კარანკა : "ფეხბურთელები ჩემპიონობას იმსახურებენ"

აიტორ კარანკამ ჟურნალისტებთან ინტერვიუ ჩაწერა, პრესკონფერენცია ხიხონის "სპორტინგთან" შეხვედრასთან დაკავშირებით გაიმართა...


"ჩემი ფეხბურთელები ნამდვილად იმსახურებენ ჩემპიონობას, რადგან ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ტიტული იზეიმონ, მათით მეც და ჟოზეც კმაყოფილები ვართ, რადგან მართლაც ვხედავთ უდიდეს მონდომებას, რომელმაც საბოლოო წარმატებამდე უნდა მიგვიყვანოს. თითოეულ შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა აქვს."

"ხიხონი არც ისე იოლი მეტოქეა, მათ სამეფო კლუბის წინააღმდეგ თამაში მშვენივრად გამოსდით და ეს გამარჯვებითაც დაუმტკიცებიათ, სპორტინგელებსაც ძალიან ესაჭიროებათ მოგება, რადგან ცხრილის ქვედა ნაწილს დააღწიონ თავი, მაგრამ საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ და მხოლოდ 3 ქულა დაგვაკმაყოფილებს, სტუმრები შინ ხელცარიელნი უნდა გავუშვათ, ქულების დაკარგვა არაფრით არ შეიძლება."

"დარწმუნებული ვარ კრიშტიანო გაფრთხილებას არ მიიღებს, ის ინტელიგენტი ფეხბურთელია და ყველაფერს ისე საზღვრავს როგორც საჭიროა, პორტუგალიელ მოთამაშეს ყველა შეხვედრაში სურს მონაწილეობის მიღება, იგი დაუღლელია და ხიხონელების წინააღმდეგ აუცილებლად დაგვეხმარება."

"რონალდოსა და მესის შორის ბრძოლა კვლავ მძვინვარებს, ისინი როგორც ტიტულისთვის, ასევე პიჩიჩისთვის იბრძვიან, ყველაზე მთავარი გუნდური ინტერესია, პორტუგალიელი ნახევარმცველი ყოველთვის ამტკიცებს, რომ საუკეთესოა და უმაღლეს დონეზე შეუძლია თამაში. იყო რეალის ლიდერი არც ისე იოლია."

"ჩაბი ალონსოს შემცვლელები გუნდში ნამდვილად გვყავს, ესტებან გრანეროს და ნური შაჰინს ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ ესპანელი ნახევარმცველის ჩანაცლება, თუ ვინ იქნება ხვალ სასტარტო შემადგენლობაში, ამას ამჟამად ვერ გეტყვით, რადგან მოურინიოს ძირითადი თერთმეტეულის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია."

"ყველა მატჩი განსხვავებულია. წინა დაპირისპირებაში რიკარდო კაკა გაცილებით უფრო კარგად ემზადებოდა ვიდრე მესუთ ოზილი, მაგრამ გაირკვა, რომ ბრაზილიელ ვერ გრძნობდა თავს კომფორტულად, სწორედ ამიტომ შევიდა მეორე ტაიმში მესუთი, რომელმაც ავანსი გაამართლა."

"კოლექტივი მთლიანად არიას ორიენტირებული ხვალინდელ მატჩზე. ჩვენი მიზანია 1989/90 წლების სეზონის შედეგის გაუმჯობესება და 107 გოლის გატანა. თუკი სამჯერ ავიღებთ სპორტინგის კარს, რეკორდს გავიმეორებთ, დამხობამდე კი სულ ცოტა იქნება დარჩენილი. სეზონში ამდენი გოლის გატანა, მხოლოდ ურთულესი სამუშაოს შესრულების შედეგია, თითოეულ შეგირდს უღრმეს მადლობას ვუხდი." dle 10.1

  • Hala
  • 13 აპრილი 2012
  • 2414
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)