ესტებან სოლარის ინტერვიუ

ალბათ ჩვენი ვებ გვერდის გარკვეულ ნაწილს ეცნო გვარი სოლარი, თუმცა სახელი ეუცხოვა. არ ვიცი თქვენ რამდენად გახსოვთ სანტიაგო სოლარი, რომელიც მადრიდის რეალის ღირსებას იცავდა, მაგრამ მე ნამდვილად მახსოვს მისი ასპარეზობა. ესტებან სოლარი კი მისი ძმა არის და ახლა აპოელის ღირსებას იცავს. არგენტინელი თავისი ძმის ყოფილ კლუბს დაუპირისპირდება. გამომცემლობა მარკა გაესაუბრა ესტებანს და მინდა შემოგთავაზოთ ეს ინტერვიუ.


"ვიცი, რომ მადრიდის რეალთან გამარჯვების მოპოვება წარმოუდგენლად რთული იქნება, მაგრამ არ მინდ დავიჯერო, რომ წავაგებთ, შესაბამისად ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ მივაღწიოთ წარმატებას."

"ჩემი ძმა რა თქმა უნდა მადრიდის რეალის თავგადაკლული გულშემატკივარია, თუმცა არ ვიცი აპოელსა და რეალს შორის რომელს უგულშემატკივრებს, დარწმუნებული ვარ ნებისმიერი შედეგით ის ბედნიერი იქნება."

"აპოელის საიდუმლო ის არის, რომ შეკრული გუნდია და ყველა ფეხბურთელი გულით თამაშობს. ჩვენ სიამოვნებას ვიღებთ ფეხბურთით და ბოლომდე ვიხარჯებით მოედანზე. მადრიდის რეალი გაცილებით კვალიფიციური გუნდია, მაგრამ ჩვენ ყველანაირი ზეწოლის გარეშე ვითამაშბთ და ჩვენი უპირატესობაც სწორედ ეს იქნება."

"მეოთხედ ფინალში ჩვენთნ ერთად გავიდნენ: მადრიდის რეალი, ბარსელონა, მილანი, ბაიერნი, მარსელი, ბენფიკა და ჩელსი. აქედან ექვს გუნდს მოგებული აქვს ჩემპიონთა ლიგა, ჩელსი კი ფინალში იყო, ერთი შეხედვით აქ ჩვენი ადგილი არ არის და დროა დავანებოთ თამაშს თავი, მაგრამ დანებებას არ ვაპირებთ, შეგიძლიათ ცრუ ილუზია დაარქვათ, მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ ფინალშიც გავალთ."

"მართალია მადრიდის რეალს ვეთამაშებით, მაგრამ შეიძლება უარესიც მომხდარიყო და ბარსელონას შევხვედრილიყავით, რომელიც ჩემი აზრით დღეს მსოფლიოს საუკეთესო კლუბია, მიუხედავად ამისა ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე რთული მეტოქე შეგვხვდა და რომ ვფიქრობდეთ, რომ მოგების შანსი არ გვაქვს ნამდვილად არ გავიდოდით მოედანზე. რა ანგარიშით გვსურს აპოელში მატჩის დამთავრება ამას არ გავახმოვანებ, მაგრამ მე მჯერა, რომ სასურველ შედეგს აუცილებლად მივაღწევთ."

ინფორმაციის წყარო: Marca.Com
dle 10.1

  • SunSay
  • 26 მარტი 2012
  • 2371
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)