ტოშაკის გუნდის რეკორდი გამეორებულია

ხიხონის "სპორტინგის" კარში შეგდებული 3 ბურთი, სამეფო კლუბისათვის 107-ე გამოდგა პრიმერა დივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში.


საგულისხმოა, რომ 107 გოლით, მოურინიოს შეგირდებმა გაიმეორეს ტოშაკის დამოძღვრილების მიღწევა, რომელიც 1989-90 წ.წ. სეზონში დაფიქსირდა და განვლილ შეხვედრამდე უპრეცედენტო იყო.გამომდინარე იქედან, რომ ჩემპიონატის დასრულებამდე კიდევ 5 ტურია დარჩენილი, "განსაკუთრებულის" ფორმაციის "რეალი" მიღწეული შედეგის უფროდაუფრო გაუმჯობესებას ეცდება (თუ ანალოგიურ ტემპში განაგრძეს მადრიდისტებმა ბურთაობა, სეზონის ბოლოს 123 გოლი დაუგროვდებათ).

აღსანიშნავია, რომ შედეგიანობაში ყველაზე დიდი წვლილი, რონალდუს, ბენზემასა და იგუაინს მიუძღვით.გოლეადორთა ტრიოს მონაგარი ლა ლიგაზე, 80 ბურთს შეადგენს.

107 გოლი მოუს შეგირდებზე შემდეგნაირად გადანაწილდა:
რონალდუ – 41
იგუაინი – 21
ბენზემა – 18
დი მარია, კაკა & კალეხონი – 5-5
მარსელო, რამოსი – 3-3
იოზილი, ალონსო, პეპე, ხედირა, ვარანი, ალტინტოპი - 1-1
107 გოლი ტოშაკის შეგირდებზე შემდეგნაირად გადანაწილდა:
უგო სანჩესი – 38
მარტინ ვასკესი – 14
ემილიო ბუტრაგენიო– 10
ლოსადა & მიჩელი – 8-8
ფერნანდო იერო – 7
ალდანა & შუსტერი – 5-5
სანჩისი– 3
რუჯერი– 2
ჩენდო, პაკო ლიორენტე, პარრა– 1-1
დარჩენილი 4 გოლი, მეტოქეთა ფეხბურთელებმა მიითვალეს (ავტო გოლებით). dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 17
2 ბელინგემი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (256)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)