ACB დაიწყო

"კახასოლი" და "მადრიდის რეალი" დღეს საღამოს ადგილობრივი დროით 18:00 საათზე ერთმანეთს დაუპირისპირდებიან 2009/10 წლების სეზონის ACB–ის ლიგის შეხვედრის ეგიდით. თამაში გაიმართება Dos Hermanas Velodrome-ზე. მოწინააღმდეგეთა ნაკრებს წვრთნის "მადრიდის რეალის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი ხუან პლაზა. მათ განაახლეს შემადგენლობა და ეცდებიან ამ სეზონში თავი აარიდონ სატურნირო ცხრილში პრობლემებს.


დღეს საღამოს შედგება ეტორე მესინას ოფიციალური დებიუტი ACB ლიგაში "მადრიდის რეალის" მწვრთნელად. ეს მას შემდეგ, რაც მან წარმატებებს მიაღწია იტალიურ და რუსულ კლუბებთან , ისეთებთან, როგორებიც არიან: "ბოლონიის ვირტუსი" , "ბენეტონ ტრევიზო" და "მოსკოვის ცსკა".

პრიგიონი, გარდაბახოსა, სერხი ვიდალი, ველიცკოვიჩი, დასიჩი, ლევრინოვიჩი, კაუკენასი, ჰანსენი და სამბი ეს იმ ახალწვეულთა სიაა, რომელთათვის დღევანდელი შეხვედრა სადებიუტო იქნება ACB ლიგაში "მადრიდის რეალის" მაისურით.

პაბლო პრიგიონმა "იუტა ჯაზთან" გამართულ შეხვედრაში ტრავმა მიიღო, მაგრამ მიუხედავად ამისა ის დღევანდელი შეხვედრისთვის მზადაა და ითამაშებს კიდევაც. დღეს შეხვედრას გამოტოვებენ ტომას ვან დე შპიგელი და ფელიპ რეიესი.

ხუან პლაზა, რომელმაც მოიგო ზემოთ აღნიშნული ლიგის თასი და ULEB–ის თასი "მადრიდის რეალთან" ერთად, "კახასოლის" ახალი მწვრთნელია. კლუბმა საკუთარ რიგებში ახალი კალათბურთელები გადმოიყვანა, როგორებიც არიან: ასელინი, აგერი, კირკსაი, მარიო კაბანასი და დომენ ლორბეკი.


წყარო: Realmadrid.com
dle 10.1

  • shvela
  • 10 ოქტომბერი 2009
  • 3909
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)