შესანიშნავი ხუთეული ანუ ''Quinta del Buitre'' ნაწილი 1

ამ სტატიაში შევეცდები მოგახსენოთ , 1980 -იანი წლების ''რეალზე'', ''კასტილიაზე'' და მის ოქროს ხანაზე, რომელიც სტაჟიან ქომაგებს კარგად ემახსოვრებათ.


გასაკვირია, მაგრამ 1980-იანი წლებს ყოველთვის არ იხსნებენ, ისე როგორც 10 საუკეთესო წელს ''მადრიდის რეალის'' ისტორიაში ,მაგრამ ზუსტად ამ პერიოდში გუნდმა მოიგო 5- ჯერ ''ლა ლიგა '' , ორჯერ ''სამეფო თასი '' და ორჯერაც ზედიზედ ''უეფას ევროპის ლიგა''. ამის გათვალისწინებით, რთულია ამ ათწლეულს არ უწოდო წარმატებული.
ალბათ ერთ-ერთი მიზეზი ამ ყველაფრისა , იყო ორმაგი მარცხი 1981 წელს . ამ წელს ''რეალი'' იოგოსლავიელი მწრთნელის ''ვუიადინ ბოშკოვის '' მეთაურობით, (მწრთნელი , რომელმაც მოგვიანებით იტალიის სერია ა-ში დაამხო ''[b]მილანისა'' და ''იუვენტუსის '' ჰეგემონია. და ჩემპიონი გახადა ''სამპდორია'' 1990/91 წლების სეზონში) მისმა გაწთნილმა ''რეალმა'' ჯერ იყო და მარცხი განიცადა ''ლივერპულთან '' ''უეფას'' ევროპის ლიგის ფინალში ანგარიშით 1-0 , შემდეგ კი ''ლა ლიგაც'' დათმეს ჩემპიონატის ბოლო ტურში,
''რეალ სოსიედადთან '' ,რომელმაც გოლების უკეთესი შეფარდებით მოიპოვა ჩემპიონობა .
შემდეგ სეზონმაც 1981/82 წელმა , კიდევ ერთი იმედგაცრუება მოუტანა '' მადრიდის რეალს'', ''რეალ სოსიედადი მეორეჯერ ზედიზედ გახდა '' ლა ლიგის'' გამარჯვებული. ბლანკოსმა კი დაიკავა 3-ე ადგილი ჩემპიონატში. ''რეალის'' ხელმძღვანელობამ კი გადაწყვიტა გაენთავისუფლებინა მოვალეობიდან ''ბოშკოვი'' , გუნდი კი ჩააბარეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვან ფიგურას ''მადრიდის რეალის'' ისტორიაში: ''ალფრედო დისტეფანოს''.
''დი სტეფანო'' აკვირდებოდა კლუბის აკადემიას. ის ფიქრობდა, რომ აკადემიაში ძალიან ბევრი ახალგაზრდა ტალანტი თამაშობდა და მათი ძირითად გუნდში გადმოყვანა წარმატების მომტანი იქნებოდა . ''მადრიდის რეალის'' მეორე გუნდი დაარსდა 1930 წელს. ''რეალ მადრიდ კასტილიამ '' გამოზარდა ბევრი თავისი დროის წარმატებული და დიდებული ფეხბურთელი:''ხულიო ლორენტე '', ''რაული'', ''იკერ კასილასი '', ''ესტებან კამბიასო '' და ''ხოსე კამინერო'', მაგრამ 1970/80 - ნი წლები უნდა ჩაითვალოს ''კასტილიის'' ოქროს ხანად.

