10 წელი ჩემპიონთა ლიგაში დებიუტიდან

2002 წლის 19 თებერვალი - დღე, როცა შედგა ჟოზე მოურინიოს დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე ”პორტუ”-ს თავკაცის რანგში. სიმბოლურია, მაგრამ ადგილი, სადაც მისი დებიუტი შეგდა იყო ”სანტიაგო ბერნაბეუ”-ს სტადიონი. 10 წლის წინ, სწორედ იმ სტადიონზე, რომელიც მისთვის ამჟამად მშობლიურია , დაიწყო მისი ბრწყინვალე კარიერა ჩემპიონთა ლიგაზე.


მაშინ, როცა ჟოზე მოურინიოს დებიუტი შედგა ჩემპიონთა ლიგაზე, მის ანგარიშზე იყო სამკვირიანი სამწვრთნელო გამოცდილება ”პორტუს” მთავარი მწვრთნელის რანგში, ხოლო პასპორტში კი 39 წელი ეწერა. სადებიუტოდ პორტუგალიელს სიმბოლური არენა არგუნა ბედნა: ”სანტიაგო ბერნაბეუ”. პირდაპირი, ყველაფერზე წამსვლელი, ქურთუკში, რომელსაც ”პორტუს” ემბლემა ამშვენებდა, ვიტორ ბაიასა და სეკრეტარიოს გარემოცვაში-სწორედ ასე გამოცხადდა ჟოზე მოურინიო თავის პირველ ჩემპიონთა ლიგის პრეს-კონფერენციაზე, სადაც მან ნათლად წარმოაჩინა ის, რითაც დღემდეა ცნობილი - პირდაპირობა და ნათლად გამოხატული აზროვნება.

”ჩვენ არ გვაქვს ”მადრიდის რეალივით” ბევრი ფული და ეკონომიკური სიძლიერე, რომელიც მოგვცემდა იმის საშუალებას, რომ გვეყიდა ზედიზედ ორი ოქროს ბურთის მფლობელი (ფიგუ და ზიდანი) ფეხბურთელი. ”ბერნაბეუზე” ბევრი გრანდი, ისეთები, როგორიც ”ბარსაა” , მოდიოდნენ შეშინებულები, მაგრამ იყვნენ შედარებით ნაკლებად ცნობილი გუნდები, რომლებიც არ ნებდნებოდნენ და იღებდნენ ქულებს.”

მიუხედავად დაძაბული ორთაბრძოლებისა, ”პორტუმ” დათმო შეხვედრა ანგარიშით 0:1. იმ დროიდან დღემდე, გუნდში მხოლოდ კასილასი დარჩა. მაშინ მოედანზე მოთამაშე კარანკა დღეს თავად მოუს ეხმარება სამწვრთნელო შტაბში, ხოლო ”პორტუს” შემადგენლობაში მოთამაშე რიკარდო კარვალიო კი ”თეთრების” ღირსებას იცავს.

იქიდან მოყოლებული, პორტუგალიელის ჩემპიონთა ლიგური ისტორია მოიცავს 89 შეხვედრას, ბალანსი ნათლად წარმატებულია: მოურინიოს გუნდებმა მოიგეს 48 შეხვედრა (52,93%), ფრედ დაასრულეს 23 შეხვედრა (25,84%) და წააგეს მხოლოდ და მხოლოდ 18 შეხვედრა (20,22%). ამ 89 თამაშში გუნდებმა გაიტანეს 140 გოლი (1,57 გოლი საშუალოდ). არ უნდ ადაგვავიწყდეს , თუ რა თქვა თავის დროზე ბოჟა მალკოვიჩმა:

”სტატისტიკა ბიკინივითაა. ის მხოლოდ რაღაცას აჩვენებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მთლიანი სურათი მაინც არ ჩანს.”

ამ 18 მარცხიდან ნახევარი ესპანურ გუნდებზეა, ყველაზე მეტად კი ”ბარსელონასთან” (5 წაგებული შეხვედრა). მის შემდეგ მოდის ”მადრიდის რეალი” (3), ”ლივერპული” და ”ვერდერი” (2-2). საინტერესოა ასევე ის, რომ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, ჟოზე მოურინიო ყოველთვის ხვდებოდა კატალონიურ გუნდს წინა სამი გუნდის მთავარი მწვრთნელის რანგში, ესენი იყვნენ ”ჩელსი”, ”ინტერი” და ”მადრიდის რეალი”.

წყარო: as.com
dle 10.1

  • shvela
  • 20 თებერვალი 2012
  • 2130
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)