აგენტი : "პიპიტა არსად წავა"

მოგეხსენებათ, სპეკულაციები არ წყდება გონსალო იგუაინის მადრიდიდან აბარგებასთან დაკავშირებით, არგენტინელი მოთამაშის მომავალს უამრავ კლუბს უკავშირებენ...


პიპიტას აგენტმა რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ მისი კლიენტი თეთრი ფორმის გახდას არ აპირებს, რადგან მადრიდში თავს ბედნიერად გრძნობს, მაგრამ ამ განცხადების შემდეგ სიტუაცია არ შეცვლილა და ჭორებმა კიდევ უფრო იმატა.

დღეს კი პრესაში აგენტის კიდევ ერთი განცხადება გავრცელდა, სადაც იგი კვლავ უარყოფს რაიმე სახის მოლაპარაკებას სხვა გუნდის ადმინისტრაციასთან.

"გონსალო არსად არ აპირებს წასვლას, რადგან სამეფო კლუბში თავს ბედნიერად გრძნობს, იგი მთელ გუნდს სჭირდება და ამას ნამდვილად აცნობიერებს."

"ჩემმა კლიენტმა "ბლანკოსში" უკვე ყველაფერი გააცნობიერა და ამ გუნდს უდიდეს პატივს სცემს, ის სულ პატარა ასაკში იყო, როდესაც მადრიდულ გიგანტს შეუერთდა."

"არცერთი გუნდის ხელმძღვანელობასთან არ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, სიმართლე გითხრათ არც შემოთავაზება ყოფილა, პრესაში დაწერილი ინფორმაციები მხოლოდ ჭორია და მეტი არაფერი."

"იგუაინი ინარჩუნებს სიმშვიდეს და აგრძელებს მუშაობას, მისი მთავარი მიზანი მადრიდის "რეალთან" ერთად წარმატების მიღწევაა, იგი სხვა არაფერზეა ორიენტირებული." dle 10.1

  • Hala
  • 26 თებერვალი 2012
  • 1914
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (312)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)