Armas blancas!

გამარჯობა მერენგებო!ამ პატარა სტატიაში მინდა გადმოგცეთ ის ემოცია, რასაც განიცდიან მადრიდელი ფეხბურთელები "სანტიაგო ბერნაბეუ"-ს სარბიელზე გასვლის წინ!სტატიის სათაურია: ''თეთრი აბჯარი''!იმედია მოგეწონებათ...


მაშინ,როცა მადრიდული "სანტიაგო ბერნაბეუ"-ს ტრიბუნებს მერენგთა ფანობის ლეგიონები შეავსებს,გასახდელიდან მოედნისკენ დაძრული თითოეული ჭეშმარიტი მადრიდისტა ფიქრით და განცდით,რიდით და სიამაყით გაუყვება გასახდელიდან მოედნამდე მიმავალ გვირაბს...

რამდენ ლეგენდას გაუვლია ეს გვირაბი სიამაყით,რიდით,შიშით,მუხლის კანკალით...რამდენი კიდევ გაივლის ამ გზას!დიდი გამარჯვებებისა და მწარე მარცხის მომსწრე გვირაბში ინჩასების ყიჟინა აღწევს და მოთამაშეთა ისედაც აფორიაქებულ გულებს კიდევ უფრო მეტად ათრთოლებს...

ალფრედო დი სტეფანო: ''დღემდე იგივე ემოციებით ვიმუხტები ამ გვირაბში...თითქოს პირველად გავდიოდე ამ ბრწყინვალე გუნდის სახელით.ეს შეუდარებელი გრძნობაა და ამას ყველა ვერ გაიგებს...''

...აი კიბეც გამოჩნდა!.. თეთრი ლეგიონი ვერ იოკებს ემოციებს,მათი თვალებიდან უსაზღვრო მოლოდინი და განცდა იღვრება...უფრო გამოცდილები,ძველი მებრძოლები, ჩაფიქრებულები,მოგონებებ-აშლილები შედარებით წყნარად ელიან კიბეზე ასვლას...მათი გულები გამალებით სცემს...გუგუნებს ბერნაბეუს ''ციხე-სიმაგრე''...

გადათეთრებული ტრიბუნები გვირაბიდან 11 მებრძოლის გამოჩენას გაფაციცებით აკვირდება...კაპიტანი?კაპიტანი შეუვალია!მისი ორბისებური მზერა მზრუნველობით შემოუვლის ათივე მათგანს...აი,მსაჯის ნიშანიც და კიბეებზე ასვლისას 11 მერენგი ფიქრობს და ხვდება რომ ეს მისნობის წამია,რომ ეს ყველას ხვედრი არაა,რომ მხოლოდ ერთეულები ირგებენ მადრიდული რეალის თეთრ აბჯარს...ეს პატივია და ეს ესმის ყველა მადრიდისტას!

ყველაფრის მიუხედავად,ყველა წინააღმდეგობების და წინაღობების გათვალისწინებით უნდა იბრძოლოთ,უკან დასახევი გზა არ არსებობს,ჩვენს უკან მილიონობით მადრიდისტა დგას...დგას რწმენით, რომ ნებისმიერი ''თეთრაბჯრიანი'' ყველაფერს დადებს ბრძოლის ველზე მხოლოდ გამარჯვებისთვის!...

...და შენც,ვინც ამ სტატიას კითხულობ, ნუ დაივიწყებ , რომ ეს შენი გუნდია თავის წარმატებით და წარუმატებლობით,ეს შენი სიამაყეა,შენც ამ დიდი თეთრი ლეგიონის თეთრი აბჯარი გმოსავს!..HALLA MADRIIIIIIIIIIIIIIIIID!!!.... dle 10.1

  • RMD44
  • 24 მარტი 2012
  • 4884
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)