ფანტასტიკური ადამიანი ანუ უბრალოდ ზიზუ

ამ სტატიაში შევეცდები მოკლედ მოგითხროდ ზინედინ ზიდანზე


ოფიცერი საპატიო ლეგიონის(2009), საუკეთესო ფეხბურთელი უეფას ვერსიის უკანასკნელ 50 წელში (2004), ოქროს ბურთის მფლობელი როგორც საუკეთესო ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონატისა (2006), სამ გზის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ფიფას ვერსიით (1998,2000,2003 ) , ან უბრალოდ ზინედინ ზიდანი.
7 წლის ზიზუ როგორც კი დაბრუნდებოდა სკოლიდან , ის მაშინვე იღებდა ბურთს და გარბოდა ფეხბურთის სათამაშოდ ძმებთან და მეგობრებთან ერთად მოედანზე, რომელიც იმყოფებოდა სახლთან ახლოს . მოედნის კუთხეში იყო მაღაზია სადაც მას მკაცრად ჰქონდა აკრძალული სირბილი , საერთოდაც მისი სახლში შემოყვანა ძალიან ძნელი იყო, თუმცაღა ბურთით თამაში სახლშიც გრძელდებოდა , ვინ იცის რამდენი ჭაღის შეცვლა უწევდათ მის მშობლებს პატარა გენიოსის გადამკიდე. 1972 წლის 23 ივნისს, ჯერ კიდევ არავის წარმოედგინა, რომ მარსელში დაიბადებუი ადამიანი, შეცვლიდა ფეხბურთის ისტორიას და იქნებოდა მისაბაძი მილიონობით ადამიანისთვის , თვით ზიზუმაც არ იცოდა, რომ მას მოელოდა ჯადონსური მომავალი. ნუთუ, შეეძლო ლა კასტელანაში(მარსელის გარეუბანი სადაც ცხოვრობდნენ ემიგრანტები) დაბადებულ ბავშვს წარმოედგინა, რომ ის იქნებოდა ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ფეხბურთის ისტორიის მანძილზე.
ბევრს უჩნდება კითხვა თუ ვინ იპოვა ზიდანი ? მისი ტალანტის აღმომჩენი იყო ჟან ვარო დიდი ფეხბურთის მოყვარული, რომელიც სკაუტის ფუნქციებს ითავსებდა მთელ ქვეყანაში. (საფრანგეთში)

ფანტასტიკური ადამიანი ანუ უბრალოდ ზიზუ

1986 წელს ის ჩავიდა 3 დღით რეგიონალურ ცენტრში ექს ონ პროვანსში, სადაც მან აღმოაჩინა იდეალური ტექნიკის მქონე ბიჭები მათ შორის ზიზუც , ჩნდებოდა შთაბეჭდილება, რომ თითქოსდა ზიზუს ბურთი ფეხზე ჰქონდა მიწეპებული და მის გაშვებას არსად არ აპირებდა, ის ადვილად უმკლავდებოდა მცველებს და არიგებდა საოცარ გადაცემებს . აღტაცებულმა ვარომ, ზინედინი შესთავაზა კანის მწრთვნელს, და სწორედ აქედან დაიწყო ზიზუს პროფესიონალური კარიერა (20 წლის ასაკში). ბორდოში. შემდეგი იყო (იუვენტუსი), 2001 წლის ზაფხულში კი ის გადავიდა მადრიდის რეალში რეკორდულ თანხათ მაშინდელი დროისთვის 75 მილიონად.
<<მე ხშირად მირჩევდნენ რომ ამეღო საკუთარ თავზე თამაში , უფრო ხშირადაც მინდოდა გოლის გატანა, მაგრამ როგორც ჩანს, ჩემი ბედია მოვემსახურო სხვას და შევუქმნა მომენტი>>
ზიდანის მთავარი პლიუსი მოედანზე, აზროვნების უნარი მოედანზე იყო. მისი გადაცემები და დარტყმები კარში ზუსტად მაშინ, როცა საჭიროება მოითხოვდა.აღსანიშნავია, ფეხბურთელის გუნდური სულისკვეთება, მას ეგოიზმი არასდროს არ ახასიათებდა მოედანზე და ამ სტილის ფეხბურთელი იდეალურად ჯდებოდა მადრიდის რეალის მოთხოვნილებებში.1998 წლის ყველსათვის ცნობილი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის შემდეგ ზინედინ ზიდანი გახდა ნამდვილი ნაციონალური გმირი საფრანგეთში. იტალიაში მას სწრაფადვე მოუძებნეს ზედმეტსახელი და შეარქვეს თეთრი კატა.
<< ოცნება მუდამ უნდა შეეძლოს ადამიანს, სიცოცხლე მის გარეშე კარგავს აზრს და გარდაიქმნება არარაობაში.დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ყველა ფეხბურთელს შეუძლია თავის კარიერის ბოლომდე განაგრძოს გაუმჯობესება. რა თქმა უნდა, ყოველ მატჩში 100 პროცენტით ვერ ითამაშებ , მაგრამ ... მე მაქ ერთი ოცნება და თუ მას ავისრულებ მაშინვე წავალ ფეხბურთიდან>> წარმოიდგინეთ ჩვენ ვთამაშობთ მსოფლიო ჩემპიონატზე , 90-ე წუთზე ანგარიში 0-0 -ია ასახული ტაბლოზე, მე ვიღებ ბურთს, გავდივარ ერთი-ერთზე, ვეცემი, მაგრამ მაინც ვახერხებ კარში დარტყმას და ბურთი ბადეშია.. ეს საოცრებაა! მაგრამ ნაკლებად აღსრულებადი განაცხადა ზიზუმ. ზიდანი არის ცოცხალი ლეგენდა მსოფლიო ფეხბურთისა . გაინტერესებთ რას ლაპარაკობდნენ მასზე ლეგენდარული ფეხბურთელები ?
ფანტასტიკური ადამიანი ანუ უბრალოდ ზიზუ

