"ატლეტიკო" - "რეალი" [პრევიუ]

გთავაზობთ დღევანდელი მატჩის პრევიუს...


მაშ ასე, "ლა ლიგის" გათამაშება გადამწყვეტ ფაზაში შედის. სიტუაცია ძალზედ დაძაბულია, რამეთუ "რეალსა" და "ბარსელონას" შორის ქულათა სხვაობა მხოლოდ ოთხიღა გახლავთ. დღევანდელი შეხვედრა ჟოზე მოურინიოს შეგირდებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია, რომ "ატლეტიკოსთან" მატჩს "რეალი" ბრწყინვალე სტატისტიკით ეგებება. "მერენგები" 20 მატჩია არ დამარცხებულან, აგრეთვე გასვლაზე ბრწყინვალედ გამოიყურებიან - 12 მოგება, ორი ფრე და ერთი წაგება, 40 გატანილი და მხოლოდ 10 მიღებული ბურთი.

გადავხედოთ გუნდების სატურნირო მგომარეობას. მადრიდის "რეალზე" ყველას კარგად მოგეხსენებათ, სამეფო კლუბი პირველ ადგილს იკავებს 79 ქულით. რაც შეეება მეორე მადრიდულ გუნდს, "როხი ბლანკო" მეშვიდე პოზიციის ბინადარია 42 ქულით. დიეგო სიმეონეს შეგირდებისთვის ეს მატჩი უმნიშვნელოვანესია, რამეთუ ცხრილის იმ ნაწილში, სადაც ისინი იმყოფებიან დიდი ბრძოლაა გამართული ევროთასებზე მოხვედრისთვის.

ახლა კი, "ვინსენტე კალდერონზე" გავამახვილოთ ყურადღება. მადრიდის ამ ბრწყინვალე სტადიონზე მადრიდული დერბი 74-ჯერ გაიმართა. "მერენგები" მცირე უპირატესობას ფლობენ - 31 მოგება, 20 ფრე და 23 წაგება. ბურთების შეფარდება კი 117-112-ზე გახლავთ "რეალის" სასარგებლოდ. თავადაც კარგად ხედავთ, თუ როგორ უშეღავათო ბრძოლისკენ მივყავართ სტატისტიკას.

რთული მატჩი რომ იქნება, ამაზე ფეხბურთელებიც და მწვრთნელებიც თანხმდებიან. აიტორ კარანკა:

"გამომდინარე იქედან, რომ "ატლეტიკო" ევროსაგზურის მოსაპოვებლად იბრძვის, მათთვის ქულების აღება ძალზედ მნიშვნელოვანია."როხიბლანკოელების" ხარისხიანი თამაში, რთულ შეხვედრის მოლოდინს განცდას ქმნის."


იკერ კასილიასი:
""ატლეტიკოს" ახალი სული შთაებერა. მათთვის ეს უმნიშნელოვანესი მატჩია, რამეთუ ცხრილის იმ ნაწილში, სადაც ჩვენი მეტოქეები იმყოფებიან, დიდი ბრძოლაა გამართული ევროთასებისთვის. ვფიქრობ, ისინი ძალებს არ დაიშურებენ, რათა სამეფო კლუბი დაამარცხონ."


ორიოდე სიტყვა "ატლეტიკოზეც" ვთქვათ, სიმეონეს შეგირდები წელს კარგ სეზონს ატარებენ. გუნდი ევროპის ლიგის ნახევარფინალშია და გამორიცხულია არაა, ჩემპიონობაც იზეიმონ. განსაკუთრებით კარგად "როხი ბლანკო" "ვინსენტე კალდერონზე" გამოიყურება - 9 მოგება, 4 ფრე და ორი მარცხი, 29 გატანილი და 10 მიღებული ბურთი. "მერენგები" განსაკუთრებულ ხიფათს ფალკაოსა და ადრიანისგან უნდა ელოდნენ, რომელთა ანგარიშზეც 20 გატანილი გოლია ჯამში... dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)