”მადრიდის რეალის” მფარველი ”ანგელ”ოზი

ანხელ დი მარია მიმდინარე სეზონის ნამდვილი აღმოჩენაა და საერთოდ, შეიძლება ვუწოდოთ ”მადირიდს რეალის” საუკეთესო ფეხბურთელი კასილასისა და რონალდუს შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ დი მარიაზე 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ 35 მლნ. ევრო იქნა გადახდილი, არავინ არ ელოდა, რომ ის ასე სწრაფად გაიხსნებოდა და გახდებოდა ”მადირდის რეალის”-თვის მნიშნელოვანი ფეხბურთელი.


სიმართლე რომ ვთქვათ , მისი მჩ-2010(მსოფლიო ჩემპიონატი)-ზე არც თუ ისე დამაჯერებელი გამოსვლის შემდეგ ”მადრიდის რეალის” გულშემატკივრები ფიქრობდნენ და შიშობდნენ, რომ მისი ყიდვა ასეთ ასტრონომიულ თანხად შეცდომა იყო. ამჟამად დარწმუნებით შეიძლება თქმა, რომ მათი შიში უსაფუძვლო იყო. მას შემდეგ, რაც პირველი სეზონი საშუალო დონეზე ჩაატარა , დი მარიამ მთელი ნახტომით წაიწია წინ ამ სეზონში. სეზონის ნახევრის შემდეგ მას უკვე იმაზე მეტი შედეგიანობა აქვს, ვიდრე მთელი წინა სეზონის მანძილზე-4 გოლი და 13 საგოლე გადაცემა მხოლოდ ლა ლიგაში. ის ტემპი, რა ტემპითაც წინ მიიწევს და ვითარდება დი მარია, ყველა სტატისტიკურ მაჩვენებელზე მნიშვნელოვანია ”მადრიდის რეალის” ქომაგებისთვის.

”მადრიდის რეალის” გულშემატკივრებს ახსოვთ ფაქტები, როცა ესა თუ ის ფეხბურთელი, პირველ სეზონში შეუდარებელი იყო და შემდეგ კი არ ვითარდებოდა და მისი მაჩვენებელი უარსდებოდა. პირველი სახელი რაც გახსენდება , ესენია სნეიდერი, ვან დერ ვაარტი და ბაპტიშტა. ”ბენფიკადან” გადმოსვლის შემდეგ, დი მარია მუდმივად პროგრესირებს და აუმჯობესებს თამაშის ხარისხს. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ის არამარტო პერიოდულად ან ერთი სეზონის მანძილზე თამაშობს კარგად, არამედ ნაბიჯ-ნაბიჯ პროგრესირებს და აპირებს თავისი ოსტატობის სრულყოფას.

მოურინიო და მისი უნდობლობა ტალანტების მიმართ

საინტერესოა ის ფაქტი, რომ დი მარია მუშაობს მოურინიოს ხელმძღვანელობის ქვეშ. ეს უკანასკნელი ცუდად მუშაობდა ტალანტებთან და განსაკუთრებით კი ფლანგებზე მოთამაშეებთან. ”ჩელსი”-ში ერთადერთი ფლანგზე მოთამაშე იყო რობენი. რაიტ-ფილიპსი საუკეთესო შემთხვევაში სათადარიგოს ფეხბურთელი გახლდათ. ”ინტერში” იმედები ვერ გაამართლეს რიკარდო კვარეჟმამ და მანსინიმ.

მოურინიოს თავისი შეხედულება ქონდა ფლანგებზე მოთამაშე შემტევებთან მიმართებაში. მისი აზრით მათ არამარტო უნდა შეეტიათ მეტოქის კარისთვის, არამედ უკანაც უნდა დაბრუნებულიყვნენ მცველთა დასახმარებლად. ეს კი სუსტი ხასიათის მქონე ფეხბურთელთა სამუშაო ნამდვილად არ არის. საუკთესო შემთხვევაში მოურინიოს გუნდებში იყო ორი-სამი კრეატიული ფეხბურთელი, ხოლო სხვა პოზიციებზე მწვრთნელი აყენებდა გამოცდილ და საიმედო ფებურთელებს, რომლებიც წარმატებით ასრულებდნენ მის მითითებებს.

სიანტერესოა ისიც, რომ დი მარია ერთდროულად არის ფლანგის ფეხბურთელი და ასევე დაბადებული ტალანტი. 23 წლის ასაკში ის უკვე ბრწყინვალე თამაშს აჩვენებს და მოურინიოს ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელია, მან გაასწრო იოზილსა და კაკას.

