მოურინიოს ინტერვიუ

მატჩის შემდგომ ჟოზე მოურინიომ ჟურნალისტებთან ისაუბრა.


"აპოელი ძალიან კარგად თამაშობდა და ბევრი სირთულე შეგვიქმნა, გამარჯვებას კარგი თამაშის შედეგად მივაღწიეთ. ეს გუნდი კარგად თამაშობდა დაცვაში და არ აკლდა საბრძოლო ჟინი და მონდომება, დარწმუნებული ვარ იოვანოვიჩის ადგილას რომ ვყოფილიყავი, ასეთ გუნდს ვერ ავაწყობდი. მატჩის მოსაგებად ფეხბურთელები ბოლომდე დაიხარჯნენ და მიზანსაც მიაღწიეს. ვიცოდი, რომ მატჩი რთული გამოდგებოდა, თუმცა კაკას და მარსელოს თავიდანვე მივეცი დასვენების საშუალება, რადგან ეს ფეხბურთელები ბოლო პერიოდში სულ ძირითადი შემადგენლობიდან იწყებენ თამაშს, მაგრამ როდესაც გუნდს მათი დახმარება დასჭირდა შემოვიყვანე და გამიმართლეს კიდეც იმედები. აპოელი ძალიან რთულ მდგომარეობაშია, რადგან ბერნაბეუზე 4 გოლის გატანა წარმოუდგენლად რთულია. მიუხედავად ამისა კვიპროსელებს შესაიშნავი გუნდი ჰყავთ."

"კოენტრაო ძირითადში იმიტომ დავაყენე, რომ წინ ძალიან რთული მატჩები გველის და ყოველ შეხვედრას ერთი და იგივე შმადგენლობით ვერ ვითამაშებთ, ფეხბურთელები მანქანები არ არიან, მათაც სჭირდება დასვენება. კმაყოფილი ვარ ნური შაჰინის თამაშით. მას რთული პერიოდი ჰქონდა, მაგრამ გუშინ მიეცა შანსი და ბრწყინვალედ გამოიყენა, მოხარული ვარ მისი კარგი ასპარეზობით. თანაგუნდელებსაც ძალიან გაუხარდათ მისი წარმატება, რადგან ჩვენ ძალიან გვიყვარს ეს ფეხბურთელი."

"საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ ჩემი ფეხბურთელების ასპარეზობით. მიუხედავად იმისა, რომ მთელი გუნდი უტევდა, მეტოქეს კონტრ შეტევებზე გადმოსვლის საშუალებას არ ვაძლევდით. კაკა და მარსელო მაშინ გამოვიყვანე, როდესაც შევამჩნიე, რომ აპოელის ფეხბურთელები იღლებოდნენ. მარსელოსა და კოენტრაოს ერთმანეთთან შედარება შეუძლებელია, რადგან არ არსებობს შედარების საბაბი."

"სანამ ჩემ ფეხბურთელებს ჩამოვართმევდი ხელს და მივულოცავდი გამარჯვებას, აპოელის მოთამაშეებთან მივედი და მათ ჩამოვართვი ხელი, რადგან მათთან გამომშვიდობების დრო არ მექნებოდა და რეალის ფეხბურთელებს გასახდელში შევხვდებოდი და იქ საკმარისი დრო მექნებოდა ამისათვის. მინდოდა ჩემი პატივისცემა გამომეხატა ამ ფეხბურთელების მიმართ და მეჩვენებინა, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდი ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, რომელიც ღირსეულად მოხვდა ევროპის რვა საუკეთესო გუნდს შორის. ასევე მოვიქცევი ბერნაბეუზეც." dle 10.1

  • SunSay
  • 28 მარტი 2012
  • 3498
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)