შესანიშნავი ხუთეული  ანუ ''Quinta del Buitre''  ნაწილი 1


1979/80 წლის სეზონში ახალგაზრდა კასტილიელები გავიდნენ სამეფო თასის ფინალში. ფინალში გასვლამდე მათ გადალახეს ისეთი ძლიერი გუნდები, როგორებიც იყვნენ იმ დროისთვის : ''ესტემადურუ'', ''ალკორკონი'',''რასინგი'', ''ჰერკულესი'', ''სპორტინგი'', ''ატლეტიკი'' და ''რეალ სოსიედადი''. ოთხი მათგანი იმ დროისთვის იმყოფებოდა ლიდერის პოზიციაზე ''ლა ლიგაში''. მათ დაამარცხეს ასევე ''ხიხონი'' , სადაც ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი თამაშობდა ''ლა ლიგის'' ისტორიაში, ეს იყო ''კინი'', რომელიც 5-ჯერ იყო ლა ლიგის საუკეთესო გოლიადორი გამხდარი .
ფინალში ''კასტილია'' შეხვდა ''მადრიდის რეალის'' პირველ გუნდს, ამ უკანასკნელისთვის იოლი თამაში აღმოჩნდა და ''კასტილია'' დაამარცხა ანგარიშით 6-1 , მაგრამ ეს არავის ადარდებდა ეს თამაში აღქმული იქნა, როგორც ოჯახის გაერთიანება. ეს თამაში შედგა 1980 წლის 4 ივნისს. მატჩს ესწრებოდა ესპანეთის მეფე ''''ხუან კარლოსი. ძირითადი გუნდიდან გოლები გაიტანეს : ''ხუანიტომ (დუბლი)'', ''სატილიანამ'', ''საბიდომ'', ''დელ ბოსკემ '' და ''გარსია ერნადესმა''. ''ალვარესმა'' კი გაიტანა ერთდაერთი საპასუხო გოლი.

შესანიშნავი ხუთეული  ანუ ''Quinta del Buitre''  ნაწილი 1


''მიუხედავად იმისა რომ , ჩვენ დავამარცხეთ ''ლა ლიგის'' გუნდები ფინალამდე, მაინც დიდი სხვაობა იყო ჩვენ შორის და პაქტობრივად წარმოუდგენელი იყო პირველი გუნდის დამარცხება განაცხადა ''რიკარდო გალერომ''.
''კასტილიას'' 5 ფეხბურთელის ბრწყინვალე თამაში არავის არ გამორჩენია და ისინი მიიჩნეოდნენ ყველაზე ახალგაზრდა ნიჭიერ ფეხბურთელებათ. ესენი იყვნენ: ''ემილიო ბუტრაგენიო'',
''მარტინ ვასკესი'', ''მიჩელი'', ''მიგელ პადრესა'', და ''მიგელ სანჩისი''.
(რომლის მამაც მონაწიელობდა ''მადრიდის რეალის'' რიგებში, 1966 წლის ''ჩემპიონთა ლიგის'' ლეგენდარულ ფინალში) ამ ხეთეულმა მალევე მოიპოვა შესანიშნავი ხუთეულის წოდება ანუ ''La Quinta del Buitre ''.
შესანიშნავი ხუთეული  ანუ ''Quinta del Buitre''  ნაწილი 1



