გერმანელები მადრიდში: გამარჯვებები და სკანდალნი

გერმანელები მადრიდში: გამარჯვებები და სკანდალნი


გერმანელი ფეხბურთელები ტრადიციულად არ ჩქარობენ დატოვონ ისტორიული ქვეყანა. ძირითადი მიზეზი იმაში მდგომარეობს , რომ ბუნდესლიგა არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ჩემპიონატი მსოფლიოში , წამყვანი ფეხბურთელები კი სხვა ქვეყნებში წასვლას "ბაიერნში" გადასვლას ამჯობინებენ. ესე იყო არის და ალბათ მომავალშიც ასე იქნება .


გერმანელები ესპანეთში


70 -იან წლებში , საერთაშორისო არენაზე გამოჩნდა ორი ახალი ძალა , რომელმაც შეცვალა ბრაზილიისა და პელეს ეპოქა. პირველი ესეთი ძალა იყო ჰოლანდიის ტოტალური ფეხბურთი , რომელსაც მეთაურობდა გენიალური რინუს მიხელსი.

მეორე კი იყო გერმანია , ჰელმუტ შიონას მეთაურობით , რომელიც ეროვნულ ნაკრებს სათავეში ედგა 14 წელი . ეს მაჩვენებელი კი რეკორდულია . მისი მეთაურობით კი გერმანია დომინირებდა მსოფლიო ფეხბურთზე და მოიგო ყველა კომპლექტი მედლებისა მუნდიალზე . ამას გარდა მან მოიგო ევროპის ჩემპიონატი. ფეხბურთი რომელსაც მაშინ გერმანია აჩვენებდა იყო სამაგილითო, საოცარი დისციპლინისა , ტალანტის და უდიდესი საშემსრულებლო კლასისა.

გერმანელები მადრიდში: გამარჯვებები და სკანდალნი გერმანიისა და ჰოლანდიის დომინირება 70-იან წლებში გრძელდებოდა როგორც სანაკრებო დონეძე ასევე საკლუბოზეც. საკმარისია იმის თქმა , რომ ზუსტად 70- იან წლებში 3 -ჯერ მოიგო ევროპის თასი "ბაიერნმა " და ასევე სამჯერ
ამსტერდამის "აიაქსმა".
ცნობილმა მოწინაამღდეგებ "რეალ მადრიდისა" - "ბარსელონამ" გათვლა გააკეთა ჰოლანდიელებზე , მიიწვია რა მწვრთნელის თანამდებობაზე რინუს მიხელსი , შემდეგ კი იმ დროისთვის საუკეთესო ჰოლანდიელი მოთამაშე იოჰან კრუიფი ჩაიწერა თავის რიგებში.
მადრიდში კი გერმანელები არჩიეს , და გერმანია -ჰოლანდიას დაპირისპირება გაგრძელდა ესპანეთის საფეხბურთო მოედანზე.

1973 წელს თეთრი ფორმა მოირგო გიუნტერ ნეტცერმა - ის იყო წამყვანი ნახევარცველი ევროპაში იმ მომენტისთვის . ნეტცერი გახდა პირველი გერმანელი ფეხბურთელი არა მარტო ბლანკოსის ისტორიაში არამედ მთლიანად ლა ლიგის ისტორიაში. ერთი წლის შემდეგ კი , ახალი მწვრთნელის მილან მილიანიჩის მოთხოვნით იქნა შეძენილი კიდევ ერთი გერმანელი ფეხბურთელი პოლ ბრაიტნერი. ასე დაიწყო გერმანიასა და ესპანეთს შორის კავშირი .

