კაკამ და ხოსემ ჟურნალისტებთან ისაუბრეს

რუსეთში გაფრენის წინ მადრიდის "რეალის" მოთამაშეებმა, რიკარდო კაკამ და ხოსე კალეხონმა ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცეს...


კალეხონი

"ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება შეხვედრის ისე წარმართვა, როგორც გვაწყობს. რუსებს სწრაფი გუნდი ჰყავთ, მაგრამ მათი შეჩერება ნამდვილად შეიძლება, მთავარია კონცენტრაცია არ დავკარგოთ."

"მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა, თუკი მოვიგებთ "ბერნაბეუზე" დამშვიდებულები ვიქნებით და საქმეს ბოლომდე აუღელვებლად მივიყვანთ, ყველაფერი ჩვენს ხელთ არის, იმედი მაქვს შევძლებთ წარმატების მიღწევას და გულშემატკივართა გახარებას."

კაკა

"რამდენიმე დღით ადრე სწორედ იმიტომ მივდივართ, რომ იქაურ კლიმატურ პირობებს შევეგუოთ, არამგონია თამაში გაგვიჭირდეს, რადგან ჩვენ უმაღლესი კლასის გუნდი გვყავს. 2-3 დღე სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ ადაპტირება გავიაროთ და მოედანზე საბრძოლველად გავიდეთ."

"გუნდი ყველაფერს გააკეთებს გამარჯვებისთვის, ამ შემთხვევაში უდიდეს ნაბიჯს გადავდგამთ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალისკენ. უკვე წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც 1/8 ფინალი თითქოს დაუძლეველ ბარიერად გვევლინებოდა, ეს უბრალო შემთხვევითობა გახლდათ, ჩვენი მიზანი შემდეგ ეტაპზე გასვლაა." dle 10.1

  • Hala
  • 19 თებერვალი 2012
  • 1776
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)