კარანკას პრესკონფერენცია

სამეფო კლუბის მეორე მწვრთნელმა აიტორ კარანკამ, "ელ კლასიკოს" წინ პრესკონფერენცია გამართა.


"ხვალ ვითამაშებთ ისე, როგორც ეს გასულ 3 შეხვედრაში გავაკეთეთ "ნოუ კამპზე."ბოლოს კატალონიაში 3 გოლი გატანა შევძელით.ერთი სიტყვით, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა პოზიტიური შედეგი დაფიქსირდეს."

"ვგონებ, სასწორზე საკმაოდ მნიშვნელოვანი 3 ქულა დევს."ბარსა" ჩვენი პირდაპირი კონკურენტია, აქედან გამომდინარე, მათთან გამარჯვების მოპოვება, სატურნირო თვალსაზრისით ნიშანდობლივია. რა შედეგიც არ უნდა დაფიქსირდეს ხვალ, გუნდი გააგრძელებს მუშაობას ბოლომდე.წინ 5 ტურია დარჩენილი და ჯერ არაფერია გადაწყვეტილი."

"გუნდში ფანტასტიკურად ვითარდება მოვლენები.ამის ნათელი დასტურია ის სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც ყოველდღიურად ქვეყნდება.ჩვენ ყოველთვის ვიბრძვით, მაგრამ ზოგჯერ ჩვეუნდაუნებურად უარყოფითი შედეგიც ფიქსირდება."

"კარგი შანსი გვაქვს, გატანილი ბურთების მხრივ ახალ რეკორდს დავუდოთ დასაბამი.გოლი ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია.გამომდინარე ციფრებიდან, რომელსაც მადრიდი აჩვენებს, ჩემპიონობას ვიმსახურებთ."

"სასიხარულოა, რომ სეზონის ამ სტადიაზე უკლებლივ ყველა მოთამაშე მწყობრშია.უადგილოა დაღლილობაზე საუბარი.ბიჭები ძალზედ მოტივირებულნი არიან და ელოდებიან მომდევნო მატჩს."

"დი მარია და იოზილი მზად არიან, რომ ხვალინდელ თამაშში საწყისი წუთებიდან იყვნენ მოედანზე.ისინი დიდებული ფეხბურთელები არიან და ვიმედოვნებ, რომ "ელ კლასიკოზე" გადამწყვეტ როლს ითამაშებენ."

პ.ს. საიტის მწერლების საყურადღებოდ, იქნებ ინებოთ და გამოფხიზლდეთ :) dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)