26 ფეხბურთელი გერმანიიდან ( ბლანკოსის ამჟამინდელი 2 ფეხბურთელის გამოკლებით) 37 წლის განმავლობაში თამაშობდნენ და წარმოადგენდნენ თავიანთ ქვეყანას ლა ლიგაში . იყო ხმაურიანი ტრანსფერები , მაგალითად რაინერ ბონხოფი ,ანდრეას ბრემე , ტიმო ჰინდებრანდი ,ანდრეას ჰინკელი , ოლივერ ნოივილი , დავიდ ოდონკორი , მაგრამ ხშირ შემთხვევაში ისინი ან კარიერის მიწურულს გადმოდიოდნენ ესპანეთში ან მალევე ბრუნდებოდნენ სამშობლოში. ყველაზე დიდ ხანს კი გერმანელებიდან ლა ლიგას შემორჩა ბერნდ შუსტერი , რომელმაც 13 სეზონი დაჰყო ესპანეთში და მოირგო 3 მოსისხლე მტრის გუნდის მაისური.

9 გერმანელი მწვრთნელი მეთაურობდა ესპანურ კლუბებს . სხვადასხვა დროს ლა ლიგაში მუშაობდნენ
ისეთი ფეხბურთის სპეციალისტები , როგორებიც არიან , უდო ლატეკი , ხაინკესი ( რომელიც სამეფო კლუბშიც მოღვაწეობდა) , ბერნდ კრაუსი და შუსტერი , რომელმაც 4 ლა ლიგის გუნდს უხელმძღვანელა მწვრთნელის რანგში.

გერმანელები მადრიდში


36 წელი -ზუსტად ამდენი გავიდა იმის შემდეგ რაც სამეფო კლუბში ერთდროულად ორი გერმანელი ირიცხებოდა . პირველი გერმანელი ფეხბურთელი ბლანკოსში გახდა გიუნტერ ნეტცერი. 1974 წლის მუნდიალის დასრულებისთანავე კი "მაესტრო " პოლ ბრაიტნერი იქნა შეძენილი, ერთ-ერთი ყველაზე უნივერსალური ფეხბურთელი სრულიად საფეხბურთო სამყაროს ისტორიაში. ბრაიტნერი სიტყვებს ახლაც დიდი ფასი აქ მადრიდული სამყაროსთვის , თუმცაღა წითელი ბარონის ხილვა "სანტიაგო ბერნაბეუს" VIP ლოჟაში ძალიან იშვიათად თუ შეიძლება . თქვენ არ შეცდით პირველი ის იყო ვისაც ეს სახელი შეარქვეს და არა მიხაელ შუმახერი . პოლი კი ღირსეულად იკავებს ადგილს თეთრების ლეგენდების გვერდით .

გერმანელები მადრიდში: გამარჯვებები და სკანდალნი ფეხბურთელები რომლებიც , მოღვაწეობდნენ თეთრი მაისურით , "რეალის" ისტორიაში.

1. გიუნტერ ნეტცერი (1973-76) . 85 მატჩი , 9 გოლი .

2.პოლ ბრაიტნერი (1974-77) , 84 მატჩი , 10 გოლი

3.ულრიხ შტილიკე ( 1977-85) , 215 მატჩი , 41 გოლი

4.ბერნდ შუსტერი (1988-90) , 62 მატჩი , 13 გოლი

5.ბოდო ილგნერი ( 1996-2001) 91 მატჩი

6.კრისტოფ მეტცელდერი ( 2007-10) , 30 მატჩი ,1 გოლი

7. სამი ხედირა (2010-? )

8.მესუთ ოზილი (2010-? )

ამას გარდა "რეალ მადრიდს" წვრთნიდა ორი გერმანელი , ხაინკესი ( 1997/98) წლებში და შუსტერი, რომელმაც სეზონ ნახევარი დაჰყო ამ პოსტზე.


გერმანელები მადრიდში: გამარჯვებები და სკანდალნი 7 8 ფეხბურთელიდან მადრიდში მოვიდნენ გერმანიიდან , შუსტერი ერთადერთი ფეხბურთელია , რომელიც ესპენეთის გუნდიდან გადმობარგდა ბლანკოსში , ეს გუნდი კი იყო მადრიდის "რეალის" მოსისხლე მტერი ბარსელონა. დანარჩენი 7 გერმანელი კი 6 სხვადასხვა გერმანიის კლუბებიდან იქნენ შეძენილი , ესენი არიან : ნეტცერი და შტილიკე - მიუხენგლადბახის "ბორუსია" , ბრაიტნერი -"ბაიერნი" , ბოდო ილგნერი - "კიოლნი" , მეტცელდერი - დორტმუნდის "ბორუსია" , ხედირა - " შტუტგარტი" და ოზილი - ბრემენის "ვერდერი" .