ხუთეულის წარმატებამ პიკს მიაღწია 1983 წლის 14 ნოემბერში , როდესაც გაზეთ ''ელ პაისში ''
გამოიცა , ''ხულიო ცეზარ ეგლესიასის'' სტატია, სათაურით: ''‘Amancio y la Quinta del Buitre’ (''.
''როცა მე მთხოვეს , დამეწერა სტატია ''ელ პაისისთვის'' , მაშინ მე განვაცხადე, რომ მსურდა დამეწერა ახალგაზრდულ გუნდზე '',მადრიდის რეალზე'', იხსენებს '' იგლესიასი''. სტატიას წარმოუდგენელი გამოხმაურება მოჰყვა და სულ ცოტა ხანში , უკვე მთხოვდნენ, რომ გამომექვეყნებინა მეორე ნაწილი. სტატიის გამოსვლის ორი თვის თავზე 5 ფეხბურთელიდან , რომლებზეც მე გავამახვილე ყურადღება 4 უკვე ითვლებოდა ვარსკვლავად.''
რათქმაუნდა ძნელი იყო ისეთ გაზეთისთვის, როგორიც იყო ''ელ პაის-ი'' ( ''ელ პაის'' არის ყოველდღიური პოლიტური გამოცემა ) გეიძულებინა გამოექვეყნებინათ რეალის ახალგაზრდა, არც თუ ისე ცნობილ ფეხბურთელებზე სტატია.
''ერთადერთი ვინც ემხრებოდა და მეხმარებოდა სტატიების გამოქვეყნებაში ეს იყო გერმანული ფეხბურთის წარმომადგენლები , იმ დროისთვის მოდაში იყო გერმანული ფეხბურთი , ''გერმანიის'' ეროვნულ ნაკრებმა 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვა ბრინჯაო , ხოლო ''მიუნხენის ბაიერნი ''
იყო ''ჩემპიონთა ლიგის '' ფინალისტი. იმ დროისთვის გერმანელები თამაშობდნენ ბლანკოსში , რაც ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო მათი დახმარებისა, თუმცაღა მათი ფეხბურთი იყო მექანიკური , ხისტი , მე კი ესპანელების ლამაზი დახვეწილი ფეხბურთი მიზიდავდა.აგრძელებს მოყოლას ''იგლესიასი''.
''ჩვენ გვყავდნენ ფეხბურთელები, რომლებიც მოედანზე ავსებდნენ ერთმანეთს - იხსენებს ''ემილიო ბუტრაგენიო''. აღსანიშნავია ასევე სენიორ ''ასლფრედო დი სტეფანო'' , რომელმაც გაბედა და ახალგაზრდა ფეხბურთელებს მოგვიძებნა ადგილი ძირითადში, ესეთი შემთხვევები ძალიან იშვიათი იყო იმ დროისთვის , მაგრამ ჩვენ ვაჩვენეთ უმაღლესი დონის ფეხბურთი და გავამართლეთ ჩვენზე გაცემული ავანსები'' . ისინი ყველანი გახდნენ ვარსკვლავები და მომავალი 10 წლის მანძილზე სრულიად მადრიდი ამაყობდა მათი ფეხბურთელებით.
შესანიშნავი ხუთეული  ანუ ''Quinta del Buitre''  ნაწილი 1



''მარტინ ვასკესი '' იყო ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელი ხუთეულში, ის შესანიშნავად თამაშობდა და ის გახდა ''მადრიდის'' გული დროთა განმავლობაში.
''კარგათ მახსოვს ის დღე , როდესაც მე მითხრეს, რომ ვივარჯიშებდი ძირითად გუნდთან ერთად. მე არ მეძინა იმ ღამეს , მე ვიყავი ძალიან შეშინებული ,მაშინებდა ის ფაქტორი თუ როგორ მიგვიღებდა პუბლიკა ''მანოლოს'' და მე . მე არ ვფიქრობდი , რომ მუდამ ესე იქნებოდა . მე გადავბარგდი ''რეალში'' 14 წლის ასაკში , 17 წლისას მქონდა დებიუტი პირველ გუნდში , 4 წლის მძიმე მუშაობდა დამიფასდა იხსნებს ''ვასკესი''.
შესანიშნავი ხუთეული  ანუ ''Quinta del Buitre''  ნაწილი 1



