იკერი: ""ატლეტიკოსთან" მხოლოდ მოგება დაგვაკმაყოფილებს"

იკერ კასილიასმა კლუბის ოფიციალურ სპონსორთან მომავალ შეხვედრაზე ისაუბრა. ცნობისთვის, იკერისთვის ეს რიგით 21-ე დერბია, რაც საუკეთესო მაჩვენებელია დღევანდელი შემადგენლობიდან...


""ატლეტიკოს" ახალი სული შთაებერა. მათთვის ეს უმნიშნელოვანესი მატჩია, რამეთუ ცხრილის იმ ნაწილში, სადაც ჩვენი მეტოქეები იმყოფებიან, დიდი ბრძოლაა გამართული ევროთასებისთვის. ვფიქრობ, ისინი ძალებს არ დაიშურებენ, რათა სამეფო კლუბი დაამარცხონ. "ატლეტიკოს" წელს ნამდვილად კარგი სეზონი აქვს. თანაქალაქელები ევროპის ლიგის ნახევარფინალშიც კი გავიდნენ. ბრწყინვალე მატჩს ველი, გადაჭედილ "კალდერონის" სტადიონს და ფანების გულმხურვალე გულშემატკივრობას..."

"ყოველი მატჩის წინ, ჩვენ ვსწავლობთ მეტოქე გუნდს დეტალურად. მათ წინა მატჩებს ვუყურებთ და ვარჩევთ. ვიცით, რომ ფალკაო შესანიშნავი ფეხბურთელია, იგი დიდ ხიფათს შეგვიქმნის, თუმცა მას ირგვლივაც ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავს. რა თქმა უნდა , არ უნდა დავივიწყოთ დიეგო და ადრიანი."

"ჩვენ ბრწყინვალედ გამოვიყურებით წლევანდელ სეზონში გასვლით მატჩებში. დაცვის ხაზი შესანიშნავად გამოიყურება, თავდასხმაზე საუბარი ზედმეტია. ჩვენი ძირითადი ამოცანაა, რომ კარი მშრალად შევინახოთ და მეტოქე გუნდის კარში კი გოლები გავიტანოთ."

"ქულათა სხვაობა ჯერ კიდევ სოლიდურია. ძალზედ რთული კალენდარი გვაქვს "ბარსელონასთან" შედარებით. ჩემი აზრით, პირველ და მეორე ადგილის ვინაობას სწორედ "ელ კლასიკო" გამოავლენს."

"ყოველ წელს ვცდილობთ, რომ რაიმე ტიტული მოვიგოთ და როგორც ჩვენ თავს, ისევე გულშემატკივრებსაც სიხარული მივანიჭოთ. ბევრჯერ მიტქვამს ინტერვიუებში, რომ, როცა ერთხელ იგებ რაიმე თასს, მეორეჯერაც გიჩნდება მისი მოგების სურვილი, შემდგომ მესამედ და ა.შ. სეზონის დასასრულს დიდი იმედებით ველი."

"მე ბევრი მწვრთნელი გამომიცვლია და ყველა მათგანისგან ძალიან ბევრს რამეს ვსწავლობდი. სწორედ მათი დამსახურებაა ის, თუ რასაც მე დღეს წარმოვადგენ. რომ არა ისინი, მე ვერც პროფესიონალურ ფეხბურთში და მითუმეტეს ვერც მადრიდის "რეალში" მოვხვდებოდი." dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)