8 "ბლანკოსის" ფეხბურთელიდან სამმა მიაღწია წარმატებას მსოფლიო ჩემპიონატზე (ნეტცერი , ბრაიტნერი , ილგნერი) , 4 გახდა ევროპის ჩემპიონი "(ნეტცერი , ბრაიტნერი , შტილიკე , შუსტერი) , 3-მა მოიპოვეს ვეცხლის მედლები მუნდიალზე (ბრაიტნერი , შტილიკე, მეტცელდერი) , ასევე სამმა ბრინჯაოს მედალი მუნდიალზე ( მეტცელდერი , ხედირა , ოზილი ) და ბოლოს კიდევ 2 ფეხბურთელმა მოიპოვა 2 ვერცხლის მედალი ევროპის ჩემპიონატისა ( ილგნერი , მეტცელდერი) .

ამას გარდა , ნეტცერი იყო პირველი მოქმედი ფეხბურთელი თეთრებისა , რომელმაც მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი , ასევე ბრაიტნერი და შტილიკე თამაშობდნენ 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში , რომელიც გაიმართა "სანტიაგო ბერნაბეუზე" ამ მატჩში კი ბრაიტნერი გამოირჩა გატანილი გოლით.

გერმანელები - ტიტულის გარანტია


გემანელი ფეხბურთელების ( მწვრთნელების ) გამოჩენა "რეალში" - ყოველთვის წარმატებული იყო . ისინი გამოჩდნენ იმ მომენტში როცა სამეფო კლუბს სჭირდებოდა დახმარება . იმ დროისთვის "ბარსელონა" ლიდერობდა ჩემპიონატში , "ბლანკოსს" კი ტიტულები სჭირდებოდა , გერმანელებმა კი არ დაგვაღალატეს , ამაზე მეტყველებს სტატისტიკაც , რომელიც პირდაპირ მიგვითითებს იმაზე , რომ გერმანელებს თეთრებისთვის ტიტულები მოაქვთ.

1.გიუნტერ ნეტცერი , მოვიდა გუნდში 1973 წელს , პირველივე სეზონში მოიგო სამეფო თასი , 3 სეზონში კი შეძლო და გუნდთან ერთად მოიგო 4 ტიტული

2.პოლ ბრაიტნერი - მოვიდა გუნდში 1974 წელს , სადებიუტო სეზონში , გუნდმა გაიფორმა ოქროს დუბლი , 3 სეზონში გუნდმა 3 ტიტული მოიგო

3.ული შტილიკე - 1977 წელი . პირველ წელს გახდა ესპანეთის ჩემპიონი , 8 სეზონის განმავლობაში მოიგო 7 ტიტული .

4.ბერნდ შუსტერი - 1988 წელი. პირველივე სეზონში "რეალმა" მოიგო 3 ტიტული , 2 სეზონში კი რომელიც მან გაატარა ბლანკოსში გუნდმა მოიგო 5 ტიტული

5.ბოდო ილგნერი - 1996 წელი . გერმანელმა "გოლკიპერმა" პირველივე სეზონში მოიგო ლა ლიგა , მეორეში სეზონში კი ჩემპიონთა ლიგა , 5 სეზონის განმავლობაში მან მოიგო 6 ტიტული.

6. კრისტოფ მეტცელდერი - 2007 წელი. სადებიუტო სეზონში მოიგო ლა ლიგა , 3 სეზონში კი 2 ტიტული

ასევე გერმანელი მწვრთნელების ხელში გუნდმა მიაღწია წარმატებას , ხაინკესმა მოიგო ჩემპიონთა ლიგა , ხოლო შუსტერმა ძალიან დამაჯერებლად ლა ლიგა , სადაც ბარსელონა 2-ჯერ იქნა დამარცხებული კლასიკოში.

