ძაგოევი და დუმბია - "ცსკა"-ს იარაღი

საფეხბურთო მიმომხილველთა, ექსპერტთა და უბრალო გულშემატკივართა ვარაუდით, თუკი საერთოდ "რეალს" კართან ხიფათი შეიქმნა, ამას ალან ძაგოევი და სეიდუ დუმბია გააკეთებენ...


ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე მოსკოველებმა დაკარგეს ვაგნერ ლავი, რომელიც ფაქტიურად გუნდის წამყვანი ფეხბურთელი გახლდათ, თუმცა "არმიელებს" მაინც დარჩათ ორი ისეთი მოთამაშე, რომელთა საშუალებითაც იგებენ ხოლმე - ალან ძაგოევი და სეიდუ დუმბია. პირველი მათგანი ძალიან ტექნიკური და სწრაფი გახლავთ. მისი შეძენით რამდენიმე ევროპული გრანდიცაა დაინტერესებული. ცნობისთვის, ანდრეი არშავინის შემდგომ ძაგოევი რუსეთის ბოლო წლების საუკეთესო მოთამაშეა.

რაც შეეხება, დუმბიას, კოტ დ'ივუარელმა რუსეთის პირველ ლიგაში საოცარი სეზონი ჩაატარა და ტურნირის ბომბარდირიც გახდა 24 გატანილი გოლით. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე კი 6 შეხვედრაში მან ხუთჯერ შეძლო მეტოქის კარის აღება. უკვე ცნობილია, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დუმბია ევროპული გუნდების სამიზნე იქნება. მართალია, "ცსკა" სწორედ ამ ფეხბურთელების კარგ თამაშებზე იქნება დამოკიდებული, თუმცა არ უნდა დავივიწყოთ სხვა მოთამშეებიც, პირველ რიგში აღსანიშნავია დაცვის ხაზის კარგი ასპარეზობა, სადაც ძმები ბერეზუცკები ბრწყინვალედ გამოიყურებიან.... dle 10.1

  • wishmaster
  • 21 თებერვალი 2012
  • 1580
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)