ტალალაევი: ”იმედი მაქვს ”ცსკა” არ შეუშინდება მეტოქეს”

«Чемпионат.com»-ის ექსპერტმა ანდრეი ტელალაევმა ისაუბრა ”ცსკა” და ”მადრიდის რეალის” დაპირისპირებაზე.


– ”ცსკა”-ს გულშემატკივრები დიდი მოლოდინით ელიან სამშაბათს. როგორ ფიქრობთ, ღირს სასწაულის იმედზე ყოფნა?

– სასაწუალის იმედი ყოველთვის უნდა გქონდეს. ასე უნდა იყოს თვით ”ცსკა”-ს ფეხბურთელებიც. უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ მათ თავიანთი შესაძლებლობების უნდა ირწმუნონ.

– თქვენ რა ”გაიძჲლებთ” იყოთ ასე ოპტიმისტური თამაშის წინ?

– არის ორი შეხვედრა, რომელშიც ”არმიელებმა” უნდა აჩვენონ, რომ ფეხბურთის თამაში შეუძლიათ. გასაგებია, რომ ეხლა ყველა ”მადრიდის რეალზე” და მის ოსტატობაზე საუბრობს. გუშინ მადრიდელებმა მორიგი ბრწყინვალე გამარჯვება ჩაიწერეს თავის აქტივში. იმედი ვიქონიოთ, რომ ”ცსკა” არ შეუშინდება მეტოქეს. მეორე მიზეზი ამ ოპტიმიზმისა არის ”ლუჟნიკების” ხელოვნურსაფარიანი მოედანი. მესამე-მოსკოვური გამყინვარება, ხოლო მეოთხე კი ”ცსკა”-ს ძლიერი მხარეები.

– კონკრეტულად?

– ”ცსკა”-ს თამაში აგებულია ბურთის, რაც შეიძლება სწრაფად მიტანაში თავდამსხმელებამდე - ძაგოევსა და დუმბიამდე, რომლებსაც წინ შეუძლიათ რაღაცის მოგონება და არასტანდარტულად თამაში. ”შახტართან” ბოლო შეხვედრაში ნათელი იყო, რომ ურთიერთგაგება ნელ-ნელა ყალიბდება. გასაგებია ისიც, რომ აკინფეევის არყოფნას ბევრი განიცდის, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩეპჩუგოვმა გამოიარა ადაპტაცია და ეხლა უკვე მას თავისუფლად შეუძლია ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე თავისის პოტენციალის გამოვლენა. ”ცსკა”-ს მცველები მას ამაში უნდა დაეხმარონ.

– ეხლანდელ ”რეალს” აქვს თუ არა სუსტი მხარეები?

— გუნდი , რომელსაც სუსტი მხარე არ აქვს, არ არსებობს. თვით ”ბარსელონას” თამაშში ბევრი პოულობს სუსტ მხარეებს. ”რეალის” მთავარი იარაღი ეს ფეხბურთელების და შემსრულებლების მაღალი კლასია, განსაკუთრებით კი შეტევის ხაზში. მეორე მათი კოზირი ესაა სწრაფი კონტრშეტევა და ბურთის დაცვის ხაზიდან მაქსიმალურად სწრაფად გადატანა თავდამსხმელებამდე. თუ ”არმიელები” შეძლებენ ”რეალისთვის” ამ უპირატესობის მოსპობას, მაშინ მათ შანსი ექნებათ. ეს კი მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუ უკანა ხაზზე განსაკუთრებული წესრიგი იქნება, თავისუფალი ზონები მაქსიმალურად უნდა აკონტროლონ. პრინციპში ეს ის ფეხბურთია, რომელსაც ”არმიელები” თამაშობენ. მათ უყვართ და შეუძლიათ ამის გაკეთება. არ ვფიქრობ, რომ ისინი დაიწყებენ თავიანთი ფეხბურთის მეტოქისთვის თავის მოხვევას და მთელი გუნდით შეუტევენ ”რეალს”. გუნდმა უბრალოდ თავისი კარგი ფეხბურთი უნდა ითამაშოს.

– როგორ ფიქრობთ, ”არმიელებს” უნდა ქონდეთ დუმბიას იმედი?

— ”ცსკა”-ს შეტევაში ორი ვარიანტი აქვს. პირველი - სტანდარტული მდგომარეობები. ”არმიელბმა” იყიდეს ვერნბლუმა - ფეხბურთელი, რომელიც მეორე სართულზე ბრწყინვალედ თამაშობს , როგორც საკუთარ ნახევარზე, ასევე მეტოქისაზე. მეორე ვარიანტი - დუმბიას იმედად ყოფნა. ამ დროს ”ცსკა”-ს ფლანგის ფეხბურთელები აგრესიულები უნდა იყვნენ. მას შემდეგ, რაც ”არმიელები” დატოვა ჟირკოვმა და კრასიჩმა, ”ცსკა”-ს თამაში ფლანგზე სულაც არ არის ისეთი, როგორიც მათ დროს იყო.

წყარო: Чемпионат.com
dle 10.1

  • shvela
  • 20 თებერვალი 2012
  • 2127
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)