მარსელო: "ნახევარფინალში მაშინ ვიქნებით, როცა მატჩი დასრულდება"

მარსელომ კლუბის ოფიციალურ სპონსორთან მცირე კომენტარი გააკეთა...


"ჯერ ადრეა ვისაუბროთ იმაზე, გავედით თუ არა ნახევარფინალში. შემდგომ ეტაპზე ასპარეზობის უფლებას მხოლოდ მაშინ მოვიპოვებთ, როცა მატჩი დასრულდება. "აპოელი" ნამდვილად არ არის ხელწამოსაკრავი გუნდი, რამეთუ მათ მეოთხედფინალში გააღწიეს. ნიქოზიელებს უდიდეს პატივს ვცემთ. ცხადია, ჩვენ მხოლოდ გამარჯვებაზე ვიფიქრებთ."

"მე ვამაყობ, რომ მადრიდის "რეალის" ერთ-ერთი კაპიტანი ვარ. მივესალმები იმას, რაც რობერტო კარლოსმა თქვა ჩემზე და მინდა, მადლობა გადავუხაოდ მას.(კარლოსმა ორიოდე დღის წინ თავის ინტერვიუში მარსელო მსოფლიოს საუკეთესო მარცხენა მცველად დაასახელა) თამაშით უდიდეს სიამოვნებას ვღებულობ. მე ახლაც ბევრ რამეს ვსწავლობ და კიდევ უფრო მეტი მაქვს სასწავლი. ყოველ მატჩში ვცდილობ მაქსიმუმი გავიღო, თუმცა მსურს, რომ კიდევ გავაუმჯობესო."

"ნებისმიერ მოთამაშეს სურს ჩემპიონთა ლიგის მოგება და ცხადია, გამონაკლისი არც მე ვარ. ფინალამდე სამი მატჩი გვაშორებს და ჩვენ გვჯერა, რომ ამას მოვახერხებთ. ვინ არის ფავორიტი ლიგისა? რა თქმა უნდა, "რეალი". ჩვენ ყველა გათამაშების ფავორიტები ვართ, მაგრამ ჩემპიონობისთვის თავდაუზოგავი შრომა გვმართებს." dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)