მსოფლიო პრესა "კლასიკოს" შემდეგ

გთავაზობთ, მსოფლიო წამყვანი გამოცემების სტატიებიდან ამონარიდებს.


Sport (ესპანური, კატალონიური გამოცემა): მშვიდობით ლა ლიგა
"რეალთან" დამარცხებით, "ბარსელონამ" შვებულება აიღო ესპანეთში.მოურინიოს შეგირდებმა 7 ქულიანი ჰანდიკაპი დააგროვეს.ტურნირის დასრულებამდე 4 ტურია, თუმცა სხვაობის აღმოფხვრა შეუძლებელია.

Mundo Deportivo (ესპანეთი): "ბარსელონა" პრიმერას ემშვიდობება
სამეფო კლუბმა "ნოუ კამპზე" მოპოვებული გამარჯვებით, 7 ქულიან სხვაობას მოუყარა თავი.მადრიდელებს ჩემპიონობამდე მხოლოდ ფორმალობა აშორებთ.კატალონიელთა წაგებას, სათავე ხედირამ დაუდო.შემდეგ იყო სანჩესის გოლი, მაგრამ რონალდუმ თავისი სიტყვა თქვა!

Gazzetta dello Sport (იტალია): როგორც იქნა, "ნოუ კამპზე" "ბარსა" დამარცხდა
კრიშტიანუ რონალდუს 73-ე წუთზე გატანილმა გოლმა, ჩემპიონატის ბედი გადაწყვიტა.4 ტურით ადრე "რეალს" 7 ქულიანი სხვაობა აქვს, თუმცა მისი დაძლევა არავის შეუძლია.

Corrire della Sera (იტალია): მოურინიო ტიტულით ხელშია
ხედირასა და რონალდუს გოლებმა, მადრიდს 7 ქულიანი ჰანდიკაპი მოუტანა.

OLE (არგენტინა): მოდით შევხედოთ სიმართლეს თვალებში
ამჯერად, მესისა და რონალდუს დუელი, პორტუგალიელის სასარგებლოდ დამთავრდა.ამ უკანასკნელმა გამარჯვების გოლი გაიტანა, რითიც ჩემპიონატს ინტრიგა დაუკარგა.

Clarín (არგენტინა): "რეალმა" გაიმარჯვა "ნოუ კამპზე" და ტიტულიც მოიპოვა
ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე, "რეალის" ხელთ 7 ქულიანი სხვაობაა გვარდიოლას გუნდთან.ფაქტია, რომ მადრიდელებს ჩემპიონობაში ვერავინ შეეცილება.რაც შეეხება მესის, მან თამაში ჩააგდო.

Record (პორტუგალია): მშვიდი რონალდუ
კრიშტიანუ რონალდუს გოლის წყალობით, "რეალსა" და "ბარსელონას" შორის 7 ქულიანი სხვაობაა!

The Sun (დიდი ბრიტანეთი): მოუს სიხარული "ნოუ"-ზე
კრიშტიანუ რონალდუმ სკეპტიკოსები გააჩუმა.სამეფო კლუბმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.ეს იყო მოურინიოს პირველი მოგება "ბარსასთან," მადრიდის თავკაცის რანგში.

El Nuevo Herald (აშშ): "რეალმა" 1-2 მოიგო და ჩემპიონატს ინტრიგა მოუკლა
ხედირასა და რონალდუს გოლებმა ტიტულის ბედი გადაწყვიტეს. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)