მოურიონიო: "კარგი შედეგი დავაფიქსირეთ"

მადრიდის "რეალის" დამრიგებელმა, შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.


"მოწინააღმდეგის გოლმა გაგვაბრაზა, თუმცა მაინც კარგი შედეგი დაფიქსირდა ტაბლოზე.1-1 ის ანგარიშია, რომელსაც ვინატრებდი ნებისმიერ გასვლით მატჩში ჩემპიონთა ლიგაზე, ნებისმიერ მეტოქესთან."

"ცსკას" ფეხბურთელები ძალზედ გახარებულნი იყვნენ გოლის გატანით.ჩვენს ბანაკში კი ფეხბურთელები გაოცებულნი დარჩნენ, რამეთუ მთელი მატჩის განმავლობაში არაერთი მომენტი გვქონდა და მიუხედავად ამისა, ყაიმი გაგორდა.მოსკოველებმა ხისტად ითამაშეს."

"ამ სტადიონზე თამაში, ჩემთვის ერთი და იმავე სცენარით მიმდინარეობს ყოველთვის."ინტერითა" და "ჩელსით" ვიზიტის დროს, მინიმალური ანგარიშით მოვიგეთ.გუშინაც აქეთკენ მიდიოდა ყველაფერი, მაგრამ ბოლოს.."

"სტანდარტიდან ბურთის კარში გახვევა ნებისმიერს შეუძლია.მე არ დამინახავს ზუსტად, თუ რა მოხდა საჯარიმოში, მაგრამ ვიცი, რომ აღნიშნულ ეპიზოდამდე რონალდუზე აშკარა ჯარიმა არ დადო მსაჯმა.ვფიქრობ, ეს თამაშის ნაწილია.არბიტრმა ორივე გუნდის სასარგებლოდ დაუშვა შეცდომები."

"როდესაც მოედანზე დუმბიას ნაცვლად ორმეტრიანი მოთამაშე შემოვიდა, ალბიოლის გამოყვანა გადავწყვიტე, რამეთუ სტანდარტების დროს, რაული კარგი თამაშით გამოირჩევა.ძალიან მომეწონა მისი გარჯა."

"ვფიქრობდი, რომ შესაძლებელია 3 ფეხბურთელს მიეღო ტრავმა, მაგრამ მხოლოდ ბენზემა დაგვიშავდა." dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)