ზიზუ : "პორტრეტი თანამედროვე ფეხბურთის გენიოსისა"

ზიზუ : "პორტრეტი თანამედროვე ფეხბურთის გენიოსისა"


კითხვა: გინახავთ ოდესმე რეჯისორები , რიგში ჩამდგარნი , რათა გადაეღოთ ფილმი რომელიმე მოქმედ ფეხბურთელზე, სადაც ჰიპერ-ფართო ხედვით იქნება გადმოცემული მისი თითოეული მოძრაობა მოედანზე რეალურ დროში ? არა რათქმაუნდა არა..!
.


ფილმის გმირი "ზიდანი: პორტრეტი 21-ე საუკუნის ფეხბურთელისა". ზინედინი იყო უბრალოდ საკულტო , სამეფო ხასიათით , მსგავსი ჟან მარი ლე პენისა ( ფრანგი პოლიტიკოსი) , მას არ აინტერესებდა არავინ და არაფერი , უეჭველია რომ ის იყო დიდებული , არასდროს ადრე არ მიხილავს ფეხბურთელი, რომელსაც შეეძლო ბურთის ფლობა ისე როგორც მას . ვარცნილობა ? არც თუ ისე საბრენდო , თუმცაღა მთლიანობაში ის ნამდვილად იყო ბრენდი . ზიდანი მარტო სარეკლამო ბანერი არ იყო , მის სურათებში მუდამ იდო და მკვეთრად იყო გამოხატული სახეზე ემოცია , აზრი , ყველასგან დაფარული , თუმცაღა ჩვენ ყველას გვეგონა, რომ ვიცნობდით მას.

მის ეპოქაში მიღწეული წარმატებები ( და უიღბლობა) - ჩემპიონთა ლიგა : გამარჯვების მომტანი დარტყმა გლაზგოში , მსოფლიო ჩემპიონატი 98: დუბლი , რომელმაც გადაწყვიტა მატჩის ბედი ფინალში. მისი თამაში წააგავდა მსახიობის თამაშს ფილმში , რომელსაც უყურებს ექსტრაორიგინალური ადამიანი. რამდენათ იყო ის ორიგინალური ? ეს ფაქტია და მე მზად ვარ ხელი მოვაწერო ამაზე . თქვენ ვერ იპოვით ისეთ ადამიანს , რომელიც იტყვის: "ზიდანი? მისი შეფასება გადაჭარბებულია" .

ჩაფიქრებული , მდუმარე , ინტენსიური , მუდამ დამაჯერებელი , თავის საქმის გამკეთებელი ამ ხერხით მოთამაშე , რაც თითქმის დაუჯერებლად ჟღერს . ალბათ ეს მინიმანულური მაქსიმალურობა იყო , ადვილად გამოსარჩევი , მცირე ეკონომიურიობა მის მოძრაობაში: ნელი და გაწონასწორებული , მაგრამ ამავდროულად ხისტი , როგორც ბამბუკი ,ფაფუკი, სწრაფად ფეთქებადი. მას ასევე შეეძლო ყოველ წამს მოემატებინა სისწრაფისთვის , რომელიც დამღუპველი იყო მოწინაამღდეგე გუნდისთვის , მისი თამაში შეიძლება წარმართულიყო Ry Cooder-ს შესანიშნავი მუსიკის "Paris Texas" -ის ფონზე

ის იზრდებოდა კრიმინალურ მარსელის გარეუბან ლა კასტელანაში, იქვე ჩამოყალიბდა, განსაკუთრებით ელეგანტური. ის ფიზიკურადაც ძლიერი იყო , ასევე ორივე ფეხს ხმარობდა საკმაოდ კარგად , მისი განსაცვიფრებელი ბურთის კონტროლი , ჰაერიდან ჩამოღებული ბურთი , რომელიც მეტყველებდა მის სიმსიბუქეზე , სიფაფუკეზე , მძიმე ვითარებაში სწრაფი და სწორი გადაცემები თავის პარტნიორებზე -ეს თვისებები იყო ის რაც მის წინამორბედ არანაკლებ ცნობილ და ლეგენდარულ , საფრანგეთის 10-ზე, პლატინით გენიალურს(თუ არა მეტს , ეს ალბათ საკამათო თემაა.ავტ) ხდიდა მას . ამ ყველაფერს მიაღწია ალჯირელმა ემიგრანტმა ლა კასტელანაში , სადაც თამაშობდა შესანიშნავად მინი ფეხბურთს და იყო 5 -ს შეუცვლელი წევრი ბავშობაში . ამ ფაქტს ეს ვიდეოც ამტკიცებს...





