "მადრიდის რეალის" დონეზე დგას და ამას მისი დიდებული ისტორიაც ადასტურებს. ეს ტიტანების ბრძოლა იქნება და იმედი მაქვს, ფინალში გასასვლელად ჩვენთვის სასარგებლო ანგარიში დაფიქსირდება. მინდა ვთქვა, რომ "მადრიდის რეალი" ფანტასტიკური გუნდია და შეუდარებელი ფეხბურთელები ყავს. "სანტიაგო ბერნაბეუ" კი განსაკუთრებული სტადიონია და მე მიხარია, რომ აქ თამაშის საშუალება მაქვს."

"ის, რაც "მადრიდის რეალმა" გააკეთა კლასიკოში ყველაფერზე მეტყველებს. მათ შვიდ ქულიანი უპირატესობა აქვთ ლა ლიგაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ტიტული მათ ხელშია. ორი კვირის წინ ხალხი ამბობდა , რომ "ბარსელონა" არის შეკრული გუნდი და რომ ისინი პლანეტაზე საუკეთესონი არიან, მაგრამ "მადრიდის რეალმა" ისინი დამსახურებულად მათსავე მოედანზე დაამარცხა ანგარიშით 1:2 და ყველა გააჩუმა."

"პირველი რაუნდის შედეგი ჩვენ ცოტა უპირატესობას გვაძლევს, მაგრამ "მადრიდის რეალს" ბევრი გოლი აქვს ყველა ტურნირზე გატანილი მიმდინარე სეზონში და მათ თავდასხმაში უსაზღვრო პოტენციალი გააჩნიათ. ჩვენ გერმანიაში მეორე ადგილზე ვიმყოფებით და ეს საკმარისი არ არის. ჩემი გუნდი, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში დაბალანსებულია. ხვალინდელ მატჩს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ საუკეთესო სანახაობა გამოდგეს. ძალიან დიდ პატივს ვცემ მოურინიოს. ის ჩემი კოლეგა და ფანტასტიკური მწვრთნელია. შესანიშნავი შემადგენლობა ყავს. თუ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორი ესპანური გუნდი ითამაშებს (რაშიც ეჭვი მეპარება) , იმედს ვიქონიებ , რომ საუკეთესო გაიმარჯვებს."

"შესანიშნავი ურთიერთობა მაკავშირებს "მადრიდის რეალთან" აქ ყოფნიდან მოყოლებული. ჩვენ მოვიგეთ ჩემპიონთა ლიგა და ბევრ წარმატებას მივაღწიეთ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ასეთი ბრწყინვალე ფეხბურთელები გვყავდა. სამშაბათს სანჩისი ვნახე და ამან ძალზედ გამახარა. მან ფინალში ჩვენს გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. "მადრიდის რეალი" მე-20 საუკუნის საუკეთესო კლუბად დასახელდა და ვფიქრობ, რომ მას და "მიუნხენის ბაიერნს" ევროპის თასებზე უდიდესი ტრადიციები და წარმატებები გააჩნიათ. აქედან გამომდინარე მჯერა, რომ ორივე ჩვენგანი ერთსა და იმავე დონეზე იმყოფება."

"არ მიმაჩნია, რომ სტადიონზე არსებული ატმოსფერო ჩემს ბიჭებს რამეს დაუშავებს. მე მყავს ძალზედ გამოცდილი ფეხბურთელები. გუნდში ფანტასტიკური და განსაკუტრებული ატმოსფერო სუფევს. ჩვენი მიზანი ფინალში გასვლაა, ამავდროულად გვესმის, რომ ამისთვის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს უნდ ადავუპირისპირდეთ. არ გვეშინია, მაგრამ უდიდეს პატივს ვცემთ გუნდს, რომელმაც რამოდენიმე დღის წინ "ბარსელონა" დაამარცხა, რაც მათ კარგ სათამაშო ფორმაზე მიუთითებს. "ბაიერნიც" შესანიშნავ ფორმაშია და მხოლოდ და მხოლოდ ხვალინდელ მატჩზე ვართ კონცენტრირებულნი." dle 10.1

  • shvela
  • 24 აპრილი 2012
  • 2867
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)