რობერტო კარლოსი: "მე მზად ვარ მადრიდის "რეალში" უფასოდ სათამაშოდ"

ნელ-ნელა ვრწმუნდებით, რომ ბრაზილიელი რობერტო კარლოსი ისევ მადრიდის "რეალში" ითამაშებს. ამ ინფრომაციას ის ადასტურებს, რომ კარლოსი უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში, კარლოსი მადრიდიში იმყოფებოდა. სპორტული გამომცემლობა AS-ს ჟურნალისტებმა იხელთეს დრო და რობერტოს რამოდენიმე კითხვა დაუსვე.


- ძალიან სასიამოვნოა, ისე მადრიდში რომ გხედავთ.
მე ჩამოვედი პირადი საქმის დასაზუსტებლად. ასევე ჩემს ცოლს ვაჩვენე ქალაქი მადრიდი, რომელშიც მე წლების მანძილძე ძალიან ბედნიერი ვიყავი.

- მართალია რომ თქვენ ივნისში დაქორწინდით?
დიახ ეს სიმართლეა. ამ ზაფხულს მე ცოლი მოვიყვანე და ძალიან ბედნიერი ვარ.

- ვფიქრობ თქვენ აუცილებლად დაათვალიერებინებთ თქვენს მეუღლეს სანტიაგო ბერნაბეუს.
რა თქმა უნდა მე ყველა ადგილი დავათვალიერებინე ჩემს მეუღლესა სადაც მე ვყოფილვარ. თავიდან ის ოთახი ვაჩვენე, სადაც სამეფო კლუბის თასები ინახება, შემდეგ კი ბერნაბეუ დავათვალიერებინე.

- რა არის თქვენს ცხოვრებაში ახალი?
მე მესამე სეზონს ვატარებ თურქულ კლუბ "ფენერბახჩეში", თუმცა გადავწყვიტე ეს კუბი დეკემბერში დავტოვო.

ახლა მე 36 წლის ვარ. კიდევ დაახლოებით ორი წელი შემიძლია ვითამაშო ფეხბურთი. ადრე გადაწყვეტილი მქონდა დავბრუნებულიყავი ბრაზილიაში და იქ რომელიმე კლუბში დამესრულებინა კარიერა. თუმცა ალბათ ასე არ მოხდება.

- კი მაგრამ არის კლუბი რომელსაც თქვენი შეძენა სურს?
ძალიან ბევრი გუნდი არის დაინტერესებული ჩემით. თუმცა არის კიდევ ერთი ვარიანტი...

- რომელი ვარიანტზე საუბრობთ?
მე მზად ვარ ვითამაშო მადრიდის "რეალში" უფასოდ და საბოლოოდ ალბათ ამ ვარიანტს ავირჩევ.

- ამას სრული სერიოზულობით ამბობთ?
რა თქმა უნდა. მე ამ კლუბში თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში და სწორედ აქ გავატარე ჩემი კარიერის საუკეთესო წლები.

- ფლორენტინო პერესმა დიდი ხნის წინ განაცხადა, რომ თქვენ ისევ მადრიდის "რეალში" ითამაშებდით...
მე ძალიან მინდა ამ კლუბში დაბრუნება და კარგი იქნება თუ ფეხბურთელებიც გვერდში დამიდგებიან.

- რას იტყვით ახლანდელ "რეალზე"?
მუხედავად იმისა, რომ წინა ტურში გუნდი "სევილიასთან" დამარცხდა, "რეალი" მაინც ძლიერია. თუმცა გუნდს სჭირდება შეთამაშება და ყველაფერი კარგად იქნება.

- წინა ტურში მარსელომ ვერ შესძლო ხესუს ნავასის შეჩერება. რას იტყვით ამაზე?
არიან ისეთი ფეხბურთელები, რომელთანაც წინააღმდეგობის გაწევა და შეჩერეაბა ძალიან ძნელია. სწორედ ასეთია ნავასი. იგი არის ძალიან სწრაფი და ნიჭიერი ფეხბურთელი, რომელიც უკეთეს კლუბს იმსახურებს.

- რას იტყვით კაკაზე?
მე ყოველთვის ვუყურებ კაკას თამაშს და მსიამოვნებს მისი ყურება. ჩვენ ბრაზილიის ეროვნუ ნაკრებში ერთად ვთამაშობდით. კრიშტიანო რონალდოსთან ერთად კი არასოდეს მითამაშია და ძალიან მაინტერესებს, შევძლებ თუ არა მის შეჩერებას.


ინფორმაციის წყარო: As.Com

სტატიის ავტორი: EL Gio
dle 10.1

  • Junior
  • 11 ოქტომბერი 2009
  • 3316
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)