მაურინიო: ზლატანი მომავალ სეზონს ინტერში გაატარებს!
მილანის ინტერის პორტუგალიელი მთავარი მწვრთნელი ჯოზე მაურინიო გამოეხმაურა ზლატან იბრაჰიმოვიჩთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს.
,,არ მესმის საიდან მოაქვთ ჟურნალისტებს ამდენი ცრუ ინფორმაცია, ზლატანი ინტერის ფეხბურთელია და რეალში არ გადავა, ყველაფერი რაც პრესაში წერია ტყუილია! იბრაჰიმოვიჩი მომავალ სეზონს ინტერში გაატარებს. ინტერი ამ ზაფხულს არ აპირებს წამყვანი მოთამაშეების გაშვებას, ჩემი მიზანი მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგის მოგებაა და ამისთვის უკვე დაწყებული მაქვს მუშაობა ტაქტიკურ მხარეებზე. ინტერი ზლატანთან ერთად და ინტერი მის გარეშე სრულიად სხვადასხვა კლუბია. შვედი ჩემი გეგმის და ტაქტიკის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა და ზუსტად ამიტომ იგი არსად წავა” - განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.
- 6 ივლისი 2009
- 2408
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.