არავის, მოურინიოს გარეშე, არ შეუძლია დი მარიას დახასიათება და მისი პროგრესის აღნიშვნა:

”როცა ის ესპანეთში მოვიდა, არავინ იცოდა რატომ იყიდა”მადრიდის რეალმა” ის. მანამდე ”ბენფიკაში” ირჯებოდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე დიდი ვერაფრით გამოირჩეოდა, კარგად არ წაუვიდა საქმეები მსოფლიო ჩემპიონატზეც, მაგრამ მე ვიცოდი, რომ მას აქვს ის შესაძლებლობები და ხარისხი, რომლებიც მე მინდოდა. ის მორიდებულია, მუდმივად პროგრესირებს, თვლის, რომ გუნდის ინტერესები უფრო მაღლა დგას. მე მომწონს მისი უბრალო ხასიათი.”


ციფრები

არაფერს და არავის არ შეუძლია ფეხბურთელზე ლაპარაკი და მისი ქება ისე, როგორც ეს სტატისტიკურ მაჩვენებლებს ძალუძთ. განსაკუთრებით სიანტერესოა დი მარიას გამოსვლა ”სანტიაგო ბერნაბეუს” მიღმებს გარეთ, ამიტომაც საგარეო შეხვედრების სტატისტიკური მაჩვენებელი ცალკე იქნება ნაჩვენები.

(ყველა ცხრილში პირველ სვეტში ნაჩვენებია საერთო სტატისტიკა სეზონის მიხედვით, ხოლო მეორეში კი სტატისტიკა გასვლით შეხვედრებში)

თავდასმხა

2010-2011 წწ-ების სეზონი

სულ ჩატარებული შეხვედრა 29 (6)

გასვლაზე 14(3)

გატანილი გოლი 6

გასვლაზე გატანილი 3

გადაცემა 11

გასვლაზე გადაცემა 3

2011-2012 წწ-ების სეზონი

სულ ჩატარებული შეხვედრა 12 (2)

გასვლაზე 6(1)

გატანილი გოლი 4

გასვლაზე გატანილი 2

გადაცემა 13

გასვლაზე გადაცემა 6


დი მარია მუდმივად აუმჯობესებს საკუთარ თამაშს სეტევაზე და ციფრები ამაზე ნათლად მეტყველებენ:

1. გასვლით შეხვედრებში კარის მიმართულებით დარტყმები წინა წლის 1,9 მაჩვენებლიდან, 2,9-მდე გაიზარდა. აქედან გამომდინარე ჩანს, რომ ფეხბურთელი ნაკლებს ფიქრობს და ადვილად იღებს კარში დარტყმის გადაწყვეტილებას. ის უფრო თავდაჯერებულია საკუთარ შესაძლებლობებში და ჯერა, რომ შეუძლია გოლის გატანა.

2. საგოლე გადაცემების რაოდენობა გაიზარდა 2-დან 2,3-მდე, ხოლო დრიბლინგი შემცდირდა 1,9-დან 1,4-მდე. ამავდროულად მან დაიწყო უფრო ხშირად ბურთის დაკარგვა, ეს მაჩვენებელი 1,7-დან 2-მდე გაიზარდა (მაჩვენებლებში იგულისხმება საშუალოდ ერთ შეხვედრაში). საგოლე გადაცემების ზრდა მეტყველებს იმაზე, რომ ფეხბურთელი უკეთესად კითხულობს თამაშს და კარგად არის შეთანაწყობებული თანაგუნდელებთან. დრიბლინგი შემცირდა, რაც იმის ნიშანია, რომ დი მარია არ აჩერებს ბურთს, ის ან ურტყამს, ან პასს იძლევა.

3. მაჩვენებელი გოლს+გადაცემა გაიზარდა 2011-2012 წლებში 1,4-მდე , ნაცვლად 2010-2011 წლების 0,56-ისა.

4. საინტერესოა სტატისტიკა დი მარის წინააღმდეგ დარღვეული თამაშის წესების შესახებ. მიუხედავად მისი თამაშის სხვადასხვა ასპექტის გაუმჯობესებისა, მის წინააღმდეგ იმავე რაოდენობით აღღვევენ თამაშის წესს, როგორც ადრე. ამ მაჩვენებლის ახსნა იმით შეიძლება, რომ მას შეუძლია ბურთთამ კარგად ურთიერთობა.

”მადრიდის რეალის” მფარველი ”ანგელ”ოზი


დაცვა

2010-2011 წწ.

სულ ჩატარებული შეხვედრა 29 (6)

გასვლაზე 14(3)

ვარდნა 1,3

ვარდნები გასვლაზე 1,5

ბურთის ჩაჭრა 1

ბურთის ჩაჭრა გასვლაზე 0,9

თამაშგარე -

თამაშგარე გასვლაზე 0,1

ბურთის ართმევა 0,1

ბურთის ართმევა გასვლაზე 0,2

2011-2012 წწ.

