გრანერო: "მზად ვართ"

როგორც გაუწყეთ, ჟოზე მოურინიოსთან ერთად, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ესტებან გრანეროც გამოცხადდა.


"ფეხბურთელები მზად ვართ ყველაფერი გავიღოთ მოედანზე და ვფიქრობ, ქომაგებიც ანალოგიურად არიან განწყობილნი მომავალი მატჩისთვის.მოვიდა დრო, დავამტკიცოთ ჩვენი პოტენციალი და მოვიპოვოთ ფინალის საგზური.ყველა მოთამაშე ბოლომდე იბრძოლებს, არ აქვს მნიშვნელობა სასტარტოში დაიწყებს, თუ რამდენიმე წუთი გამოვა მწვანე მინდორზე.სამეფო კლუბის 3 ფინალს, ტელევიზორით მაქვს ნაყურები.ვფიქრობ, დროა მეც მივიღო მონაწილეობა ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის გადამწყვეტ თამაშში."

"ვგონებ, "ბაიერნი" დაცვაში არ ჩაჯდება, რამეთუ ეს დამღუპველი იქნება მათთვის.ჩვენ მხოლოდ საკუთარ თავზე ვართ დამოკიდებულნი.ქომაგები მოედანზე იხილავენ მადრიდისტებს, რომლებიც მხოლოდ გამარჯვებაზე ფიქრობენ."

"წელს, ჩემპიონთა ლიგის ყველა მატჩში გავიტანეთ გოლი.ჩვენი შეტევითი პოტენციალი საკმაოდ მაღალ საფეხურზე დგას.იმედი მაქვს, წარმატებული სერია ხვალაც გაგრძელდება.კარის მშრალად შენახვის შემთხვევაში, ერთ გოლსაც გავყავართ ფინალში."

"ყოველთვის მინდა "რეალში" თამაში.8 წელი "თეთრი" მაისური მაცვია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის.მადლობა მწვრთნელსა და თანაგუნდელებს.მათ სჯერათ ჩემი."

"ბუნებრივია, "კოპა დელ რეის" მოგებამ უფრო დიდი სიხარული მოგვიტანა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ "ნოუ კამპზე" მოგებაც არანაკლებ ემოციურია."

"რა თქმა უნდა, დღეს აუცილებლად ვუყურებ "ბარსასა" და "ჩელსის" პაექრობას.ფსონს არავისზე ჩამოვდივარ, რამეთუ არცერთ გუნდთან მქონია კონტაქტი." dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)