განმეორებითი მატჩის მოლოდინში

ახლახანს დასრულდა მატჩი მადრიდის რეალსა და ბაიერნს შორის, რომელშიც გერმანულმა გუნდმა გამარჯვება იზეიმა. ძალიან დაძაბული შეხვედრა იყო და კოენტრაოს შეცდომა რომ არა ბოლო წუთზე ალბათ გოლი არც გავიდოდა, თუმცა ამაზე მოგვიანებით.


პირველ რიგში უნდა აღინიშნოს მოურინიოს შეცდომა ცვლილებების დროს, მე ალბათ არავინ ვარ ასეთი დონის სპეციალისტი რომ გავაკრიტიკო, მაგრამ ამ კაცმა ვერ ისწავლა, რომ რეალს თამაშის ჩაკეტვა არ შეუძლია, როდესაც გუნდი შედეგზე ორიენტირებულ ფეხბურთს თამაშობს აუცილებლად უშვებს გოლს.

ჟოზეს პირველი შეცდომა კოენტრაოს ძირითადში დაყენება იყო, რადგან ის დღევანდელ შეხვედრაში ყველამ მოატყუა, საბოლოოდ მეორე გოლიც მის სინდისზეა. ლამი ისე გაუსწორდა მას, როგორც პატარა ბავშვს, რომელმაც ახლახანს დაიწყო თამაში არადა ფაბიოში რეალმა სოლიდური თანხა გადაიხადა. რაც შეეხება მოურინიოს შემდეგ შეცდომას, ეს იყო ოზილის მოედნიდან გაყვანა, გერმანელი ფეხბურთელი დღეს ნამდვილად არ ბრწყინავდა, მაგრამ ბურთს მაინც იჭერდა და მეტოქე ბურთს უფრო იშვიათად ფლობდა მის გასვლამდე, შეცდომა იყო მარსელოს გამოყვანაც, ვინაიდან ოზილი აუცილებლად კაკას უნდა შეეცვალა, ბრაზილიელი კიდევ უფრო კარგად იჭერს ბურთს და მადრიდის რეალი არ დათმობდა მოედნის ცენტრს. იგივე შეიძლება ითქვას დი მარიას გაყვანასა და გრანეროს შემოყვანაზე. არგენტინელი გარემარბი ხშირად ცენტრში იწევდა და ბურთის ფლობაში ეხმარებოდა გუნდს, ამასთან ერთად მახვილგონივრულად მიმართავდა შეტევებს, აგრეთვე მისი მოედანზე ყოფნის დროს სამეფო კლუბს ჰქონდა შანსი სწრაფად გადასულიყო კონტრ შეტევაზე, გრანეროს გამოყვანამ კი ეს საშუალება მოკლა.

მიუხედავად ყველაფრისა ანგარიში 2:1 დასრულდა. გამორიცხულია მადრიდის რეალმა ბერნაბეუზე გოლი არ გაიტანოს და განმეორებითი მატჩის 1:0 დასრულების შემთხვევაში თეთრები აუცილებლად გავლენ შემდეგ ეტაპზე, მაგრამ არ მეგულება სამეფო კლუბის გულშემატკივარი, რომელსაც ეჭვი ეპარება ბლანკოსის წარმატებაში! dle 10.1

  • SunSay
  • 18 აპრილი 2012
  • 4363
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)