სულ ჩატარებული შეხვედრა 12 (2)

გასვლაზე 6(1)

ვარდნა 1,8

ვარდნები გასვლაზე 1,4

ბურთის ჩაჭრა 1,2

ბურთის ჩაჭრა გასვლაზე 1,4

თამაშგარე -

თამაშგარე გასვლაზე -

ბურთის ართმევა -

ბურთის ართმევა გასვლაზე -



როგორც სტატისტიკური მაჩვენებლებიდან ჩანს, თამაშის განმავლობაში განხორციელებული ვარდნების რაოდენობა გაიზარდა 40%-ით 1,3-დან 1,8-მდე, ხოლო გადაცემების ჩაჭრების რაოდენობა კი 50%-ით , 0,9-დან 1,4-მდე.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დი მარია უკვე შედარებით ნაკლებად არღვევს თამაშის წესს. ეს მაჩვენებელი 30%-ით 1-დან 0,7-მდე შემცირდა. გასვლით შეხვედრებში მიმდინარე სეზონში ის უფრო ხშირად არღვევს თამაშის წესს, მაგრამ ამის ახსნა იმით შეიძლება , რომ გუნდი უფრო დი ყურადღებას პრესინგს უთმობს , განსაკუთრებული ენთუზიაზმით კი ამ კომპონენტში დი მარია გამოირჩევა.

საერთო ჯამში ტენდენცია-ნაკლები თამაშის წესის დარღვევა, მეტი ჩაჭრები და ბურთის ართმევები-მიუთითებს იმაზე, რომ დი მარია ხშირად აჩერებს შეტევებს თავის ფლანგზე და ამით უიოლებს საქმეს მცველებს.

გადაცემები

2010-2011 წწ.

სულ ჩატარებული შეხვედრა 29 (6)

გასვლაზე 14(3)

საგოლე გადაცემა 11

გასვლაზე 3

მნიშვნელოვანი გადაცემა 2

გასვლაზე 1,5

გადაცემების რ-ბა თამაშში 29,2

გასვლაზე 27,9

ზუსტი გადაცემები %-ში 75,8&

გასვლაზე 73,4%

ზუსტი დიაგონალური გადაცემა 0,9

გასვლაზე 0,9

ზუსტი შორეული გადაცემა 2,1

გასვლაზე 1,9

გამჭოლი გადაცემა 0,9

გასვლაზე 0,6

2011-2012 წწ

სულ ჩატარებული შეხვედრა 12 (2)

გასვლაზე 6(1)

საგოლე გადაცემა 13

გასვლაზე 6

მნიშვნელოვანი გადაცემა 2,3

გასვლაზე 1,9

გადაცემების რ-ბა თამაშში 32

გასვლაზე 35,1

ზუსტი გადაცემები %-ში 75,73

გასვლაზე 72,4%

ზუსტი დიაგონალური გადაცემა 1

გასვლაზე 0,7

ზუსტი შორეული გადაცემა 2,4

გასვლაზე 2,3

გამჭოლი გადაცემა 0,9

გასვლაზე 1



1. ზუსტი შორეული და გამჭოლი გადაცემების რ-ბა შესამჩნევად გაიზარდა, განსაკუტრებით გასვლით შეხვედრებში. ასევე სერიოზულად გაიზარდა გადაცემათა საერთო მაჩვენებელი - 28-დან 35-მდე (25%-ით)

2. ზუსტი დიაგონალური გადაცემების რ-ბა იგივე დარჩა. ეს შეიძლება უარყოფითად ჩავთვალოთ.

_________________________________________________________________________________________________
საერთო მაჩვენებელი

”როსარიო სენტრალი”

თამაში 39

გოლი 6

საგოლე გადაცემა 0

”ბენფიკა”

თამაში 123

გოლი 15

საგოლე გადაცემა 26

”მადრიდის რეალი”

თამაში 73

გოლი 14

საგოლე გადაცემა 33

სულ ჯამში

თამაში 235

გოლი 35

საგოლე გადაცემა 59


დასკვნა

როგორ და რანაირად ახერხებს დი მარია წლიდან წლამდე თამაშის გაუმჯობესებას?

”ყოველ წელს იზრდები, როგორც ფეხბურთელი. რაც უფრო ასაკი გემატება, მით უფრო კარგად გესმის ფეხბურთი, უკეთესად ერკვევი მასში. გაიგებ იმას, რაც ადრე არ გესმოდა. მე კიდევ ვცდიობ სრულყოფას. მაგალითად, ვცდილობ გავაუმჯობესო პოზიციური თამაში: როდისაა კარგი პრესინგი , როდის უმჯობესი უკან დაბრუნება და როდის უნდა გაიხსნა. თავდასხმაში თამაშის დროს არ ღირს მარტო შეტევითი მოქმედებებით სიამოვნების მიღება. მინდა, რომ გუნდს ყველანაირად ვადგებოდე.”


წყარო: thehardtackle.com
dle 10.1

  • shvela
  • 29 თებერვალი 2012
  • 3458
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 17
2 ბელინგემი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (253)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)