ბენზემა - ლიგის ყველაზე ეფექტური მოთამაშე "რეალის" რიგებში

გუშინდელ შეხვედრაში ქარიმ ბენზემამ დუბლი გაიფორმა და საერთო ჯამში 7 გოლი დაუგროვდა მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაზე...


ქარიმ ბენზემა ძალიან კარგ სეზონს ატარებს, ამაზე მის მიერ გატანილი გოლებიც მოწმობს - 27. აქედან 16 "ლა ლიგაში", 7 ჩემპიონთა ლიგაზე, 3 "კოპა დელ რეიზე" და ერთიც ესპანეთის სუპერთასზე. შეგახსენებთ, რომ 2007-2008 წლების სეზონში, როცა ქარიმი "ლიონში" ასპარეზობდა, მან საფრანგეთის პირველ ლიგაში 20 გოლის გატანა მოახერხა და სწორედ ეს გახლავთ მისი პირადი რეკორდი, როგორც ხედავთ ბენზემა ამ მაჩვენებლის გაზრდასთან ძალიან ახლოსაა.

საოცრად ეფექტურია მისი გამოსვლა ჩემპიონთა ლიგაზე. გუნდში, რომელშიც რონალდო ასპარეზობს, ბომბარდირობის ტვირთს მაინც ქარიმი "ზიდავს". 7 გოლით იგი საუკეთესოა "მერენგთა" შორის. აგრეთვე ნიშანდობლივია, რომ იგი შესანიშნავად ითავსებს ფლეიმეიქერის ფუნქციებსაც. მის ანგარიშზე 5 საგოლე გადაცემაა. ამ მაჩვენებლით, ქარიმი "ბენფიკას" ფეხბურთელ, გაიტანთან საუკეთესოა მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაზე.

ორიოდე სიტყვა ბენზემას წინა წლების გამოსვლაზეც ვთქვათ. პირველი სეზონი ფრანგისა "რეალში" არც თუ ისე წარმატებული აღმოჩნდა - 8 გოლი "ლა ლიგაში" და მხოლოდ ერთი ჩემპიონთა ლიგაზე. ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს კატასტროფული მაჩვენებლია მსგავსი დონის თავდამსხმელისთვის. 2010-2011 წლებში კი ქარიმმა 26 გოლს მოუყარა ჯამში თავი - 15 "ლა ლიგაში", 6 ჩემპიონთა ლიგაზე და 5 "კოპა დელ რეიზე"... dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (312)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)