რობენი : "მოუთმენლად ველი ბერნაბეუზე თამაშს"

არიენ რობენმა განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის სანტიაგო ბერნაბეუზე დაბრუნებას...


"ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ რამდენიმე დღე მალე გავა და რაც შეიძლება მალე დავუბრუნდები სანტიაგო ბერნაბეუს, ამ სტადიონზე თამაში ძალიან მიყვარს, რადგან რამდენიმე წელიწადი მადრიდის "რეალის" ღირსებაც ვიცავდი და ჩემი საშინაო არენა სწორედ ბერნაბეუ გახლდათ."

"ბუნდესლიგაში ყველაფერი გარკვეულია, სამწუხაროდ ვერ შევძელით ჩემპიონობა, რაც თავისთავად სამწუხაროა, ვერცხლის სინის დაუფლების საშუალება ნამდვილად გვქონდა, მაგრამ მოცემული შანსი ვერ გამოვიყენეთ და ტიტულის გარეშე დავრჩით, მაგრამ წინ ყველაზე პრიორიტეტული ჩემპიონთა ლიგაა, რომელსაც უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ, მხოლოდ ერთი ჩემპიონატი დაგვრჩა, რომლის მოსაგებადაც ყველაფერზე ვართ წამსვლელები."

"ალიანს არენაზე გამარჯვებამ ძალა შეგვმატა და კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ "ბლანკოსის" დამარცხება თავისუფლად შეიძლება, ჩემთვის ბერნაბეუზე თამაში არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, სტადიონზე სრულიად მოშვებული გავალ, არანაირ დაძაბულობას არ ვგრძნობ და დარწმუნებული ვარ წარმატებაში, ნამდვილად ვიმსახურებთ ფინალში კიდევ ერთხელ გასვლას."

"თუკი ფინალში "ბარსელონა" შეგვხვდება, ყველაფერს გავაკეთებთ რევანშის ასაღებად, რადგან წინა წლებში კატალონიელები აშკარად გვჩაგრავდნენ, ჩელსისთან დაპირისპირების შემთხვევაშიც ანალოგიურის თქმა შეიძლება, ჩვენ არისტოკრატებთანაც გვაქვს ანგარიში გასასწორებელი." dle 10.1

  • Hala
  • 23 აპრილი 2012
  • 3343
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (292)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)