ალფრედო რელანოს ინტერვიუ

გთავაზობთ რელანოს მოსაზრებებს ”მადრიდის რეალისა” და ”ბარსელონას” შესახებ.


და აი, ”ბარსამაც” წააგო, ამასთან ერთად ძალიან ცუდი ანგარიშით, ვიდრე ერთი დღით წინ იგივე ”მადრიდის რეალმა”. შეიძლება ჰენესი მართალი იყო? თავის მიერ მიცემულ ბოლო ინტერვიუში ”ბავარიის” პრეზიდენტმა განაცხადა , რომ ”მადრიდმაც” და ”ბარსელონამაც” მიმდინარე სეზონში ძალიან მცირე რაოდენობის უმაღლესი დონის შეხვედრები გამართეს და შესაძლოა ამან მათზე ცუდად იმოიქმედოს. ისინი ისე აღემატებიან სხვა მეტოქეებს ესპანეთში, რომ თითქმის ყველა შეხვედრას ნახევარი ძალით თამაშობენ და იგებენ. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალებს, აი აქ , ჰენესის აზრით, ყველაფერი სხვანაირად უნდა მოხდეს. ”მადრიდის რეალის” შემთხვევაში პროგნოზი მთლიანად გამართლდა. გუნდმა მონდომებით, მომზადებულად და შეკრულად ითამაშა, არც თუ ისე ცუდად, მაგრამ შედეგი მაინც უარყოფითია. ”ბარსამ” უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ მაინც ვერ გაიტანა და ამავდროულად დამარცხდა. მათ ყველაფერთან ერთად, გასვლაზე გატანილი გოლის უპირატესობაც არ აქვთ.

იმ სიტუაციებს შორის, რომლებშიც ”მადრიდი” და ”ბარსა” აღმოჩნდნენ, ერთი განსხვავებაა: ”მადრიდის რეალს” არც ისე დიდი ძალის დატანება ჭირდება იმისთვის, რომ გოლი გაიტანოს (მიუნხენში ბურთი მათ ძალიან ადვილად გაიტანეს), ”ბარსელონას” კი პირიქით. გუნდი კრეატიული და შემოქმედია, უსაზღვრო რაოდენობის მომენტებს ქმნის, მაგრამ გოლის გატანა მათ ძვირი უჯდებათ. რა თქმა უნდა, კატალონიელები გოლს იტანენ და ძალიან ხშირად, ისღა აკლიათ, რომ ასეთი ფეხბურთით გოლები ვერ გაიტანონ... მაგრამ დროდადრო მათ რაღაც აკლდებათ და არ გამოსდით და აი , გუშინ სწორედ რომ ასეთი სიტუაცია იყო. ”ბარსას” მიყავდა თამაში, ახდენდა მეტოქეზე ზეწოლას, განსაკუთრებით პირველ ნახევარში, მაგრამ მაინც ვერ გაიტანა. ორჯერ ბურთი ძელს გაარტყეს, ჩეხმა რამოდენიმეჯერ გუნდი გოლისგან იხსნა, გაურკვევლობა და არეულობა დაცვის ხაზში და ყველაფერი ამის შემდეგ, წაგებული შეხვედრა.

მე მაინც ორივე გრანდს ჯერ კიდევ ფინალში ვხედავ, მაგრამ პირველი შეხვედრებიდან სულ სხვას მოველოდი. ”მადრიდს” აქტივში უკეთესი შედეგი აქვს, უფრო სწორედ ცუდზე ოდნავ კარგი, მაგრამ გუნდმა ვერ დაამარცხა ”ბავარია” და ის დაღლილად გამოიყურებოდა. ”ბარსამ” ”სტემფორდ ბრიჯზე” შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ ეს საბოლოო ანგარიში 0:1... შეიძლება მატჩის დასრულებამდე 2:0, ან 3:1-ს იგებდე , მაგრამ ბოლო წუთამდე მაინც დაძაბული იქნები.

ამავდროულად ამ ყველაფერს ტავისი დადებითი მხარე აქვს: ჩვენ ორი ძალზედ ემოციური და სანახაობრივი ნახევარფინალი გველის. და ამ შეხვედრამდე კი თამაში ”კამპ ნოუზე” , რომელიც გახდება ”მადრიდის რეალისა” და ”ბარსელონას” დაპირისპირების არენა, რომელიც პრაქტიკულად პასუხს გაცემს შეკითხვას დარჩება თუ არა ინტრიგა წლევანდელ ჩემპიონატში. dle 10.1

  • shvela
  • 19 აპრილი 2012
  • 4507
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)