ბრწყინვალე ბენზემა

გუშინ კარიმ ბენზემა მადრიდის რეალს გამარჯვებისაკენ გაუძღვა და სამართლიანადაც დასახელდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად. მისი ტალანტის მცირე გამოვლენაც საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ სამეფო კლუბს საკადრისი გამარჯვება მოეპოვებინა სოსიედადის რეალთან. ამ მატჩის შემდეგ გამომცემლობა მარკას ჟურნალისტებმა მას ელეგანტური ფრანგი შეარქვეს.


ფეხბურთი ხშირად მოითხოვს გადაწყვეტილების ცივ გონებაზე მიღებას და აუღელვებლობას, ბენზემა ამ ყველაფრით ბუნებამ დააჯილდოვა. ამასთან ერთად მას აქვს საფეხბურთო ინტელექტი, რომელიც საშუალებას აძლევს სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილება და შეტევა განავითაროს იმ მიმართულებით, რომელიც უფრო შედეგიანი აღმოჩნდება გუნდისათვის. ამ ფეხბურთელს, რომელიც დღეს დიდ სიამოვნებას ანიჭებს მადრიდულ პუბლიკას ლამაზი გოლებით, საგოლე გადაცემებით ან უბრალოდ ელეგანტური და სასიამოვნო მოძრაობით მოედანზე გასულ სეზონში გაყიდვას უპირებდნენ. მადლობა ემანუელ ადებაიორს, შესაძლოა მის გადმოსვლას ტყუილად აწერენ ბენზემას "ხელახალ დაბადებას", მაგრამ ფაქტია, რომ სწორედ ტოგოელი ფორვარდის "ქირაობის" შემდეგ გამოცოცხლდა კარიმი.

ახლა ბენზემა კონკურენციას უწევს იგუაინს, რომელიც ლა ლიგაში უფრო შედეგიანია ვიდრე კარიმი, მაგრამ ხშირად რიგ მომენტებში ბენზემა უფრო ეფექტურია, ვიდრე პიპა. კარიმის პლიუსი ის არის, რომ მას შესანიშნავად შეუძლია როგორც ცენტრ ფორვარდის პოზიციაზე თამაში, ასევე გარემარბად ასპარეზობა, რომელიც ხანდახან უკეთესად გამოსდის ვიდრე გამოკვეთილი თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშისას. ნათელი მაგალითი გუშინდელი შეხვედრაა, როდესაც კარიმი ბრწყინვალედ მოძრაობდა, ხშირად იცვლიდა ფლანგს და ჩადიოდა თავის ნახევარზე თანაგუნდელების დასახმარებლად. ფაქტიურად ოზილისა და დი მარიას არ ყოფნა გუშინ ვერც იგრძნეს მადრიდისტებმა, რადგან ისინი ბრწყინვალედ შეცვალა ბენზემამ. პირველი გოლიც სწორედ ბენზემას ფლანგზე აქტიურობას მოჰყვა, მისი პასი და იგუაინის დარტყმა, ამ ყველაფერს თვალს ადევნებდა სოსიედადის სამი ცენტრალური და ორ ფლანგის მცველი, ფრანგმა ზუსტად განსაჯა ეპიზოდი და გააკეთა პასი, რომელიც ერთი შეხებით იგუაინმა კარისკენ გაუშვა და იუველირული სიზუსტით ჩასვა ბურთი მეკარისაგან მარცხენა დაბალ კუთხეში.

ამის შემდგომ რონალდომ გაამდიდრა თავისი მონაგარი მადრიდის რეალში და კიდევ ერთი გოლი გაიტანა. ხოლო ამ ყველაფერს კარიმ ბენზემას საოცარი გოლი მოყვა, რომელიც მადრიდის რეალის ქომაგებს დიდი ხანი არ დაავიწყდებათ. ჯერ უნდა აღვნიშნოთ ალონსოს პასი, რომელმაც თავისი ნახევრიდან გადააწოდა ბენზემას, კარიმმა რთულად დასამუშავებელი ბურთი მკერდით გაისწორა, გაექცა მცველებს და მომდევნო შეხებით თავზე ე.წ. პარაშუტით გადაუგდო სოსიედადის მეკარე ბრავოს. ბენზემამ ბურთს ისეთი რაექტორია მისცა, რომლის გაკეთებაც წარმოუდგენლად რთული იყო იმ მომენტში, მაგრამ არა კარიმისათვის.

ხავი პრიეტომ ერთი ბურთი გაქვითა და სოსიედადისა და ბარსელონას ოპტიმისტ გულშემატკივრებს იმედი ჩაუსახა, რომ სოსიედადი მატჩის შემობრუნებას შეძლებდა, თუმცა განრისხებული რეალის დამარცხება გუშინ ადვილი საქმე არ იყო. ამას დაემატა რონალდუსა და ბენზემას თით-თითო გოლი და მატჩი 5:1 დასრულდა, სადაც ბენზემა სამართლიანად დასახელდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად. მიმდინარე სეზონში ბენზემას ანგარიშზე 25 მატჩში 16 გოლი და 8 შედეგიანი გადაცემაა. ამასთან ერთად ყვითელი და წითელი ბარათების გრაფაში, მის ანგარიშზე ნული წერია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბენზემა ყველა სიკეთესთან ერთად ძალიან სუფთად თამაშობს.

ინფორმაციის წყრაო: Marca.Com
dle 10.1

  • SunSay
  • 25 მარტი 2012
  • 2086
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (238)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)