რონალდუ: "იმედია, "ბაიერნთან" პირველ გოლს ქომაგები შეაგდებენ"

პორტუგალიელმა მეგა-ვარსკვლავმა, "რეალის" ოფიციალურ სპონსორის საიტთან ინტერვიუ ჩაწერა.


"ვიმედოვნებ, "ბაიერნთან" მატჩში, რომელიც "სანტიაგო ბერნაბეუზზე" შედგება, პირველ გოლს მადრიდელი ქომაგები შეაგდებენ.ბოლო დროს პუბლიკა გადამწყვეტ როლს თამაშობს.ფეხბურთელები მათ მხარდაჭერას, ჯერ კიდევ მოედანზე გამოსვლამდე ვგრძნობთ.მომდევნო დაპირისპირება უმნიშვნელოვანესია.როდესაც ინჩასები მხურვალედ გვქომაგობენ, ჩვენ ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია მწვანე მინდორზე."

"ოთხშაბათს ვიხილავთ ბრძოლას, რომელიც ბოლო წუთამდე იქნება გაჩაღებული."ბაიერნი" საკმაოდ რთული მოწინააღმდეგეა.მათ გუნდში მებრძოლი სული სუფევს.პირველ დუელში დავმარცხდით და ახლა, ვალდებულნი ვართ გამარჯვება მოვიპოვოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ფინალში ვერ გავალთ."

"რაც მიუნხენში მოხდა, არც უარყოფითია და არც დადებითი."რეალი" ბრწყინვალე ფორმაშია და საკუთარი ქომაგების წინაშე, მოგება მართებს.გამომდინარე იქედან, რომ გერმანელებმა შინაურ კედლებში დაგვამარცხეს, ისინი მეორე შეხვედრაში მასიურ შეტევაზე არ გადმოვლენ."

"ჩვენი მეტოქის შეტევითი პოტენციალი, საკმაოდ მაღალ საფეხურზე დგას.გომესი გათამაშების ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია.ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რობენისა და რიბერის არსებობა.რაც შეიძლება მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ მათ და სათამაშო სივრცეები ჩავუკეტოთ."

"თითოეულ შეხვედრაში მაქსიმალურად ვიხარჯები.მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვინ არის ჩვენი მოწინააღმდეგე.მე არ ვიცვლები."

"მადრიდში ძალიან კარგად ვგრძნობ თავს.მესამე სეზონს ვატარებ აქ და ჩემი სურვილია, კიდევ დიდი ხნის განმავლობაში მოვირგო "თეთრი" მაისური.ამის გამო ძალისხმევას არ დავიშურებ."

"ძალიან მინდა ფინალში თამაში.არ აქვს მნიშვნელობა, ის "ჩელსის" შევხვდებით, თუ "ბარსას."ვგონებ, მიუნხენში ასპარეზობა, ნიშანდობლივია როგორც ჩვენთვის, ასევე მადრიდისტებისთვის მთელ მსოფლიოში." dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (203)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)