'' ეს ძალიან საშიში მომენტია ბავშვისთვის , რომელიც ჩვეულისამებრ ტრიბუნიდან ადევნებდა თვალ-ყურს მისი კუმირების თამაშს, გასახდელში შენ კუმირებთან ერთან ყოფნა ამაღელვებელი მომენტია .ესეთ ასაკში შეურთდე მთავარ გუნდს ეს მართლაც ამაღელვებელია, აგრძელებს ''ვასკესი''. გუნდში იყო ბევრი გამოცდილი ფეხბურთელი , ისევე როგორც ახალგაზრდა ჩვენ ძალიან თბილად მიგვიღეს. ჩვენი ოცნებები გახდა რეალური . ჩვენ ვთამაშობდით ''მადრიდში''. ლეგენდარულ ფეხბურთელებთან ერთად.
31 იანვარს 1984 წლისა ''დი სტეფანომ'' გამოიძახა ''ბუტრაგენიო'' ძირითად გუნდში , რამოდენიმე დღეში კონკრეტულად 5 თებერვალს ახალგაზრდა ფეხბურთელის დებიუტი შედგა ''კადისა-ს'' წინაამღდეგ.
მე მახსოვს ყველაფერი ძალიან კარგად , თითქოსდა ეს ყველაფერი გუშინ მოხდა . მე ჩავატარე ვარჯიში ძირითად გუნდთან სამშაბათს და ოთხშაბათს , ხუთშაბათს არა . პარასკევს მე დავბრუნდი ძირითად გუნდში და აღმოვაჩინე , რომ მე ვიყავი გამოძახებული ''კადისის'' წინაამღდეგ მატჩში და ამ ვიქენდებზე მე არ ვივარჯიშებდი ''კასტილიაში''.
მაშინ მე გავათვითცნობიერე , რომ შედგებოდა ჩემი დებიუტი ძირითად გუნდში. აცხადებს ''ბუტრაგენიო''.
''მიჩელის'' დებიუტი ''რეალ მადრიდში'' შედგა ''სანტიაგო ბერნაბეუზე'' პრინციპული მოწინაამღდეგეს ''ბარსელონას '' წინაამღდეგ. ერთ-ერთ ყველაზე მნიშნელოვან მატჩში სეზონისა მიჩელი თამაშობდა 7 ნომრიანი მაისურით.
''ამანსიომ'' მომცა საშუალება იმისა , რომ ჩემი დებიუტი შემდგარიყო ''ბარსელონას'' წინაამღდეგ სანტიაგო ბერნაბეუზე. იმ წელს ''ბარსა'' თამაშობდა ''ტერი ვენეიბლსას'' მეთაურობით და იმ წელს გუნდი ჩემპიონი გახადა კიდეც, მაგრამ ბერნაბეუზე ჩვენ ვიზეიმეთ გამარჯვება, ანგარიშით 3-0. ''ამანსიოს'' სჯეროდა ჩემი , ეს იყო დიდი რისკი , ჩემი გამოყვანა მოედანზე ესეთ მომენტში მისი მხრიდან . იხსენებს '' მიჩელი''.
შესანიშნავი ხუთეული  ანუ ''Quinta del Buitre''  ნაწილი 1



წლის ბოლოს ხუთეულმა დაიწყო მოქმედება , იმ მომენტისთვის ''ბუტრაგენიომ'' ჩაატარა ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ''მადრიდის რეალში'', 16 წლის თავზე '' სანტიაგო ბერნაბეუს'' გახსნისა, 1984 წლის 12 დეკემბერს , საპასუხო მატჩში''უეფას '' თასზე ''ანდელეხტის '' წინაამღდეგ. გასვლაზე ''რეალს'' წაგებული ქონდა ანგარიშით 3-0, მაგრამ სახლში გაანადგურეს ანდელეხტი ანგარიშით 6-1. იმ მატჩში ''ემილიომ'' გაიტანა 3 გოლი , ეს იყო პირველი დიდი დღე ხუთეულის ერის .
'' იმ ღამეს მე მივხვდი თუ რას ნიშნავდა გეთამაშა ''მადრიდის რეალში'' და რატომ ქონდა გუნდს ამდენი ტიტულები. იმ ღამეს ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახდა , იმ ღამეს ევროპული ფეხბურთის ლეგენდარულმა კლუბმა დაიწყო აღზევება , ის ღამე იყო გადამწვეტი ფაქტორი ჩემ კარიერაში, იმ მომენტისთვის მე გავხდი გუნდის სრულ უფლებიანი წევრი, აცხადებს ''ემილიო''
იმ ღამეს მეორე გოლის შემდგომ ბერნაბეუმ სკანდირებდა ემილიოს სახელს პირველად.

პ.ს ეს ყველაფერი თქვენთვის ჩემო კარგებო. მე-2 ნაწილს შემოგთავაზებთ უახლოეს მომავალში.










მეორე ნაწილი იხილეთ აქ!



dle 10.1

  • irakli.g
  • 26 თებერვალი 2012
  • 4208
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)