მოუ: "მხოლოდ მალაგაზე უნდა ვიფიქროთ"

ჟოზე მოურინიო "მალაგასთან" დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.


"რა თქმა უნდა, ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ყოველ შეხვედრაში გადაჭედილ "სანტიაგო ბერნაბეუს" ვიხილავდი.მნიშვნელობა არ აქვს თუ ვინ იქნება მეტოქე.გულშემატკივრების მხარდაჭერა, "რეალს" უფრო ძლიერს ხდის.ჩემი მიზანია წარმატების მიღწევა.ვიცი, რომ ქომაგები მაშინაც ჩვენს გვერდით არიან, როდესაც შეცდომებს ვუშვეთ.არ მინდა ვინმეს მიმართ კრიტიკა გამოვიჩინო.ყველაფერი სასწორზეა.გუნდს აქვს შანსი მოიგოს 1 ან 2 ტიტული, ან არაფერი."

"მალაგა" ანგარიშგასაწევი ძალაა.იქ კარგი ფეხურთელები თამაშობენ და რაც მთავარია, მათ სათავეშია ძალზედ გამოცდილი თავკაცი, რომელიც უდიდეს სამუშაოს ასრულებს კლუბში.პირველად სეზონის განმავლობაში, მალაგელები მეოთხე პოზიციაზე აღზევდნენ.არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კოპა დელ რეიზე, დიდი წინააღმდეგობებს გადავაწყდით მათი მხრიდან.ჩვენ დამოკიდებულნი ვართ საკუთარ თავზე, თუმცა კარგად გვახსოვს, რომ შარშან სხვის შედეგებს მოუთმენლად ველოდებოდით.თითოეული მოგებული პაექრობა, მიზნისაკენ კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯია.ვიცი, რომ კვირას რთული ჯახი გველოდება."

"ჩემპიონთა ლიგაზე "აპოელი" გვერგო.ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ოპონენტსა და მის შედეგებს.ვფიქრობ, კვიპროსელებმა ჯგუფური ეტაპი წარმატებით გადალახეს და ისეთი გუნდები დაამარცხეს, როგორებიც "პორტუ" და "ლიონი" არიან.ნიქოზიაში "ინტერთან" ერთად ჩავედი და ფრე ვითამაშე, რომელსაც არ ვიმსახურებდით.ისინი საკუთარ კედლებში გაცილებით ძლიერები არიან."

"ერთი საკითხია, როდესაც კვირაში ერთ მატჩს ატარებ, ხოლო მეორე საკითხია, როდესაც სამჯერ ასპარეზობ.ევროსარბიელზე მოასპარეზე გუნდებს ერთნაირად დაძაბული კალენდარი გვაქვს, ხოლო დანარჩენეს დასვენების მეტი შანსი აქვთ.ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ესპანეთი ნაყოფიერად მოემზადოს ევროპის ჩემპიონატისათვის."

"ვფიქრობ, დი მარია მომდევნო კვირაში დაიწყებს ვარჯიშს.მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში, ის მზადყოფნაში იქნება.რასაკვირველია, რისკზე წასვლას არ ვაპირებთ, რამეთუ შემდეგ თვეებში უფრო დაგვიჭრდება მისი მხარდაჭერა."

"შაჰინი ალონსოს სამომავლო შემცვლელია.ხვალინდელ თამაშში ის განაცხადში იქნება.კმაყოფილი ვარ მისი მუშაობით ბოლო კვირის განმავლობაში.ნური ნამდვილი პროფესიონალია.ჩვენ გვჯერა მისი.რა თქმა უნდა, შაჰინი მომავალ სეზონშიც მადრიდში იქნება.გავრცელებულ ჭორებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ."

"ყველანი აბიდალის გვერდით ვართ.ჩემი ბიჭებიც ხვალ ჩაერთვებიან მხარდაჭერის აქციაში.რა თქმა უნდა, როდესაც მსგავსი ფაქტები ხდება, არ ააქვს მნიშვნელობა კლუბს და ა.შ.ახალგაზრდა ადამიანმა სპორტის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა.იმედი მაქვს, მალე გამოჯანმრთელდება.დიდხანს სიცოცხლეს და წარმატებებს ვუსურვებ." dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)