რონალდო : "ბრავო მადრიდელებო"

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფორვარდმა, რონალდომ განაცხადა, რომ ძალიან გაუხარდა "ბლანკოსის" წარმატება ბარსელონელებთან შეხვედრაში...


"მართლაც, რომ ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს მადრიდელებმა, ჟოზე მოურინიოს გუნდმა სწორი და ტაქტიკურად გამართული ფეხბურთი ითამაშა, რასაც საბოლოო ჯამში დიდი წარმატება მოჰყვა, ეს დაპირისპირება მხოლოდ 3 ქულად არ ფასობდა, რადგან ნოუ კამპზე "რეალმა" ჩემპიონის სტატუსი გაინაღდა."

"რეალის დაცვის ხაზი მოწოდების სიმაღლეზე ნამდვილად არ დგას, ვისურვებდი, რომ უკანა რგოლი უფრო გაძლიერდეს და ყურადღებით ითამაშონ, მაგრამ ბრავო მადრიდელებს, მათ "ელ კლასიკოში" ყველაფერი გააკეთეს გასამარჯვებლად და დამსახურებულად მოიპოვეს კიდეც."

"როდესაც ანგარიში 1-1 გახდა, სადავეები ხელთ ბარსელონელებს ჰქონდათ და ვიფიქრე, რომ გვარდიოლას შეგირდები კიდევ არაერთი ბურთის გატანას მოახერხებდნენ შეხვედრის დასრულებამდე, მაგრამ სიტუაცია მალევე შეიცვალა, კრიშტიანო რონალდოს გოლი იმ მომენტში სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო, პორტუგალიელმა ფაქტიურად ყველაფერი გადაწყვიტა და გუნდის წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა." dle 10.1

  • Hala
  • 23 აპრილი 2012
  • 4883
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)