იგუაინი – არგენტინის მხსნელი

მადრიდის "რეალის" ფორვარდმა გონსალო იგუაინმა პირველი შეხვედრა ჩაატარა არგენტინის ნაკრების მაისურით და პირველივე გოლიც გაიტანა. ის "ალბისელესტეს" გამარჯვების სულისჩამდგმელი გახდა.


დიეგო არმანდო მარადონას გუნდი პერუს ნაკრების წინააღმდეგ მეტად მნიშვნელოვან მატჩს ატარებდა. არგენტინელებს მხოლოდ მოგება სჭირდებოდათ, რათა შეენარჩუნებინათ მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსები. გონსალო იგუაინმა, იგივე "პიპიტამ", რომელიც ნაკრებში თავის პირველ შეხვედრას ატარებდა 47–ე წუთზე დააწინაურა არგენტინელები, მაგრამ 89–ე წუთზე მთელი სტადიონი დადუმდა. პერუელებმა სრულიად მოულოდნელად გაათანაბრეს ანგარიში. ყველას ეგონა, რომ "ალბისელესტემ" დაკარგა მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსი, მაგრამ მარადონას მხსნელად უბერებელი მარტინ პალერმო გამოუჩნდა. მან კომპენსირებულ დროში გაიტანა გოლი და ნაკრებს გამარჯვება მოუტანა. მთელი სტადიონი ზეიმობდა. ამ გამარჯვებით არგენტინელებმა შეინარჩუნეს მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსი. ამ მოგების სულისჩამდგმელი კი "რეალის" ახალგაზრდა ფორვარდი "პიპიტა" გახდა, რომელსაც მარადონა არ ენდობოდა.

არგენტინა: რომერო, სკიავი, ემილიანო ინსუა, ჰაინცე, დი მარია, ენცო პერესი (პალერმო, 46), გუტიერესი, მასკერანო, აიმარი (ფედერიკო ინსუა, 77), მესი, იგუაინი (დემიკელისი, 68)

პერუ: ბარტონი, როდრიგესი, ვილჩესი, ზამბრანო, ვარგასი, სოლანო (პალასიოსი, 65), რაინერ ტორესი, კრისტიან რამოსი, ბალონი, ფანო (რენხიფო, 71), რამირესი (ვალვერდე, 90)

გოლები: 1:0 – იგუაინი (47), 1:1 – რენხიფო (90), პალერმო (90+3)

გაფრთხილება: ზამბრანო (54)

მსაჯი: რენე ორტუბე (ბოლივია)

გუშინ უმოტივაციოდ მყოფი ბრაზილიის ნაკრები სტუმრად ზღვის დონიდან 3600 მეტრზე ბოლივიას ესტუმრა. სტუმრებს წამყვანი ფეხბურთელები არ გამოუყვანიათ სათამაშოდ. კაკას გარეშე მოთამაშე "პენტაკამპეონები" დამარცხდნენ ბოლივიელებთან ანგარიშით 2:1. ბრაზილიელებს უკვე მოპოვებული აქვთ მსოფლიო ჩემპიონატის საგზური, ხოლო მასპინძლებს არანაირი შანსი არ აქვთ ამ ტურნირზე მოხვედრის.

ბოლივია: არიასი, რადლესი, საბალა, აბდონ რეიესი (ვაკა, 74), რივერო, ოლივარეს ბურგოა, იგნასიო გარსია, ჰელმუტ გუტიერესი, ლეონელ რეიესი, მარსელო მარტინსი (პედრიელი, 82), კარლოს არსე (პაჩი, 80)

ბრაზილია: ჟულიო სეზარი, მაიკონი, ლუიზაო, ანდრე სანტოსი (ელანო, 67), მირანდა, დანი ალვეში, ჟოსუე, რამირესი, დიეგო სოუზა (ალექსი, 46), ადრიანო (დიეგო, 46), ნილმარი

გოლები: 1:0 – ოლივარეს ბურგოა (10), 2:0 – კარლოს მარტინსი (31), 2:1 – ნილმარი (70)

გაფრთხილებები: საბალა (25), ჰელმუტ გუტიერესი (65), რივერო (85) – რამირესი (30), ანდრე სანტოსი (56), ჟოსუე (69), დანი ალვეში (72)

მსაჯი: პაბლო პოცო (ჩილე) dle 10.1

  • faqo
  • 12 ოქტომბერი 2009
  • 2491
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მესი 12
2 ბენზემა 11
3 სუარესი 8
4 ლორენი 8

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 პსჟ 5 4 1 0 13
2 რეალი 5 2 2 1 8
3 ბრიუგე 5 0 3 2 3
4 გალათასარაი 5 0 2 3 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

დღევანდელი „რეალის“ საუკეთესო ფეხბურთელია ...

რამოსი
მარსელო
ბენზემა
კროოსი
მოდრიჩი
აზარი
ბეილი
კაზემირო



მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2019 (128)
ნოემბერი 2019 (406)
ოქტომბერი 2019 (366)
სექტემბერი 2019 (378)
აგვისტო 2019 (421)
ივლისი 2019 (555)