უკანასკნელი გამოხედვა ...

ეს იყო ლეგენდა უბრალოდ დელ ბოსკე


ერთი კოჭლი კაცი რომელმაც ეპოქა შექმნა მადრიდში როგორც ფეხბურთის თამაშისას ისე სამწვრთნელო კარიერისას. ის იყო ნამდვილად ყველასგან გამორჩეული, თავმდაბალი კაცი. მას არ სჭირდებოდა ”რეკლამა”. ის იყო ადამიანი რომელმაც მთელი ცხოვრება მადრიდის ”რეალს” შესწირა. ის იყო ადამიანი რომელმაც მადრიდს ის სულის კვეთება დაუბრუნა რომელიც აგერ უკვე კარგა ხანია აკლიათ ”მეფეებს”. მოკლედ ეს იყო ერთი ესპანელი კაცი უბრალოდ დელ ბოსკე.

თუ განსაკუთრებულებზე შევჩერდებით ის ყველაზე მეტად განსაკუთრებული იყო. მოკლედ დელ ბოსკე! მან გუნდი ჩაიბარა მაშინ როდესაც კრიზისი მძვინვარებდა მადრიდულ გიგანტში. ტოშაკის ეპოქა დასასრულს უახლოვდებოდა და ამ დროს დროებით ანდეს მადრიდის ყოფილ ფეხბურთელს ”რეალის” გარწთვნა სეზონის ბოლომდე. სწორედ 1999 წლის ნოემბერში ჩაიბარა ბოსკემ გუნდი და სეზონის ბოლოს ჩემპიონთა ლიგის თასი აგერ უკვე მერვედ აზეიმა მადრიდის ”რეალს” და სრულიად ესპანეთს.

გავიდა ხანი შეიქმანა ის რასაც შემდგომში ეწოდა ”თეთრი ბალეტი”, შეიქმნა ის გალაქტიკოსი. ამ გუნდის პოპულარობამ მსოფლიო დაიპყრო. ბოსკემ უბრალოდ ისეთი ფეხბურთი ათამაშა მადრიდელებს, რომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაადგმევინა დედაქალაქელებს იმისკენ რომ XX საუკუნის ანუ ფეხბურთის შექმნის დღიდან საუკეთესო გუნდის სახელი მოეპოვებინა ”რეალს”.

ამის შემდგომ იყო მეორე ჩემპიონთა ლიგა, სადაც დრამატულ ბრძოლაში ჯერ მოსისხლე მეტოქე ”ბარსელონა” და შემედეგ ფინალურ დაპირისპირებაში გერმანული ”ლევერკუზენი” დაამარცხა ბოსკეს მადრიდმა და ზედ მეცხრედ დაეფულა ევროპაში უძლიერესის ტიტულს. ეს იყო უდიდესი წარმატება როგორც მადრიდელთა ისე დელ ბოსკესი რომელმაც ისტორია დაწერა მადრიდში ისე უჩუმრად, თავისთვის, წყნარად და სკანადელების გრეშე.

ამის შემდგომ განვითარებული მოვლენები კი ალბათ ყელას გახსოვთ. წარმატებული სეზონის შემდგომ ეს უწყინარი კაცი დათხოვნილი იქნა გუნდიდან, ესეც ისე ჩვეულებრივად ბევრი სკანდალების და ინტრიგების გარეშე. ამის მიზეზად კი ხუნტა დირექტივა იმას ამბობდა, რომ გუნდს ახალი სისხლი და ახალი შემართება სჭირდებოდა, მათ ისიც კი მოახერხეს, რო დელ ბოსკეს ისიც ათქმევინეს, რომ მადრიდში არასდროს დაბრუნდებოდა. რის შემდეგაც აგერ უკვე მერამდენე წელია გუნდი ცდილობს ჩემპიონთა ლიგის მოგებას მაგრამ ამაოდ.

ეს იყო ერთ-ერთი ოქროს ხანა მადრიდისთვის რომელიც ერთმა კოჭლმა კაცმა დაუწერა ”რეალს”. dle 10.1

  • tskito
  • 19 აპრილი 2012
  • 5575
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)