ედგარ დავიდსი : "ჩემპიონი ბაიერნი გახდება"

ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა ედგარ დავიდსმა განაცხადა, რომ ბერნაბეუზე დიდი ბრძოლაა მოსალოდნელი, სადაც გამარჯვებას მიუნხენის ბაიერნი მიაღწევს...


"მადრიდის რეალს ძალიან დიდ პატივს ვცემ, რადგან ამ კლუბს უდიდესი ტრადიციები აქვს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ისინი ფინალში გასვლას მოახერხებენ, დარწმუნებული ვარ მიუნხენის ბაიერნი წლევანდელი ჩემპიონთა ლიგის თასს დაეუფლება, რადგან ეს გუნდი განსხვავებულ ფორმაშია და არ დათმობს ჩემპიონობას."

"ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული თუ როგორ ტაქტიკას შემოგვთავაზებს გერმანული გიგანტი, არამგონია მიუნხენელები დაცვაში ჩაჯდნენ, რადგან მათ არც ისე დამაჯერებელი ანგარიშით აქვთ მოგებული."

"ბაიერნს ჰყავს მსოფლიოს ორი საუკეთესო გარემარბი, რიბერისა და არიენ რობენის სახით, თუკი მათ თამაში წაუვათ, არამგონია მადრიდულმა დაცვის ხაზმა რაიმეს გაწყობა შეძლოს."

"დედაქალაქელებს კარში იკერ კასილასი ჰყავთ და ამაზე ზედმეტი კომენტარის გაკეთება არ შეიძლება, ჯან ლუიჯი ბუფონთან ერთად, იკერი მსოფლიოში საუკეთესოა, მისითვის გოლის გატანა უდიდეს პრობლემებთან არის დაკავშირებული, მაგრამ თუ დაცვის ხაზი გადაილახა, მაშინ ნამდვილად რთულია ბურთის მოგერიება."

"ჩემპიონთა ლიგის ფავორიტად გერმანულ გუნდს ვასახელებ. ვფიქრობ, მათ შეუძლიათ ყველა გუნდის დამარცხება." dle 10.1

  • Hala
  • 23 აპრილი 2012
  • 3154
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)