მაღლა თქმულს შეიძლება დაავამატოთ, რომ ზიზუმ განვლო მდიდარი მოვლენები პროფესიონალურ კარიერაში, მათ შორის მისი დიდებული მონაპოვარი : 3 გზის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი (ფიფას ვერსიით, მხოლოდ ბრაზილიერ რონალდოს გააჩნია ამდენივე ტიტული ), ოთხი წელი "კანში" და "ბორდოში" , შემდეგ 5 შესანიშნავი სეზონი ბებერი ქალბატონის რიგებში, ყველაფერი ეს კი იმისთვის რომ მომხდარიყო ფლორენტინო პერესის მიერ ორგანიზებულ მადრიდის გალაქტიკოსში.სწორედ მაშინ მან ყველას დაუმტკიცა, რომ ის იყო ნამდვილი ლიდერი , ( თუმცაღა ამას დამტკიცება ნაკლებათ სჭირდებოდა ) . ის გაეცნო მადრიდში სირთულეებს , რეპრესიულ ატმოსფეროს გასახდელში და ტრიბუნაზე , ამ ყველაფერმა კი ბოლოს გამოიწვია "ბლანკოსის" ნახერმცველის კლოდ მაკელელეს გუნდიდან წასვლა .

მაინც რა იყო მასში საერთაშორისო დონის ? გახსოვთ ფართო ბეჭები , როგორც ატლასი , ფეხები , რომლებიც იზიდავნენ ბურთს თავისთან როგორც მაგნიტი , ძალა , მოედნის ხედვა ისეთი თითქოსდა ის იყო მაღლა მფრინავი "ჩიტი" - აყვავებული ყველა ეს თვისება ევრო-96-ე, წინამორბედი მისი ბენეფისისა თამასში სადაც თითქოსდა ბრაზილიერები "ზომბირებულები" იყვნენ , "სტად დე ფრანცზე " მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში 98? და ის გენიალურად შესრულებული თერთმეტრიანები 1/4 და 1/2 ფინალში
ევრო 2000-ე? გახსოვთ ინგლისის კარში გატანილი ჯარიმა და პენალტი ბოლო წუთებზე ევრო 2004-ე ?
ასევე 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატი , სადაც ის იქნა ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებული , ეს ყველაფერი დამსახურებაა ძალისა , რომელსაც " მანქანა"(სადაც სამართლიანად იგულსხმება ზიდანი) ფლობდა , რომელმაც საფრანგეთის ნაკრები მიიყვანა ფინალამდე , სადაც იტალიასთან დამარცხდა . ეს მატჩი კი იქნა მისი ბოლო გამოსვლა საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში ,დრამატული დასასრულით და სასვსებით სამართლიანი და "გამანადგურებელი" თაური დარტყმით მატერაცის მკერდში.

ყველა ეს მოვლენა იქნა განვლილი, ბურთზე კონტროლით , მასთან ცეკვით , და ყველასთვის ცნობილი ფინტით ''Roulette" ზიდანისა ერთად, ამასთან ბურთის დაუკარგავათ და იმ სიფაფუკის გრძნობით , რომელიც მის პარტნიორებს გუნდში აიძულებდა ეთამაშათ , ხისტობის და ხმის ამაღლების გარეშე.


თუ ფეხბურთი - არის ბალეტი , მაშინ ზიდანი მასში უდავოდ Vaslav Nijinsky-ა ( რუსი მოცეკვავე და ქორეოგრაფი)




მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება ორ ფილმზე ,რომელიც ზიზუზე იქნა გადაღებული.

პირველია - მაღლა ხსენებული " ზიდანი: პორტრეტი 21 საუკუნისა "

საათნახევრიანი ფილმი , დუგლას გორდონი და ფილიპ პარენო რეჯისორები- ფილმი წარმოადგენს ვიდეო-განხილვას ზიდანის თამაშისა მატჩში "ვილიარეალის" წინაამღდეგ , "სანტიაგო ბერნაბეუზე" 23 აპრილს 2005 წლისა. 17 სირქრონიზებული ერთამენთან 35 მმ HD კამერა იყო ფოკუსირებული ზიზუზე და მის ყოველივე მოძრაობაზე , მატჩის დაწყებიდან დამთავრებამდე .












პ.ს დიდი მადლობა Wishmasters ამ ვიდეო მასალის მოწოდებისთვის.

მეორე ფილმი - " ზინედინ ზიდანი - განსაკუთრებული ბედი"


72 წუთიანი ექსკლუზიური ვიდეო -განსაკუთრებული კადრები , რომელიც ასახავს მის პირად ცხოვრებას , რომელიც იქნა გადაღებული ბოლო თვეებში.



ზინედინზე საუბრობენ დევიდ ბექემი , ალესანდრო დელ პიერო , სამირ ნასრი , პატრიკ ვიერა , რაფაელ ნადალი ,იანიკ ნოა , ჯამელ დებუზი , კრისტოფ დიუგარი , რამოდენიმე მისი ახლო ნათესავი და მეგობარი , რაც ამ დოკუმენტურ ფილმს ხდის უნიკალურს .



dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)