<<ის იყო მოედნის მეპატრონე. მე ზიზუს შევიყვანდი მსოფლიოს 5 საუკეთესო ფეხბურთელში. უკანასკნელ 10 წლის განმავლობაში, არავინ ყოფილა ისეთი, როგორიც იყო ზიზუ . ზიდანი იყო მატჩის ჯადოქარი 2006 წელს საფრანგეთი-ბრაზილიის დაპირისპირების დროს>> - პელე
ფანტასტიკური ადამიანი ანუ უბრალოდ ზიზუ

<<მე ძალიან მიყვარს და ვაფასებ ზინედინ ზიდანს ,ზუსტად ეს ფეხბურთელი ქმნის სპექტაკლს, ის ძალიან ტექნიკურია და მისით აღფრთოვანებულნი არიან ფეხბურთის ლეგენდები. მსოფლიო ჩემპიონატზე, მას ვნახავ და მივესელამები ფეხზე მდგომი.ასევე, ვთხოვ, რომ გააგრძელოს თამაში მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ. იმისთვის,რომ ის არ წავიდეს ფეხბურთიდან , ის არის ცოცხალი ლეგენდა , ჩვენ გვიყვარს ფრანგი, არა იმიტომ, რომ მან მოიგო მუნდიალი, ჩვენ გვიყვარს ის თავისი საოცარი ტალანტის გამო. თუ ის წავა ფეხბურთიდან , მაშინ ჩვენ დავკარგავთ ადამიანს ,რომელიც ანიჭებდა დიდ სიხარულს სრულიად მსოფლიო ფეხბურთის მოყვარულებს . ზიზუ არის პროფესიონალითავისი საქმისა . მის მოსვლამდე არ ყოფილა ისეთი ფეხბურთელი რომელსაც შეეძლო ბურთის ფლობა ამ დონემდე და ალბათ არც მომავალში იქნები მისი მსგავსი>> -დიეგო მარადონა
ფანტასტიკური ადამიანი ანუ უბრალოდ ზიზუ

<<მე ვფიქრობ რომ ზიზუ უბრალოდ ლეგენდა არ არის ფეხბურთისა , ის ასევე გახდა ადამიანი ეპოქით, 1998 წლიდან 2006 წლამდე . ზიზუ არის საუკეთესოთა შორის საუკეთესო.თუ იქნებოდა შესაძლებელი რომ 4 საუკეთესო ფეხბურთელს მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში , პელეს , პლატინს ,მარადონას და ზიზუს გვეთამაშა ერთ გუნდში , მაშინ ჩვენ გვეყოლებოდა საოცარი შემადგენლობა.>>.
მიშელ პლატინი



dle 10.1

  • irakli.g
  • 24 თებერვალი 2012
  • 3334
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)