მოურინიო:""აპოელს" პატივს ვცემთ"

მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო პრესის წინაშე წარსდგა და "მონატრებული" პრესკონფერენცია გამართა. მან განაცხადა, რომ იცის მისი გუნდის შესაძლებლობები, თუმცა მაინც რთული მატჩი ელით წინ.


"ჩვენ ყველამ ვიცით "რეალის" პოტენციალი და რეალური ძალა, მაგრამ "აპოელთან" რთული მატჩი გველოდება. ალბათ ყველა ფიქრობს, რომ კვიპროსელებთან ადვილი გასეირნება გველის, თუმცა ამას ასე ნამდვილად არ ვთვლი".

"გადავხედოთ თვალი ნიქოზიის გამოვლილ გზას და მივხვდებით, რომ საქმე ძლიერ გუნდთან გვაქვს. არცერთი გუნდი შემთხვევით არ გადის ლიგის ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს და საინტერესო, 1/4 ფინალურ ეტაპზე".

"მათი ამოცანა ბოლომდე ბრძოლაა ყველა გუნდთან, ნებისმიერ მომენტში და მათ უნდათ იმის დამტკიცება, რომ ფეხბურთში ყველაფერია შესაძლებელი. მათ დაამარცხეს "შახტარი", "პორტო" და "ლიონი", ეს კი იოლი გასაკეთებელი არ არის".

"თითოეული ჩვენთაგანი პატივს სცემს "აპოელს" და ღირსეულ კონკურენტად მიიჩნევს. ამაში გასაკვირი არაფერი არ არის, ვინაიდან ისინი ევროპის საუკეთესო 8 გუნდს შორის არიან. ვიმედოვნებ, რომ აქ ითამაშებენ მადრიდის "რეალი" და კვიპროსელები და არა სხვა რიგ–გარეშე პირები".

"ბევრი თვლის, რომ ყველაფერი მათთავე სტადიონზე დასრულდება, მაგრამ შეიძლება რადიკალურად განსხვავებული შედეგი მივიღოთ. "ცსკასთან" პირველ მატჩში გაგვიჭირდა და შემდეგ უკვე "სანტიაგო ბერნაბეუზე" გადავწყვიტეთ ყველაფერი. ვგონებ, რომ ჩვენთვის საკუთარ კედლებში თამაში ბევრად უფრო მარტივი და კონფორტულია, ვიდრე გასვლაზე".

"ჩაბი ალონსო დიდი დანაკლისია, თუმცა საბედნიეროდ მის შესაცვლელად კარგი დროა. იგი ბალანსირებული და ორგანიზებულია, რაც ჩვენ დიდად გვეხმარება".

Realmadrid.com dle 10.1

  • tata
  • 26 მარტი 2012
  • 2408
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)