ლუიშ ფიგუს ინტერვიუ

მიუხედავად იმისა, რომ ლუიშ ფიგუმ საფეხბურთო კარიერა რამდენიმე თვის წინ დაასრულა, ის მაინც რჩება ფეხბურთში. ის ამჟამად „მილანის ინტერში“ საერთაშორისო ურთიერთობების დირექტორის თანამდებობას იკავებს. ამასთანავე ფიგუ მხარს უჭერს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ესპანეთში და პორტუგალიაში ჩატარების იდეას. იგი ამავდროულად არ ივიწყებს სამეფო კლუბს. რობერტო კარლოსისგან განსხვავებით , ის საკუთარ თავს ფეხბურთელად უკვე ვერ ხედავს...


რამდენიმე თვის წინ თქვენ დაასრულეთ საფეხბურთო კარიერა, რითი ხართ ამჟამად დაკავებული?

მე პასუხს ვაგებ „ინტერის“ საერთაშორისო ურთიერთობებზე, ამასთანავე დიდი დრო მიაქვს ჩემ ფონდში საქმიანობას, რაც შეეხება თავისუფალ დროს, მე მას ოჯახის წევრებთან ერთად ვატარებს
.

ამავდროულად თქვენ თანამშრომლობთ იმ საორგანიზაციო კომიტეტთან, რომელიც მხარს უჭერს ესპანეთისა და პორტუაგალიის კანდიდატურას მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მისაღებად...

დიახ, მე ამ კომიტეტის კონსული ვარ და ვეცდები რამეთი დავეხმარო მათ. მე ამ ორი ქვეყნის ინტერესებს ვიცავ...


როგორ ფიქრობთ, მოიგებს თუ არა ესპანეთისა და პორტუგალიის კანდიდატურა?

მიმაჩნია, რომ იდეა, რომელიც გულისხმობდა საერთო კანდიდატურის წამოყენებას მომგებიანია ორივე ქვეყნისთვის. ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი გამოგვივა და 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატს სწორედ ეს ორი ქვეყანა უმასპინძლებს.


რას იტყვით „მადრიდის რეალის“ სტარტზე ახალ სეზონში?


მე კვლავ ვადევნებ თვალყურს ფეხბურთს, მე მადრიდში ვცხოვრობ, ასე რომ , მინდა თუ არა, მაინც მიწევს ამ კლუბის გარშემო მიმდინარე მოვლენებისთვის თვალყურის დევნება. „ მადრიდის რეალი“ ჯერ მხოლოდ იწყებს ახალ სეზონს, მიუხედავად ბოლო წაგებისა, პირველი შეხვედრები ძალიან საინტერესო და სასიამოვნო საყურებელი იყო. „მადრიდი“–მსოფლიოს ერთ–ერთი საუკეთეს კლუბია, სადაც თამაში ნებისმიერი დონის ფეხბურთელისთვის პრესტიჟის ამაღლებას ნიშნავს.


რას ფიქრობთ იმ 250 მლნ. ევროზე, რომელიც ფლორენტინო პერესმა დახარჯა კლუბისთვის ძველი დიდიების დასაბრუნებლად?

ასეთია პროექტი ადამიანებისა, რომლებიც ამჟამად ხელმძღვანელობენ კლუბს. ასეთია მათი ხედვა ფეხბურთზე. მე უკვე აღარ ვარ კლუბში , ასე რომ ჩემი საქმე უბრალოდ მოვლენებისთვის თვალყურის დევნებაა, ხოლო რაც შეეხება დიდ დანახარჯებს–ეს კლუბის შიდა საქმეა.


რითი გავს ახალი ეტაპი იმ გალაქტიკოს ერას , რომლიც წევრიც თქვენ იყავით?

ამჟამად ჩვენ საუბარი გვიწევს სხვადასხვა ეტაპზე. გამარჯვებები და დამარცხებები ქმნიან ეპოქას, ჩვენ ბევრი კარგი მომენტი გვქონდა, როცა სხვადასხვა ტიტულები და თასები მოვიგეთ და ამასთანავე გვქონდა ცუდი დროც, როცა ვერაფრის მოგებას ვერ ვახერხებდით. მაგრამ მე ყოველგვარ ცუდს ვივიწყებ და მირჩევნია კარგი მახსოვდეს.


რობერტო კარლოსმა განაცხადა, რომ ის მზადაა „მადრიდის რეალში“ უფასოდ თამაშისთვის...

სასიამოვნოა იმის მოსმენა, რაც რობერტო კარლოსმა თქვა, ეხლა დროა იმ ხალხს მოვუსმინოთ, ვინც წესით მას პასუხი უნდა გასცეს.


და თქვენ მიბაძავდით თუ არა კარლოსს? დაბრუნდებოდით თუ არა „მადრიდის რეალში“?

ჩემი სიტუაცია განსხვავდება რობერტო კარლოსის სიტუაციისგან, ვინაიდან მე „მადრიდის რეალიდან“ გამომაგდეს. ასე რომ რატომღაც არამგონია მათ სურდეთ ჩემი დაბრუნება , უფასოდაც კი. ამიტომაც არ ვფიქრობ, როდისმე მანდ დავბრუნდები. ამას იდეაშიც არ ვუშვებ. მინდა დაგარწმუნოთ, რომ სრულადაც არ იყო სასიამოვნო ის გზა, რა გზითაც გამომიშვეს კლუბიდან.


„მადრიდის რეალიდან“ წასვლის შემდეგ ელაპარაკებოდით თუ არა ფლორენტინო პერესს?

არა, ამის შემდეგ მე მასთან საერთოდ არ მისაუბრია.


თქვენ ჩაუდექით სათავეში „მადრიდის რეალის“ პირველ გალაქტიკურ პროექტს. კიდევ ერთი პორტუგალიელი–კრიშტიანო რონალდუ, ფლორენტინო პერესის მეორე ჯერ პრეზიდენტობისას ერთ–ერთი მთავარი ღირშესანიშნაობა იყო. რას იტყოდით პორტუგალიელის სტარტზე „მადრიდის რეალში“?

კრიშტიანო უმაღლესი კლასის ფეხბურთელია, ის ერთ–ერთი საუკეთესოა. სეზონის დასაწყისი მას არც თუ ისე სტაბილური გამოუვიდა, მაგრამ ეხლა ის საუცხოოდ თამაშობს.


რას ურჩევდით მას?

ჩემი რჩევა ასეთი იქნება: დაე ითამაშოს ისე, რომ მიიღოს სიამოვნება, ვინაიდან. ჩემი აზრით, ესაა ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი.


წყარო: As.com
dle 10.1

  • shvela
  • 12 ოქტომბერი 2009
  • 1869
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)