მაკელელე : "რეალი მიუნხენში დაასრულებს ყველაფერს"

ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა, კლოდ მაკელელემ, რომელიც წლების მანძილზე "ბლანკოსის" რიგებში გამოდიოდა, ჟურნალისტებთან ისაუბრა...


"დარწმუნებული ვარ სამეფო კლუბი მიუნხენშივე დაასრულებს ყველაფერს, ვთვლი, რომ "ბლანკოსს" შესწევს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის ძალა, რადგან ამ კოლექტივმა უდიდესი პროგრესი განიცადა, მათი მწვრთნელი ჟოზე მოურინიოა, რომელსაც მსოფლიოს ნომერ პირველ დამრიგებლად ვთვლი, იგი უბრალოდ უნაკლოა, მას მშვენივრად ვიცნობ და ვიცი ყველა დადებითი თვისება, უარყოფითზე კი ნამდვილად ვერ ვისაუბრებ, რადგან პორტუგალიელი საკუთარი ფეხბურთელების სიყვარულით ცხოვრობს."

"მიუნხენის ბაიერნი, ისევე როგორც მადრიდული გიგანტი, უდიდეს პროგრესს განიცდის, მაგრამ არ ვთვლი, რომ "რეკორდმაისტერი" წლეულს სამეფო კლუბის დონის ფეხბურთს აჩვენებს. გერმანელებს ყოველთვის ჰქონდათ ბრძოლის ჟინი, მაგრამ ვთვლი, რომ ესპანელები გერმანელებზე ერთი თავით მაღლა დგანან."

"სამეფო კლუბს შეუძლია მაქსიმალურად დაიხარჯოს და ბერნაბეუზე ძალიან მშვიდად გავიდეს მოედანზე, ინტრიგა ამ შეხვედრაში რა თქმა უნდა იქნება, მაგრამ თუკი დედაქალაქელები ბოლომდე დაიხარჯებიან, დამერწმუნეთ ისინი გერმანიაში სასურველ შედეგს მიაღწევენ და 80% ფინალში იქნებიან." dle 10.1

  • Hala
  • 11 აპრილი 2012
  • 3723
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)