იოზილი, დი მარია, პეპე & რამოსი: "ფინალში აუცილებლად ვითამაშებთ"

მიუხედავად მიუნხენში განცდილი მარცხისა, მადრიდისტების დარწმუნებულნი არიან, რომ "რეალი" ფინალის საგზურს მოიპოვებს.


მესუთ იოზილი: "რასაკვირველია, 2-1-ით ნაწყენი ვარ, მაგრამ მჯერა, რომ "რეალი" ფინალში ითამაშებს.ჩვენ გვწამს საკუთარი შესაძლებლობებისა და სასურველი შედეგის დასაფიქსირებლად ძალ-ღონეს არ დავიშურებთ.ამ სტადიონზე აუცილებლად დავბრუნდებით!"

ანხელ დი მარია: "საჭიროა მუშაობის გაგრძელება ჩვეულ რიტმში.ბუნებრივია, ფრე კარგი შედეგი იქნებოდა, მაგრამ დაკარგული არაფერია.2-1 იგივეა, რაც 0-0, რამეთუ ორივე შემთხვევაში გოლი გვქონდა გასატანი."ბერნაბეუზე" საუკეთესოდ უნდა ვითამაშოთ."

"ალიანს არენაზე" ყაიმის გაგორებასთან ახლოს ვიყავით.ასევე იყო მომენტები, სადაც წინ გასვლა შეგვეძლო, თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა.როგორც ვიმედოვნებდით, ისე არ მოხდა.მჯერა, რომ ფინალის საგზურს შინ მოვიპოვებთ, სადაც გაცილებით ძლიერები ვართ."

"მთავარია სიმშვიდის შენარჩუნება.რა თქმა უნდა, განმეორებითი დუელი ადვილი არ იქნება, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.ახლა მთლიანად "კლასიკოზე" ვართ გადართულნი."

კეპლერ პეპე: "გამომდინარე იქედან, რომ თამაშის სადავეებს ვაკონტროლებდით, ბოლო წუთზე გაშვებულმ გოლმა გაგვანაწყენა, თუმცა სტუმრად გატანილი ბურთიც კარგი მოვლენაა.წინ 90 წუთი გვაქვს "ბერნაბეუზე" და ვეცდებით ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ."

"ერთხელ ხუანიტომ თქვა, რომ "ბერნაბეუზე" 90 წუთი ძალიან გრძელიაო.რაც შეეხება ფაბიუ კოენტრაუს, მისი დადანაშაულება დაუშვებელია.ფეხბურთი კოლექტიური სპორტია.ასე, რომ საკუთარ კარებში მიღებულ ბურთებზე მთლიანი გუნდია პასუხისმგებელი."

"მომდევნო შეხვედრა "ბარსელონასთან" გვაქვს, სადაც გამარჯვების მოპოვება გვმართებს."

სერხიო რამოსი: "საწყენია მარცხი.ვგონებ, ფრეს ვიმსახურებდით, მაგრამ ფეხბურთში ხდება ხოლმე მსგავსი რაღაცები.სახიფათო მეტოქე გვყავდა.მათ რიგებში მაღალი დონის ინდივიდუალისტები არიან."

"ბერნაბეუზე" გულშემატკივრებმა მხურვალედ უნდა გვიქომაგონ.ინასებმა წნეხში უნდა მოაქციონ ოპონენტი.განმეორებითი თამაშის დაწყებიდანვე მოგებაზე უნდა ვიფიქროთ.ყველაფერს გავიღებთ, რათა ტაბლოზე სასურველი შედეგი დავაფიქსიროთ."
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)