ადამიანი '' ორკესტრი''

ადამიანი '' ორკესტრი''

''ალფრედო დი სტეფანო'' ადამიანი, რომელმაც შეცვალა ''მადრიდის რეალი''


არგენტინელი '' ალფრედო დი სტეფანო'' შეიძლება ჩაითვალოს ყველაზე ავტორიტეტ ფეხბურთელად ''პელეს'' ეპოქამდე . 1950 წლის მეორე ნახევრისთვის , ის ითვლებოდა ყველაზე ვარსკვლავად და ავტორიტეტ ფეხბუთელად სრულიად საფეხბურთო სამყაროში . თვით ''სანტიაგო ბერნაბეუ '' იღებდა მისგან რჩევებს თუ ვინ შეიძლებოდა გამხდარიყო გუნდის მწრთნელი .
''ალფრედო '' ფიზიკურადაც ეგზოტიკურად გამოიყურებოდა , მას ქონდა მოწითალო ფერის თმები , რაც ძალიან იშვიათია არგენტინელებში , ეს უფრო მას დედისგან ერგო , რომელიც იყო ირლანდიული წარმოშობის. ფეხბურთის თამაშის ნიჭი კი მას მამისგან ერგო , რომელიც თამაშობდა ''რივერ პლეიტში ,'' მაგრამ მძიმე ტრამვის გამო ფეხბურთს ნაადრევად ჩამოშორდა. სახლში ყველაზე კოლორიტ ფიგურად ითვლებოდა, დიდი ბაბუა, რომელიც იყო ''ჯუზეპე გარიბალდის '' არმიის გენერალი.


ადამიანი '' ორკესტრი''



''ალფრედოს '' კარიერა არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ტალანტს შეუძლია ნებისმიერი ბარიერის გადალახვა . ბავშობაში ის თამაშობა მოუხელთებელი კაუჩუკის ბურთით , რადგანაც ტყავის ბურთის ფუფუნება არ ქონდათ '' ბუენოს საირესის'' საპორტო კვარტალში მცოხვრებ ხალხს. შემდეგ როდესაც ალფრედომ მცირე ნაბიჯები გადადგა ფეხბურთში , მამამისმა ის გაუშვა სამუშაოდ , ოჯახში სადაც მას ძალიან პატარა ავანს უხდიდნენ . დი სტეფანო იხსენებს, რომ დგებოდა დილით ძალიან ადრე 4:30-ზე , სწრაფად წაიხემსებდა ხოლო შემდგომ კი სამუშაოდ მიდიოდა.
ერთხელაც ოჯახის ახლობელმა ალფრედოს მამას აუწყა, რომ '' რივერ პლეიტი'' ეძებდა ახალგაზრდა ტალანტებს და რომ მას შეეძლო მიეყვანა "დი" სინჯებზე.
კონკურსი აღმოჩნდა საშინელი , 70 ბავშვიდან მხოლოდ და მხოლოდ 2 მოზარდი იქნა შერჩეული , ალფრედო და ერთი ახალგაზრდა ყმაწვილი .
დებიუტი ალფრედოს ძირითად შემადგენლობაში შედგა რამოდენიმე წლის შემდეგ , ''რივერი'' 1945 წლის 7 აგვისტოს შეხვდა ''ჰურაკანს'' . თამაშის დაწყებამდე დი სტეფანოს გააფრთხილეს , რომ მოედანი ცუდ მდგომარეობაში იმყოფებოდა და თამაშის დაწყებამდე სახვევები დაედო ფეხებზე და ისე გასულიყო მოედანზე სათამაშოდ , მაგრამ ალფრედომ არ ისმინა და მეორე ნახევრის შუალედში შეცვლილი იქნა სამედიცინო პერსონალის ჩარევის შემდგომ . თუმცაღა არგენტინელმა მოასწრო თავის გამოჩენა ამ დროში და მოახდინა შთაბეჭდილება 'ჰურაკანას'' მესვეურებზე , რის შედეგადაც მათი დაჟინებული მოთხოვნით ''ალფრედო'' არენდით გადაბარგდა ჰურაკანში. ბედის ირონიაა , მაგრამ სწორად იქ გაიტანა მან პირველი გოლი არგენტინის ჩემპიონატში და სწორედ ''რივერის'' კარში . შემდეგ წელს რივერმა დაიბრუნა ალფრედო . დაბრუნებულმა კი 27 გოლის გატანა შეძლო და გახდა ბომბარდირი არგენტინის ჩემპიონატისა , იმავე წელს მან მოიგო სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატი, მაგრამ ვინ იფიქრებდა, რომ ეს გამარჯვება ნაკრებთან ერთად იქნებოდა ''ალფრედოსთვის'' პირველი და უკანასკნელი.


