"რაიო ვალეკანო" - მადრიდის "რეალი" [პრევიუ]

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 25-ე ტურში, სამეფო კლუბი "ტერესა რივეროზე" "რაიო ვალეკანოს" დაუპირისპირდება.


აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდის შემადგენლობაში საკადრო პრობლემები მძვინვარებს.მასპინძლების მხრიდან, გამორიცხულია კაპიტნის, მიჩელის ასპარეზობა.ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ცენტრალური მცველის მიკელ ლაბაკასა და გუნდის მთავარი გოლკიპერის დანი ხიმენესის თამაში.
"ლოს ფრანხიროხოს" ბანაკში სასიხარული ის არის, რომ ტრავმები მოიშუშეს: არიბასმა, კასადომ და საუკეთესო ბომბარდირმა მიკუმ.

რაც შეეხება მადრიდელების ლაზარეთს, გამორიცხულია ანხელ დი მარიასა და კარიმ ბენზემას მოედანზე გამოსვლას.ფეხბურთელები ვერც უახლოეს შეხვედრებში დაეხმარებიან გუნდს.განაცხადში ვერ მოხვდა ლასანა დიარაც, ზურგის ტკივილის გამო.

იცით, თუ არა რომ:

- სამმატჩიანი მოგებების სერიის შემდეგ "რაიო ვალეკანო" სატურნირო ცხრილში მე-8 პოზიციაზე აღზევდა.
- ვალეკასში გამართული ბოლო 10 მატჩიდან, ვალეკანოელებმა 6-ჯერ იწვნიეს მარცხი.
- "რეალისა" და "რაიოს" სექტემბრის დაპირისპირებაში, მიკუმ მე-17 წამზე მოახერხა გოლის გატანა, რაც ისტორიული შედეგია, რამეთუ იქამდე ასეთი სწრაფი ბურთით არასდროს დაუმწუხრებიათ მადრიდელები საშინაო არენაზე.
- სამეფო კლუბმა ბოლო 9 თამაშიდან 8 მოუგო "რაიოს."
- ბოლოს 1997 წელს წავაგეთ "ტერესა რივეროზე." მაშინ კლუბის პრეზიდენტი ლორენსო სანსი იყო, ხოლო მწვრთნელი ფაბიო კაპელო.
- იმ შემთხვევაში, თუ რონალდუ ჰეთ-თრიქს შეასრულებს, გახდება პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ერთ სეზონში ერთსა და იმავე გუნდს ორჯერ გაუტანა 3 გოლი.

მატჩის პერსონა:
"რაიო ვალეკანო" - მადრიდის "რეალი" [პრევიუ]



მიკუ
პოზიცია: ნახევამრცველი
ნომერი: 20
თამაში & გოლი: 22 / 11
ოვიედოში დაბადებული ფეხბურთელი, მიმდინარე სეზონში "რაიო ვალეკანოს" საუკეთესო მეგოლეა.მის ანგარიშზე 13 გოლია (აქედან 2 სამეფო თასზე).აღსანიშნავია, რომ მიკუმ "სანტიაგო ბერნაბეუზე" შეძლო დუბლის გაფორმება.













"რაიო ვალეკანო" - მადრიდის "რეალი" [პრევიუ]




გონსალო იგუაინი
პოზიციას: თავდამსხმელი
ნომერი: 20
თამაში & გოლი: 21 / 14
წლეულს, არგენტინელი გოლეადორი გუნდის მეორე ფორვარდია, თუმცა ბენზემას დამტვრევის შემდეგ, მოურინიო მასზე აკეთებს აქცენტს.პიპიტას ანგარიშზე 33 მატჩში 17 გოლია, რაც მეორე მაჩვენებელია შემადგენლობაში.





dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (203)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)