იგუაინი:"რთული მატჩი გველის"

მადრიდის "რეალის" ფორვარდმა, გონსალო იგუაინმა ინტერვიუ ჩაწერა Bwin–ის ჯურნალისტებთან. იგი არ მალავს სურვილს იმისა, რომ მოიგოს ჩემპიონთა ლიგა, თუმცა ჯერ–ჯერობით მისი და მისი გუნდის სამიზნე "რაიო ვალეკანოა".


"წინ გველის რთული დაპირისპირება, ვინაიდან "რაიო ვალეკანოს" ფეხბურთელბი ყოველთვის ბოლომდე იხარჯებიან, რასაც მათთვის ზომიერი შედეგი მოაქვს. თანაქალაქელები "ლა ლიგის" მერვე პოზიციაზე არიან, რაც მეორე დივიზიონიდან გადმოსული გუნდისთვის ბრწყინვალე შედეგია".

"მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე ძლიერია, მაინც მიზანი მხოლოდ ერთია – სამი ქულის მოპოვება. არ გვაქვს ქულების განიავების უფლება, როცა სხვა გუნდებთან კარგი ჰანდიკაპი გვაქვს. შედეგის მიღწევისთვის ბევრი შრომაა საჭირო, ეს კი ჩვენ ნამდვილად არ გვეზარება".

"თითოეულ გულშემატკივარს სურს, რომ დიდი ანგარიშით გავიმარჯვოთ, მაგრამ ამის გაკეთება ძლიერ გუნდებთან საკმაოდ რთულია. ჩვენ ვითამაშებთ ისე, როგორც საკუთარ კედლებში. ვიმედოვნებ, რომ მათ სტადიონზეც ჩვენი ბევრი ქომაგი იქნება. რასაკვირველია, ბოლომდე დავიხარჯები და შევეცდები მათი გოლკიპერი დავამწუხრო".

"სამწუხაროა, რომ გუნდს ვერ ეხმარებიან ქარიმ ბენზემა და ანხელ დი მარია. რაც უფრო მალე დაგვიბრუნდებიან ისინი, მით უფრო კარგი ჩვენთვის".


და ბოლოს, გონსალო მის ფიზიკურ კონდიციებზე საუბრობს:"მე ვარ 24 წლის და შესაბამისად, ბევრი რამ მაქვს წინ. რა თქმა უნდა, ბევრი რამ უნდა ვისწავლო და ეს ყველაფერი იდეალურ შედეგამდე მიმიყვანს".

Realmadrid.com dle 10.1

  • tata
  • 24 თებერვალი 2012
  • 1651
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)