ადამიანი '' ორკესტრი''



1949 წელს, არგენტინის ჩემპიონატში დიდი არეულობა დაიწყო . ფეხბურთელებს უგვიანებდნენ ხელფასებს , თავიდან ეს დაბალი დონის გუნდებში ხდებოდა რამაც ამ გუნდების ფეხბურთელებში გამოიწვია პროტესტი რასაც არგენტინის ფედერაციის გასაკვირად გრანდების ფეხბურთელებიც შეუერთდნენ. ფედერაციამ უკან დაიხია და დავალიანების ნახევარი დაფარა . ამ ფაქტმა კი ალფრედო და მისი თანაგუნდელები სერიოზულად დააფიქრა არგენტინიდან წასვლაზე, მაგრამ სად უნდა წასულიყვნენ ? კოლუმბიაში არსებობდა ლიგა , რომელსაც ''ფიფა'' არ აღიარებდა და იქ გადასულ ფეხბურთელებს აკისრებდა უზარმაზარ ჯარიმებს .

1949 წელს ''ალფრედო დი სტეფანო'' ჩავიდა ქალაქ ''ბოგოტაში '' , სადაც ის ჩაირიცხა ''მილონარიოსში'' გაზეთები წერდნენ : "როგორც იქნა ჩვენ გვაქვს საშუალება დავაკვირდეთ და დავტკბეთ მისი თამაშით . დი სტეფანო - ყველაზე სწრაფი და საშიში ცენტრ-ფორვარდია კონტინენტზე." ეს ის დროა როცა ბრაზილიერების ხანა იდგა კერძოდ კი ადემირის და ელანო ფრეიტასი.

ერთ-ერთ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ''ბოგოტაში'' 1 წელში შეძლო და გამოიმუშავა ფული ,რომლის საშოვნელად მას არგენტინაში 10 წელი დასჭირდებოდა.

ამხელა კალიბრის ფეხბურთელს უკვე აღარ ყოფნიდა ''მილონარიოსი'' და მისი გადასვლა რომელიმე გრანდში გარდაუვალი იყო . მალევე ეს შეხვედრა შედგვა, 1952 წელს ზაფხულში , მადრიდის "რეალი'' აღნიშნავდა დაარსებიდან 50 წლის იუბილეს . გრანდიოზულ ტურნირზე მიწვეული იქნა '' მილონარიოსიც'' დი სტეფანოსთან ერთად. გუნდმა მოიგო ტურნირი ''დი'' კი გახდა საუკეთესო ფეხბურთელი ტურნირისა . ამის შემდგომ კი სამეფო კლუბმა თვალი დაადგა არგენტინელს.

რათქმაუნდა მაშინვე ჩაერთო ამ საკითხში ''ბარსელონაც'', რომელსაც ისევე სურდა არგენტინელი ტალანლტის ხელში ჩაგდება როგორც ეს ''ბლანკოსს'' ეწადა. კატალონიური კლუბის ხელძღვანელობას კარგი ურთიერთობა ქონდა ''რივერ პლეიტთან '', რომელსაც ფორმალურად ეკუთვნოდა დი სტეფანო.

"რეალი '' კი ცდილობდა ''მილონარიოსის'' მესვეურები მოეხიბლა მაცდური წინადადებებით ...

დი სტეფანო მალევე მიხვდა , რომ მისი ადგილი ესპანეთში იყო და მიღებული იქნა კომპრომისული გადაწყვეტილება, რომლის თანახმად 2 წელი ის თეთრებში ითამაშებდა ხოლო შემდეგი 2 წელი კი "ბარსელონაში" და ნაწყენიც არავინ დარჩებოდა.

როცა დი სტეფანომ მოაწერა ხელი რეალთან კონტრაქტს , კატალონიელებმა მაშინვე უარი განაცხადეს მასზე და ყველაფერში დაადანაშაულეს'' გენერალი ფრანკო'' , მათ განაცხადეს , რომ დის რეალში გადასვლა იყო გამოწვეული შანტაჟის და შიშის ხარჯზე , რომელიც რაღათქმაუნდა ფრანკომ ჩაიდინა ...


