"ვილიარეალი" - "რეალი" [პრევიუ]

როგორც იცით, პრიმერა დივიზიონის 28-ე ტურში, მადრიდის "რეალი" "ელ მადრიგალზე," ადგილობრივი "ვილიარეალის" წინააღმდეგ გამართავს შეხვედრას.


"მალაგასთან" ჩავარდნილი თამაშის შემდეგ, მადრიდელებისთვის "ყვითლებთან" დაპირისპირება ერთგვარი რეაბილიტაციური ხასიათისაა.ამასთანავე, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ თავისი მატჩი მოიგო "ბარსელონამ" და შესაბამისად სხვაობა 5 ქულამდე შემცირდა, თუმცა დარწმუნებული ვარ, ხვალ კვლავ 8 ქულიან ჰანდიკაპთან გვექნება საქმე (ავტ.).

ნიშანდობლივია, რომ საკადრო პრობლემები ორივე გუნდში იჩენს თავს.დედაქალაქელების რიგებში, ლაზარეთიდან ჯერ კიდევ არ გამოუწერიათ ანხელ დი მარია.ამას ემატება რიკარდუ კარვალიო და ფაბიუ კოენტრაუ.მართალია ამ უკანასკნელმა ტრავმა მოიშუშა, მაგრამ სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით ვერ მოხვდა განაცხადში.
რაც შეეხება "ყვითელ წყალქვეშა ნავს," იქ წინა კვირას დიდი ცვლილება განხორციელდა.კლუბის ხელმძღვანელობამ დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა მთავარი მწვრთნელი ხოსე მოლინა და მას ჩაანაცვლა "დეპორის" ექს-დამრიგებელი, მიგელ ანხელ ლოტინა.სადებიუტი პაექრობაში, ლოტინას განკარგულებაში გუნდის ლიდერები, ჯუზეპე როსი (ტრავმის გამო) და კარლოს მარჩენა (დისკვალიფიკაცია) არ იქნებიან.

ცნობისთვის, გასული დაპირისპირება, "რეალმა" მოიგო 3-0 (ბენზემა, კაკა & დი მარია).

პ.ს. "ვილიარეალს" მიმდინარე გათამაშებაში შეგდებული აქვს 27 გოლი, ხოლო კრიშტიანუ რონალდუს 32. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)