ფეხბურთელების კომენტარები

ფეხბურთელების კომენტარები



მატჩის დასრულების შემდგომ "ბლანკოსის" ფეხბურთელებმა, ალონსომ, გრანერომ, ხედირამ და კასილასმა მატჩზე ისაუბრეს ...


ალონსო: "ჩვენ დიდი ნაბიჯი გადავდგით ჩემპიონობისკენ, თუმცა ჯერ კიდევ წინ არის დაძაბული მატჩები . ბრძოლა ტიტულისთვის კვლავ გრძელდება."

"ჩვენ დღეს ვიხილეთ საუცხოო შოუ . ვაკონტროლებდით რა თამაშს და იშვიათად ვცდებოდით. ოთხშაბათს გვაქვს კიდევ ერთი საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი მატჩი "ბაიერნთან" ჩემპიონთა ლიგაზე".

გრანერო:"ჯერ კიდევ არ ვართ ჩემპიონები, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგით ტიტულისკენ მიმავალ გზაზე . ბრწყინვალე მატჩი ჩავატარეთ, რამეთუ ვაკონტროლებდით სიტუაციას და მატჩის სადავეებსაც ვფლობდით".

"გუნდმა ითამაშა ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე რამაც შედეგი მოიტანა. მსაჯმა დაკისრებულ მოვალეობას ბწყინვალედ გაართვა თავი ".

"ეს იყო ძალიან სუფთა თამაში, ყოველგვარი უხეშობის გარეშე და სწორედ ამან განაპირობა, რომ ჩვენ ვიხილეთ ნამდვილი საფეხბურთო სანახაობა.


კასილასი: "ჩვენ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადავდგით ლა ლიგის ტიტულისკენ, "ბარსელონას" დამარცხებით. ქულები კიდევ გვაქ მოსაპოვებელი და საჭიროა მაქსიმალური კონცენტრაცია და მეტოქის პატივსცემა ".

"ამ მატჩმა ყველას დაანახა , რომ ჩვენ ვართ ერთი გუნდი. კრიშტიანუმ დიდი როლი ითამაშა ამ გამარჯვებაში, ისევე როგორც ყოველივე ჩვენთაგანმა მატჩის დაწყებიდან მის დასრულებამდე . ეს მატჩი იყო ძალიან მნიშვნელოვანი და გამარჯვებაც შესაბამისად რთული და სიხარულის მომგვრელი იყო".

"მთელი მატჩის მიმდინარეობისას კარგად ვიმუშავეთ, გაშვებულმა გოლმა კი ცოტა ხასიათი გაგვიფუჭა, მაგრამ ჩვენ არ დავნებდით და მალევე მოვახერხეთ გამარჯვების მომტანი გოლის გატანა".



ხედირა: „მოხარული ვარ რადგან გავიტანე ისტორიული გოლი. მე ვფიქრობ რომ გუნდმა კარგად იმუშავა და სეზონის ბოლომდე ასე უნდა გავაგრძელოთ“

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გუნდმა კამპ ნოუზე მოიპოვა გამარჯვება. დღეს ჩვენთვის შესანიშნავი დღეა. 90 წუთის განმავლობაში ბოლომდე ვიხარჯებოდით.“

„ბაიერნთან მატჩი ჩვენთვის გადამწყვეტი იქნება.გამარჯვებისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რათა ფინალში გავიდეთ. ბარსელონას დამარცხებამ რწმენა შეგვმატა.“


პ.ს დიდი მადლობა ხედირას კომენტარის მოწოდებისთვის mariiaamii-ს dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მესი 19
2 ბენზემა 14
3 სუარესი 11
4 ანხელი 10

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 პსჟ 6 5 1 0 16
2 რეალი 6 3 2 1 11
3 ბრიუგე 6 0 3 3 3
4 გალათასარაი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

დღევანდელი „რეალის“ საუკეთესო ფეხბურთელია ...

რამოსი
მარსელო
ბენზემა
კროოსი
მოდრიჩი
აზარი
ბეილი
კაზემირო



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2020 (315)
აპრილი 2020 (396)
მარტი 2020 (507)
თებერვალი 2020 (501)
იანვარი 2020 (540)
დეკემბერი 2019 (318)