ადამიანი '' ორკესტრი''



როგორც არ უნდა ყოფილიყო ''რეალის '' ჰეგემონიამ მოიცვა მთელი საფეხბურთო სამყარო ევროპულ ფეხბურთში და შიდა ჩემპიონატშიც .ყველა ლაპარაკობდა დი სტეფანოს ნიჭზე. მოედანზე მას შეეძლო ყველაფერი . ის მრავალჯერ გახდა ''პრიმერას'' ბომბარდირი ორჯერ კი ევროპის თასებზე გამოიჩინა თავი . მას შეეძლო გაჭირვების ჟამს დამცველის როლის შესრულებაც. ნამდვილი ფეხბურთელი ადამიანი - ორკესტრი!

პირველი ევროპული ჩემპიონატის ფინალის შემდგომ, სადაც ''რეალმა'' 4:3 დაამარცხრა
ფრანგული გუნდი''რეიმსი'', '' გაბრიელ ანო'' წერდა გამომცემლობა ''ეკიპ''-ში : "დი სტეფანო - ყველაზე საჭირო ფეხბურთელია, ვინც კი ოდესმე მიხილავს , იგი გამორჩეულად ძლიერია შეტევაშიც და დაცვაშიც "

ის ჩამოყალიბდა ნამდვილ ლიდერად , არგენტინელი მუდამ ელაპარაკებოდა თანაგუნდელებს მოედანზე , ახდენდა გადანაცვლებებს , ანაწილებდა გადაცემებს ,იტანდა გოლებს, ის თავის თავსაც ესაუბრებოდა მოედანზე რის გამოც ერთხელ მატჩის არბიტრმა შენიშნვაც კი მისცა ...

"დი" იყო ძალიან კარგი ადამიანიც ყველაფერთან ერთად. არგენტინაში მოღვაწეობის ჟამს ის დაუმეგობრდა ''ჰექტორ რიალს.'' შემდეგ მათი გზები გაიყარა , დი წამოვიდა ევროპაში, ხოლო რიალი ურუგვაიში , სადაც მისი კარიერა არ აეწყო და რაღაც დროის მანძილზე ის დარჩა უმუშევარი . ამ დროს კი სენიორ ბერნაბეუმ გადაწყვიტა
შემტევი ხაზის გაძლიერება , უხმო რა თავისთან დი სტეფანოს და ჰკითხა თუ ვის ისურვებდა ის გუნდში მის გვერდით მოთამაშეს , არგენტინელმაც არ დააყოვნა და რიალის კანდიდატურა წამოაყენამ რაზეც სენიორმა მიუგო ,რომ გაეგო თუ რამდენი სურდა ხელფასი რიალს ,საბოლოოდ 200 000 ათასზე შეთამხდნენ , მაგრამ ეს არ მოეწონა ''ალფრედოს'' და 200 000 ნაცვლად იგივე კალამით ჩაასწორა და ხელფასი 250 000 გაუზარდა , რაზეც რათქმაუნდა დათანხმდა დონ სანტიაგო ბერნაბეუ.


ადამიანი '' ორკესტრი''



კლუბური კარიერის მწვერვალზე მოექცა დი სტეფანო 1960 წელს , როდესაც მადრიდის ''რეალმა'' ''ფრანკფურტის აინტრახტი '' ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაანადგურა ანგარიშით 7:3 . ბევრი ამ ფინალს ყველაზე სანახაობრივ ფინალად მიიჩნევს ისტორიის მანძილზე. მადრიდის "რეალიდან'' გოლები გაიტანეს: დი სტეფანო ( 3 ) და ''ფერენც პუშკაში'' 4 .
''ალფრედოს'' ერთდაერთი რაც არ გამოსდიოდა ეს ნაკრებში თამაში იყო . ამ ამბავში კი ის ყველაზე ნაკლებად იყო დამნაშავე ... საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდგომ მან მწრთნელადაც იმუშავა , არგენტინაში , ესპანეთში , პორტუგალიაში და საკმაოდ წარმატებულადაც გამოიყურებოდა - 1980 წლის მაისში მის გაწვთნილმა ''ვალენსიამ '' თასების თასზე პენლებში დაამარცხა ''არსენალი'' , მაგრამ ორ დღეში ის განთავისუფლებული იქნა . სენიორ დი სტეფანომ კი მიუგო მათ: "როცა დააპარებთ მოიგოთ კიდევ ერთი თასი მაშინ დამირეკეთ მე ".

ბოლოს კი მინდა ორი ლეგენდარული ფიგურის სურათით დავამთავრო ეს სტატია.


ადამიანი '' ორკესტრი''
dle 10.1

  • irakli.g
  • 25 თებერვალი 2012
  • 2844
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)