იმედი ვიქონიოთ, რომ გერმანელები ამჯერადაც მოგვიტანენ წარმატებას .

გერმანული ხასიათი

არსებობს სტერეოტიპი , რომელიც ამტკიცებს რომ გერმანელი მოთამაშეები გვევლინებიან სამაგალითო
პროფისიონალებათ თავიანთი საოცარი დისციპლინის ხარჯძე, მაგრამ ნათქვამია მედალს ორი მხარე აქო , მათი ხასითის და სიხისტის გამო ისინი არაერთხელ გახვეულან სკანდალში , ამის კარგი მაგალითნი არიან : ლოთარ მათეუსი , ეფენბერგი , მარიო ბასლერი , იორგენ კლისმანი , მიხაელ ბალაკი , კევინ კურანი ... ისინი თავის დროზე თავიანთი საქციელების გამო ბევჯერ მოხვდნენ ყურადღების ცენტრში ..

გერმანელები მადრიდში: გამარჯვებები და სკანდალნი ასევე მეამბოხე ხასიათით გამოირჩეოდნენ სამეფო კლუბში მოთამაშე ფეხბურთელებიც , მთელი კარიერა ნეტცერისა, იყო სკანდალებით მოცული , რაც ხელს უშლიდა ერთ-ერთ ყველაზე ძლიერი ტალანტის მქონე ნახევარმცველას გამოეჩინა თავისი შესაძლებლობის მაქსმუმი და მოეგო ინდივიდუალური ტიტულები . ასევე იყო რთული ხასიათის ბრაიტნერი , რომელიც იყო კომუნისტური იდეოლოგისს მატარებელი . ის ყოველთვის გამოთქვამდა ხმამაღლა თავის აზრებს , რაც იწვევდა კონფლიქტს მოედანზე და გასახდელში.
შუსტერი , რომელმაც უარი განაცხადა ნაკრებში თამაშზე . ის არაერთხელ ეხვეოდა სკანდალის ეპიცენრში მაშინ როცა გამოდიოდა "ბარსელონას" რიგებში , კონფლიქტი ქონდა მწვრთნელთან და ფეხბურთელებთან . 1988 წელს გადავიდა "რეალ მადრიდში " , რაც თავისთავად სკანდალი იყო , ამის შემდეგ კი არც სამეფო კლუბიდან წავიდა ლამაზად, გადავიდა რა "ატლეტიკოში" .

კაპელოს მოწვევის შემდეგ კლუბში , ილგნერიც გაეხვია სკანდალში , საქმე ეხებოდა მის კონტრაქტს . 1988 წლიდან მან დაიწყო ნამვილი ბრძოლა ლორენცი სანსას ადმინისტრაციასთან . ბოლოს კი ბოდომ მიიღო ნანატრი კონტრაქტი , მაგრამ ხშირი ტრამვების გამო კლუბი იძულებული გახდა შეეძინა ალბანო მაცარი , რამაც პრინციპში ხელი შეუწყო ახალი ვარსკვლავის იკერ კასილასის დაბადებას .

ასევე საეჭვოა მესუთ ოზილის ხასიათიც, 2 წელი გრძელდებოდა სერიალი რომელშიც ის ხან კონტრაქტს აგრძელებდა ხან კი ტოვებდა გუნდს , ბოლოს კი ოზილი წავიდა "ვერდერიდან" არც თუ ისე კარგად , როცა კლუბმა უარი განაცხადა წამყვანი ფეხბურთელის გაყიდვაზე, მაშინ თვითონ ოზილმა წაუყენა ულტიმატუმი გუნდს , "ვერდერს" კი სხვა აღარ დარჩენოდა და ის იქნა ჩვენდა საბედნიეროდ "რეალ მადრიდის" მიერ შეძენილი
. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (320)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)