"ლა ლიგის" 24–ე ტური

გუშინ გაიმართა "ლა ლიგის" კიდევ რამდენიმე შეხვედრა, რითაც დასრულდა რიგით 24–ე ტური. მადრიდის "რეალსა" და კატალონიის "ბარსელონას" შორის სხვაობა კვლავ 10 ქულაა, ხოლო რონალდუ ბომბარდირთა დავაში მხოლოდ და მხოლოდ 1 გოლით უსწრებს ლეო მესის. წარმოგიდგენთ, გასული რაუნდის შედეგბსა და სიმბოლურ გუნდს, ასევე სატურნირო მდგომარეობას და ბომბარდირთა დავას.


გამართული მატჩების შედეგები:

"რასინგი" 1–1 "სპორტინგი"
"ბეტისი" 1–1 "ხეტაფე"
"მალაგა" 5–1 "სარაგოსა"
"ესპანიოლი" 1–2 "ლევანტე"
"ვილიარეალი" 2–2 "ბილბაო"
"რაიო ვალეკანო" 0–1 "რეალი"
"სოსიედადი" 1–0 "მალიორკა"
"ოსასუნა" 2–1 "გრანადა"
"ვალენსია" 1–2 "სევილია"
"ატლეტიკო" 1–2 "ბარსელონა"

რასაკვირველია, ტურის ცენტრალური შეხვედრა "ატლეტიკოსა" და "ბარსელონას" შორის შედგა, სადაც კატალონიელებმა საკმაოდ რთულ შეხვედრაში მინიმალური სხვაობით, ანგარიშით 1–2 იმარჯვეს. გადამწყვეტი როლი ლიონელ მესიმ ითამაშა, ვინაიდან მან 86–ე წუთზე ძალიან მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა და მოაგებინა თავის გუნდს.

ამ ტურის შედეგად, სატურნირო ცხრილში ბევრი არაფერი შეცვლილა. ჩემპიონატს კვლავ მადრიდის "რეალი" ლიდერობს 64 ქულით, რომელსაც 10 ქულით ჩამორჩება "ბლაუგნარა".

სატურნირო მდგომარეობა:

მადრიდის "რეალი" – 64 ქულა
"ბარსელონა" – 54 ქულა
"ვალენსია" – 40 ქულა
"ლევანტე" – 35 ქულა
"ბილბაო" – 34 ქულა
"მალაგა" – 34 ქულა
"ოსასუნა" – 34 ქულა
"ესპანიოლი" – 33 ქულა
"ატლეტიკო" – 32 ქულა
"სევილია" – 32 ქულა
"რაიო ვალეკანოი" – 31 ქულა
"ბეტისი" – 30 ქულა
"სოსიედადი" – 30 ქულა
"ხეტაფე" – 29 ქულა
"მალიორკა" – 28 ქულა
"გრანადა" – 28 ქულა
"ვილიარეალი" – 27 ქულა
"რასინგი" – 24 ქულა
"სპორტინგი" – 21 ქულა
"სარაგოსა" – 15 ქულა

"ლა ლიგის" ორმა საუკეთესო გოლეადორმა, კრიშტიანუ რონალდუმ და ლიონელ მესიმ თავიანთ შეხვედრებში შეაგდეს ბურთები. შესაბამისად, მათ შორის სხვაობა კვლავ 1 გოლია რონალდუს სასარგებლოდ. პორტუგალიელის ანგარიშზე 29 გატანილი გოლია, ხოლო არგენტინელის აქტივში 28 ბურთია.

გოლეადორთა ხუთეული:

რონალდუ – 29
მესი – 28
ფალკაო – 14
იგუაინი – 14
ბენზემა – 13

და ბოლოს, წარმოგიდგენთ ამ ტურის საუკეთესო ფეხბურთელთა თერთმეტეულს, ე.წ "სიმბოლურ გუნდს".

"ლა ლიგის" 24–ე ტური

"ლა ლიგის" 24–ე ტური

"ლა ლიგის" 24–ე ტური

"ლა ლიგის" 24–ე ტური


აღსანიშნავია ისიც, რომ სიმბოლურ ნაკრებში მიმდიანრე წელს კრიშტიანუ რონალდუ ათჯერ მოხვდა, მისი მეტოქე ლეო მესი კი ცხრაჯერ. ამის გათვალისწინებით, "მადრიდისტებს" აქვთ იმის თქმის უფლება, რომ პორტუგალიელი გარემარბი წელს აღემატება ლიონელს (–ავტ).

Goal.com dle 10.1

  • tata
  • 27 თებერვალი 2012
  • 2063
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (197)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)