მოუ: "ჩემი შეგირდები იმსახურებენ ფინალში თამაშს"

"ბაიერნთან" შეხვედრის წინ, ჟოზე მოურინიომ პრესკონფერენცია გამართა.


"გუნდს ფინალში თამაში სურს.ვფიქრობ, ჩვენ ვიმსახურებთ ამას.ტურნირის ბოლო მატჩამდე ცოტა რამ გვაშორებს.ბიჭები არც ეიფორიაში არიან და არც მშვიდად."

"ქომაგებს მხოლოდ კლუბის მხარდაჭერას ვთხოვ.მათ საკუთარ თავს უნდა დაუსვან კითხვა, არიან თუ არა მადრიდელი მოთამაშეები შრომისმოყვარენი, სერიოზულები და იხარჯებიან თუ არა ბოლომდე.ვფიქრობ, ისინი სწორად გაცემენ აღნიშნულ კითხვას პასუხს, რაც სტადიონზე მათი მხარდაჭერით გამოიხატება."

"ხვალ იმას გავაკეთებთ მოედანზე, რაც დაგეგმილი გვაქვს.ასევე ვიცით, თუ რა ჩანაფიქრი აქვთ მიუნხენელბს.თეორიულად მათ გოლის გატანა მართებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ გავითვალისწინებთ ჩვენ შეტევით პოტენციალს, გერმანელები გათამაშებას გამოეთიშებიან."

"ვგონებ, აღნიშნულ ტურნირზე ჩემი გამოცდილება გამოადგებათ ბიჭებს.ამასთანავე ქომაგების მხარდაჭერა იქნება გადამწყვეტი.ბოლომდე ვენდობი შეგირდებს."

"ბარსელონასთან" გამარჯვება აზრს დაკარგავს, ჩემპიონები თუ არ გავხდებით.ტიტულის მოპოვების შემთხვევაში კი, "კამპ ნოუდან" წამოღებული 3 ქულა, გადამწყვეტ როლს ითამაშებს.კატალონიელბთან დაპირისპირებამდე ბიჭები ამაღლებულ განწყობაზე იმყოფებობდნენ.მინდა გითხრათ, რომ ანალოგიური ატმოსფერო გასახდელში, "ბაიერნთან" შეხვედრის წინაც."

"ვიცი, რომ იგუაინს, კოენტრაუს, ალონსოს და რამოსს თითო-თითო ყვითელი აქვთ.ჩემი ფეხბურთელები არარიან ეგოისტები.ისინი ძალით არ გაიყვითლებენ თავს.ბუნებრივია, თუ იქნება ეპიზოდი, სადავ რომელიმე მათგანი დაიმსახურებს გაფრთხილებას, მიიღებს კიდეც.ამაში პრობლემა არაფერია.ესეც ჩვენი პროფესიის შემადგენელი ნაწილია.აღსანიშნავია, რომ ხვალინდელ მატჩს შესანიშნავი რეფერი მოემსახურება.დიდი იმედი მაქვს, მისი მხრიდან მხოლოდ ობიექტური გადაწყვეტილებები იქნება."

"ნახევარფინალურ სტადიაზე, "ბარსას" წინააღმდეგ "მილანი" ან "არსენალი" რომ თამაშობდეს, მნიშვნელობა არ ექნებოდა ფინალში გამსვლელის ვინაობა, მაგრამ როდესაც საუბარია "ჩელსიზე," რომელსაც ადრე ვწრთნიდი, ბუნებრივია მინდა, რომ ფინალში "არისტოკრატები" გავიდნენ."

"ვერ გეტყვით, ითამაშებს თუ არა ესტებანი ძირითადში.ის კლუბის სიმბოლოა და ყოველთვის სათანადო დონეზე თამაშობს."

"მადრიდში 2 წელი ვარ და დიდ გამოცდილებას ვიღებ.ბევრ ქვეყანაში მიმუშავია და სიმართლე გითხრათ, მომწონს ეს ფაქტი.იმედია, 1 თვის თავზე ხელთ 2 ტიტული გვექნება, რითიც რა თქმა უნდა, ვისიამოვნებ."

"უნდა ითქვას, რომ 1/2 ფინალებში, არცთუ ისე მიმართლებს.ამის მთავარი მიზეზი, ხან მსაჯები არიან და ხან თერთმეტ მეტრიანების სერია.მიუნხენში გამართულ მატჩშიც, პირველი გოლი არ უნდა ჩაეთვალათ თამაშგარეს გამო.ვიმედოვნებ, ფინალში გავალთ, რამეთუ ჩემი შეგირდები იმსახურებენ ამას." dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)